მე

ეს იყო ადრე, 2010 წლის მაისში, როდესაც პირველი პოსტი დავწერე და გადავწყვიტე ბლოგის წერის მოტივებსა და ჩემს თავზე სახალისო ფორმით გადმომეცა ინფორმაცია. იმის მერე იმდენი რამ შეიცვალა და აქაურობაც ისე გადასხვაფერდა, აშკარად ჩემს “მე”-სა და ახლანდელ ბლოგს შორის აღარავითარი კავშირი აღარ არსებობს.

ახლა შეიძლება ითქვას რომ ყველაფერს მივედ-მოვედები, ხოლო როდესაც საქმე ძალიან პირადულ საკითხებს ეხება, მიუხედავად ჩემი “ანონიმურობისა” უკიდურესად დაშიფრული სახით გადმოვცემ ინფორმაციას, ზოგჯერ კი იმდენად ვხლართავ რომ თავადაც ვეღარ ვიგებ თავს და ბოლოს.

თითქმის ყველა პოსტი იწერება მუსიკის თანხლებით, მოკლედ საუნდთრეკებიანი მოვლენების აღწერით ვარ დაკავებული.

აქაურობა ყველაზე მეტად ვალდებულებების არ არსებობის გამო მიყვარს. შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც მინდა და დავწერო ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი ფორმით. ყველა ადამიანს სჭირდება 1 ასეთი კუთხე, ამიტომ ალბათ აქაურობას არასოდეს არაფერი “დაემუქრება”.

მოკლედ, ყველა თინიკოს სჭირდება ადგილი სადაც იქნება ფინიკი.

2016-ში მე 30 წლის, ფინიკის ბლოგი კი 6 წლის ხდება (თუმცა ვინაიდან ფინიკი რეალურად 2007 წელს დაიბადა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ჩემთან ერთად, აგვისტოში გახდება 9 წლის).

ესეც 2010 წლის “მე”

ნუ წესიერად ისიც კი არ ვიცი რა არის ფინიკი, მაგრამ მახსოვს თავისუფლების მოედანზე ერთი საწყალი ვეგეტარიანული კაფე იყო, სადაც მე და ჩემს მეგობარს ძალიან გვიყვარდა ჯდომა (რომელიც შემდეგ დახურეს და ჩემი ცოდვა დაიდეს), ამ ჩემს მეგობარს კიდევ ძალიან უყვარდა იქაური ფინიკის კექსი, ჰოდა მაშინ პირველად ვეზიარე ფინიკს. ფინიკი ჩემს სახელთან ახლო ნათესავურ კავშირში ყოფნის გამო დავირქვი (ან ამას რატომ ვხსნი გაუგებარია).

ბლოგი რამდენიმე თვის წინ ”შევქმენი” (ნუ თუ ამას ბლოგის შექმნა ერქვა) და ისე, რომ 1 პოსტიც კი არ გამიკეთებია მივაგდე, ჰოდა 3 დღის წინ გამახსენდა (ან ეს ჩემთან რა კავშირშია სრულიად გაუგებარია).

ვეწევი სიგარეტს და სასტიკად მაღიზიანებს გამოთქმა ”მოწევა კლავს”, ვერც ამ ”სერიული მკვლელის” (თამბაქო) წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ვიტან, თუმცა არც იმას ვქადაგებ, რომ მოწევა არს გზა 120 წლამდე სიცოცხლისკენ.

უზომოდ მიყვარს ტკბილეული, თუმცა ერთი ”უბედური შემთხვევის” შედეგად ვეღარ ვიტან ”ითის” ნამცხვრებს (მე მაპატიეთ).

გაწევრიანებული ვარ ”ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში” (ვირტუალურად), თუმცა ეს კლუბი სახელს არ ამართლებს, შეკრებილია მხოლოდ ლუსტრირებულ და არა ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება და მიდის საუბარი იმაზე ”თუ რა კარგია დალევა”.

უკვე თითქმის ვუკაკუნებ მეოთხედ საუკუნეს და …  (მეტი არ ვიცი აქ რისი დაწერა შეიძლება).

მაქვს წიგნი სებასტიან დაისლერზე🙂

მუდმივად მშია,  ამ დროს თანამშრომლებს, რომ კითხო მე ”ჰაერით ვიკვებები” რადგან არასოდეს ვჭამ, და ”შურთ ჩემი”.

მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან🙂

70 thoughts on “მე

  1. ვაშლის გამო არ გამოუძევებივართ :დ
    ბიბლია არ აკონკრეტებს რა ხილი იყო🙂

    Like

  2. ფინიკი ხილია როგორც ვიცი და ერტხელ მაქვს ნაჭამი და მომეწონა.
    ”მოწევა იწვევს იმპოტენციას” – ამ წარწერაზე რა აზრის ხარ?😀
    დღეს პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე (მგონი) და ძალიან მომეწონა = ))

    Like

    1. საერთოდ ვერ ვიტან სიგარეტის წინააღმდეგ მიმართულ ზედმეტად “ხმამაღალ” გამონათქვამებს😀😀
      როგორც გავარკვიე ფინიკის პალმა არსებობს ანუ ეს ხილი პალმაზე იზრდება🙂

      დიდი მადლობა🙂

      Like

  3. მომწონს განახლებული დიზაინი = ))
    და შენი სტატიები ეგზორციზმის შესახებ

    Like

  4. ვეწევი სიგარეტს და სასტიკად მაღიზიანებს გამოთქმა ”მოწევა კლავს”, ვერც ამ ”სერიული მკვლელის” (თამბაქო) წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ვიტან, თუმცა არც იმას ვქადაგებ, რომ მოწევა არს გზა 120 წლამდე სიცოცხლისკენ.

    ღმერთმანი უკვე აღარ მჯეროდა და იმედიც კი მქონდა გადაწურული რომ ოდესმე ვინმესგან ამ სიტყვებს მოვისმენდი…. : ) )))))))))

    აი სებასტიან დაისლერზე წიგნის ქონამ ნამდვილად გული მატკინა : )))) მაგრამ ზ.ხ (ზემოთ ხსენებული ავტ.შენიშვნა) ფრაზამ გულის ტკივილი დათრგუნა ^_^😀

    Like

    1. 🙂🙂🙂 სებასტიან დაისლერზე წიგნის ქონამ რატომ გატკინა გული? :))))

      Like

        1. კიი გერმანელია, სამწუხაროდ აღარ თამაშობს🙂 მე გერმანიას ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან🙂

          Like

    2. omiko

      ეგზორციზმზე ნამდვილად შემზარავი ისტორია იყო.

      Like

  5. რა მაგარი ბლოგი გაქვს, ისე გავერთე ნახევარი საათით ჩართული კომპიუტერი სამი საათნახევარია მუშაობს.. ძალიან მომწონს აქაურობა..

    Like

  6. ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგი რაც ამ ბოლო ხანებში მინახავს. ოღონდ პირველად ვარ აქ, როგორ მოახერხე ასე კარგად დამალვა?🙂

    წარმატებები, ძალიან მომწონს აქაურობა დიზაინის ჩათვლით.

    Like

    1. ძალიან დიდი მადლობა🙂 არც თუ ისე დიდი ხანია ვპოსტავ და ძალიან მიხარია დადებითი კომენტარები🙂

      Like

  7. davidmedia

    ბლოგის სახელი მომეწონა, ბავშვობაში სოხუმში ფინიკს ხშირად ვჭამდით. ახლაც მახსოვს, ჯიბეებში რომ ჩავიყრიდი მერე ჯიბე, ხელი და პირი ერთნაირად წებოვანი მქონდა :)))) ასე რომ, ამ ბლოგის მიმართ თავიდანვე კარგად განვეწყვე, მაგრამ იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

    Like

    1. დიდი მადლობა🙂 მე სამწუხაროდ ფინიკი არასოდეს გამისინჯავს🙂

      Like

  8. egriseli

    ეს მეოთხედი საუკუნისა მეც მაშინებს. არადა თავი კიდე 21 ის მგონია.😀

    Like

  9. კაი ბლოგია, მართლა… მომწონს შენი ნაწერები და ზოგიერთი ძალიან, ძალიან ახლოსაა ჩემთან… ფინიკს რაც შეეხება, ხილია ნამდვილად. მე გამიშინჯავს ფინიკის ჩირი და უგემრიელესია…

    Like

  10. გადასარევი ბლოგი გაქვს🙂
    შენს ნაწერებს,რომ ვკითხულობ აბსოლიტურად სხვა რეალობაში გადავდივარ❤ ძალიან მომწონს.

    Like

  11. ახლა არა მარტო შენს თანამშრომლებს, არამედ მეც მშურს შენი.
    ძალიან საყვარელი ხარ, მართლა.

    Like

  12. “მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან ”
    😀😀😀 hahaha

    Like

  13. ძალიან საინტერესოა(ხარ) :>:))
    ვიცი მე ეგ კაფე, ხელოვნების მუზეუმის წინ იყო, მახსოვს : )
    პ.ს მე ძალიანაც მიყვარს ფინიკი

    Like

    1. გმადლობ🙂
      ჰო, ძალიან საყვარელი კაფე იყო, კარგი მოგონებები მაკავშირებს🙂
      სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ ფინიკი არასოდეს გამისინჯავს😐

      Like

  14. მე კარგა ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, ჩემთვის დამახასიათებელი სიჩუმით, ანუ კომენტარების გარეშე🙂
    ფინიკი არც მე გამისინჯავს, თუმცა აუცილებლად მოვაბამ თავს: ))
    ჩანაწერებს რაც შეეხება… უმეტესობა წაკითხული მაქვს და ძალიან მომწონს.

