2019


ყველაფერი რაც წავიდა, წავიდა. რაც წავიდა, არ იცვლება, რაც არ იცვლება, ფიქრად არ ღირს.

აღმოვაჩინე რომ ადამიანები იმაზე იშვიათად ფიქრობენ ჩვენზე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ადრეც მიფიქრია ამაზე, ეს ალბათ ერთგვარი განდიდების მანიაა, თითქოს სხვებს მეტი საქმე, სადარდებელი და საფიქრალი არ ქონდეთ, გარდა იმისა რომ მუდმივად ჩვენზე იფიქრონ, დაიმახსოვრონ ჩვენი თითოეული ფრაზა, ქმედება, მიმიკა, მოკლედ ზუსტად ისე არ ვაინტერესებთ, როგორც ჩვენ არ გვაინტერესებს სხვები.

ჰოდა, რახან იანვარია, ახალი წელი დაწიყო და ყველაფერ ძველთან განშორების დროა, ეს ე.წ. “განდიდების მანიაც” სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ.

საახალწლოდ გაკეთებულმა აღმოჩენამ, მომავალი წლის თემატიკა ავტომატურად განსაზღვრა, არ არსებობს ბედნიერება საყვარელი ადამიანების ბედნიერების გარეშე. ეგოიზმის ახალ მწვერვალებს ვიპყრობთ 2019-ში, იმ ეგოიზმის, რომელიც “ჩვენი ადამიანების” გაბედნიერებისთვის ყოველდღიურ შრომას გულისხმიბს და აქვე მთავარი აღმოჩენა: უბედური ადამიანები, სხვებს ვერასოდეს გააბედნიერებენ, ჰოდა 2019 ბედნიერების წელია.
ბევრი გეგმა მაქვს, 33 წელთან ერთად ცვლილებების და ახალ ეტაპზე გადასვლის ჟინმაც მომიკაკუნა. ამბობენ რომ 33 ცვლილებების წელია, ჰოდა, გამარჯობა!

ბედნიერი, ეგოისტი ღორების წლის დადგომას გილოცავთ!

Advertisements

One thought on “2019

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s