A Taste of Honey (Whipped Cream & Other Delights)


აგვისტოს შემდეგ Jack Daniel’s Honey-ს დალევა დავიწყე, გაცნობისთანავე შემიყვარდა და ავიკვიატე. პრინციპში რა გასაკვირია, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით სიყვარულიც ხომ ჩვევა და აკვიატებაა, კოდით F63.9 (დაუზუსტებელ ჩვევათა და სურვილთა აშლილობა). აწი სინონიმებად გამოვიყენებ.

სწორედ ამ აკვიატების შედეგად გამოჩნდა A Taste of honey ჩემს ცხოვრებაში.

A Taste of honey-ს გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, Love Potion # 9-ს შევხვდი. მახსოვს სად და რა ვითარებაში ვნახე, მაგრამ გადამოწმებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი ისტორია მის გაცნობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ვერ დასტურდება. ბოლო პერიოდში, ჩემი არც ერთი მოგონება აღარ ედრება ფაქტებს, ამიტომ ჩამოვაყალიბე თეორია რომ XXI საუკუნის ცხოვრება, ყველა სისტემასთან თავსებადი მობილური აპლიკაციაა, რომელსაც “ბაგები” აქვს და ხშირად “ჭედავს”. იმედი მაქვს აპლიკაციის დეველოპერები იზურნებენ ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე.

Love Potion # 9 იმ ადამიანთან დავლიე, რომლის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით განსაზღვრული კოდიც დღეს გავიგე – ადამიანი გულმკერდის ტრავმა, აწი ასე მოვიხსენიებ.

რა მაგის პასუხია და სამყაროში სისტემამ აშკარად აურია და დიდი ხანია შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.

ვინაიდან დღეს გულმკერდის ტრავმის დღეა, გადავწყვიტე დილა Love Potion # 9-ით გამეფორმებინა.

მოსმენისას დაახლოებით მეასედ შევავლე თვალი ეკრანს და პირველად დავაფიქსირე წარწერა A Taste of honey.

სამყარომ პროგრამა გადატვირთა და შეტყობინებების გამოგზავნის ფუნქცია გასწორდა. წრე შეიკრა.

თქვენი აზრით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მის დაბადების დღეს მისი ახლობლები (მეგობრები, ნაცნობები და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს?!) ვის უნდა ულოცავდნენ? მას თუ საკუთარ თავს იმიტომ რომ დაიბადა და იცნობდნენ? მე მგონია, რომ საკუთარ თავს, აბა, მისთვის მილოცვას რა აზრი აქვს? ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება.

გილოცავ ფინიკი!

I will return, yes I will return
I’ll come back for the honey and you

I Wonder What’ll Happen With Love Potion Number Ten


ყველაფერი Love potion number 9 – ის ბრალია.

რა ყველაფერი? აი, ის რომ ვერ გავარკვიე ჩვენ შორის რომელია Madame Ruth და რომელი flop with chics.

Love potion number 9 ნელ-ნელა კარგავს ძალას, ჰო, ეფექტი გადის და ამის გამო ყველაზე ცუდი პერიოდია. შუალედურსა და გარდამავალს ვერაფერს ვიტან, ამიტომ I wonder what’ll happen with Love Potion Number Ten, თუმცა მანამდე დიდი დროა.

ჩემს საყვარელ გვირაბში ჩემი საყვარელი ნახატები (თუ როგორ ქვია მაგას? აი, იმას კედლებზე რომაა ხოლმე, სპეციფიური სახელი აქვს მგონი) წაუშლიათ, გადაუღებავთ და ახლა მხოლოდ რამდენიმე საღებავის კვადრატია კედელზე შერჩენილი. ამ გვირაბის გავლა ყველაზე მეტად მიყვარდა, ძირითადად აეროპორტში წასვლასთან ასოცირდებოდა, მინიონები მაცილებდნენ ხოლმე და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყავი.

ყველაფერი წავიდა, უკანასკნელი 1 წლის ყველა პატარა სიხარული წავიდა ამ შემოდგომის დადგომასთან ერთად.

ჰოდა, ახლა I wonder what’ll happen with Love Potion Number Ten.

ნუ გეზარებათ Madame Ruth, კი ძალიან სასიამოვნოა თქვენი gold-capped tooth-ის ყურება როცა მიღიმით, მაგრამ ვერაფრით ვიგებ მაგ ორაზროვანი ღიმილით რისი თქმა გინდათ. არ მინდა თქვენი Love potion number 9, პირველ ჯერზე ჩემი თხოვნის გარეშე დამალევინეთ და ახლა თუ შეიძლება Love Potion Number 10 მომეცით. უკანასკნელი კითხვა – მეცხრეს ეფექტს გაანეიტრალებს ხომ? უფრო სწორად, გასული ეფექტის შედეგად დარჩენილ გვერდით მოვლენებს? კარგი, კარგი, ხმას არ ამოვიღებ, უბრალოდ არ დაიზაროთ და ჩამომისხით რა.