ფინიკი-ები


რა ხდება როცა ქუჩაში ნაცნობ ბლოგერს მოკრავ თვალს? სად ქუჩაში? სად და ბათუმში! შეკრების ადგილივითაა, ბლოგი, ფინიკი და ბლოგერები ბათუმში იყრიან ხოლმე თავს. ჰოდა, რას ვკითხულობდი? ა, გამახსენდა, რას და რა ხდება როცა ბათუმში უმისამართო ხეტიალისას ნაცნობ ბლოგერს მოკრავ მეთქი თვალს, რა ხდება და უღიმი (მერე რა რომ თვითონ ვერ გცნობს, ან, გცნობს და ერთმანეთს უღიმით), მერე ტვინში მის ბლოგს აცოცხლებ, არქივებში იქექები, პოსტები გახსენდება, ფრაზები, კომენტარები, მოკლედ ყველაფერი ის, რაც უფლებას გაძლევს იფიქრო რომ იცნობ, იცნობ და გიცნობს..

ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბივითაა, წრეზე რომ სხედხართ და ისტორიებს ყვებით, ერთმანეთს სახელითაც მიმართავთ და ტაშსაც უკრავთ, წრის მიღმა, კი ერთმანეთი არასდროს გინახავთ, იღიმით და გვერდს ისე უვლით ერთმანეთს, სამყაროში მხოლოდ თქვენ იცით, რომ ისევ შეხვდებით იქ, სადაც ისევ მეგობრებივით ისაუბრებთ. სადაც მე ისევ ფინიკი ვიქნები (ზოგჯერ თინიკოსაც შევურევ, მაგრამ მაინც ფინიკი) დანარჩენებსაც მოგონილი სახელები ერქმევათ, მაგრამ ისევე რეალურად იმეგობრებთ, როგორც დღეს თინიკო მეგობრობს თაკოებთან, სოფოებთან, ნინოებთან და ნათიებთან.

ვინაიდან ერთი ცხოვრება არ კმარა იმისთვის რომ ყველა ჩვენი განშტოება ვიცხოვროთ, რეინკარნაციას კი დიდი, მსუქანი კითხვის ნიშანი აქვს, ფინიკიების სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია თინიკოებისთვის.

Advertisements

One thought on “ფინიკი-ები

  1. ზუსტი შეფასებაა.მე მყვარს ფინიკი თავისი თინიკოიანად.მე ვიცი,რაც არის განახევრებული დარჩე.გამოვცადე,კატერინა რომ გარდამეცვალა.ვცდილობ მივეხმარო გაცოცხლებაში.იმედია გავმთელდები

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s