    Like

    1. მეც ზუსტად მასე ვარ, ვკითხულობ თუმცა კომენტარებს თითქმის არსად ვტოვებ🙂

      გამიხარდა, გმადლობ🙂

      Like

  15. მართლა ფინიკივით ბლოგი გაქვს) ოდნავ ხაოიანი) ოდნავ ტკბილი, ოდნავ მშობლიური, ოდნავ მომჟავო )

    Like

        1. ვეცდები კარგი მასპინძლობა გაგიწიო😀 მოხარული ვიქნები შენი სტუმრობით🙂

          Like

  16. “მეზიზღება ვაშლი და ვგიჟდები იმაზე ფიქრით, რომ ამ საზიზღარი ვითომ ხილის გასინჯვის გამო გამოგვაძევეს ედემიდან🙂 ” – ახლა დავფიქრდი და ხო იცი რაღაცით გეთანხმები, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ვაშლი!

    Like

    1. გიყვარს ვაშლი, მაგრამ სამოთხედ არ ღირდა ხომ?😀

      მეც ახლა დავფიქრდი და რა იდიოტური ”მე” მაქვს, შეცვლიდა კაცი, მაგრამ მეზარება და თან ალბათ ჯობია დარჩეს პირვანდელი სახით :დ

      Like

  17. ჰაჰ რატომ აქამდე არ მყავდი ბლოგროლში.ერთ შაბათ კვირას უნდა შემოვუჩნდე შენს ბლოგს)
    ვაშლი მეც არ მიყვარს ან რა საყვარელი ეგაა😛 აი ფინიკის ჩირი მიყვარს,შემიძლია მთელი ყუთი შევჭამო და არც გამახსენდეს სხვისთვის შეთავაზება.

    Like

    1. ფინიკის ჩირი ცოტა ხნის წინ გავსინჯე და აღვფრთოვანდი (ბუნებრივია)🙂

      კეთილი იყოს შენი შემობრძანება ჩემ ბლოგზე, მოხარული ვარ რომ მოგეწონა🙂

      Like

  18. Hi there )

    მადლობთ საინტერესო პოსტებისათვის

    P.S და დიდი მადლობა კიდევ მუსიკისათვის (Black Lab – This Night)

    Like

      1. გადჭარბების მეტი რა ვიცი🙂🙂🙂 კაი მაშინ ასე ვიკითხოტ, არის თუ არა პაპიროსი ადამინის საუკეთესო გამოგონბა , ასევე ადამიანთა გარკვეული ჯგუდისათვის🙂

        Like

        1. არა, მაინც გადაჭარბებულ ნათქვამად მიმაჩნია🙂🙂 მიყვარს სიგარეტი თუმცა საუკეთესო გამოგონებად ვერ ვცნობ🙂

          Like

            1. ვაიჰ, მიყვარს ო’ჰენრი მაგრამ ეგ მოთხრობა არ მახსენდება🙂

              Like

            2. mec zalian miyvars🙂 ui xo ar shemeshala, bolos jurnal reitingtan gamodioda motxrobebi da bevri wavikitxe ertad, mat shoris o’henri da xo ar amereia :O :O vnaxav aba🙂

              Like

            3. sashinelebata janris yipila😛 magram imdenad sasacilod da ararealurad sheizleba chatvalo iq dawerili ambavi rom uceb stiven kingi , o’henrishi agerios🙂🙂🙂

              Like

            4. 🙂 okey🙂 dagainteresebs sxva nawarmoebebic misi, pirvels misi motxroba “cocxlad darchenili” ro wavikitxe vipiqre amis ekranizacias namdvilad ver gauzleb metqi ro vuyuro🙂

              Like

  19. ‎” ახლა მხოლოდ სიცივეს გრძნობს თვალები,
    აღარა სწვავს გულს ვნებების ალები.
    სულ რომ გაქრნენ ქვეყანაზე ქალები,
    მერე ნეტავ გვიშველიან წამლები ?! ”

    ამ ყველაფერთან რა შუაშია არ ვიცი, უბრალოდ მგონია რო მარტო ვაშლის დამსახურება არაა სამოთხიდან რო ვართ გამოყრილები, ცუდი ისაა რო იქ საერთოდ მოვხვდით და მისი არსებობა ვიცით, თუმცა არანირად არ ვცდილობთ მისკენ სწრაფვას . და რო არ გვცოდნოდა საერთოდ მის შესახებ მისკენ ვითომ სწრაფვაში ხომ დროს აღარ დავკარგავდით🙂🙂

    Like

    1. სწრაფვა გადაჭარბებული ნათქვამია ზოგ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი რომ სამოთხისკენ ვისწრაფვი მაინც და მაინც🙂🙂

      Like

  20. მეც მახსოვს ეგ კაფე :3 ჩემი სკოლის რაღაც ნაწილი დროებით ხელოვნების მუზეუმში იყო დ აყოველთვის თვალში მხვდებოდა, თუმც ფინიკის კექსი არასდროს გამისინჯავს, არადა დამაინტერესა :3

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s