11-ები


დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. აგვისტომდე 11 თვე დარჩა. 11 იღბალთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, 11:11-ზე სურვილებსაც ვიფიქრებ ხოლმე. ყველა დასასრული დასაწყისია, დასაწყისი კი სიახლეს ნიშნავს, სიახლე კარგია. ყველაფერი დალაგდა!

მოკლედ, ახლა ნამდვილ ახალ წელზე უფრო ნამდვილი ახალი წელია!

ველოდებით 00:00 საათს, ვხუჭავთ თვალებს და ვიფიქრებთ სურვილს!

არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ სურვილების ჩაფიქრება, სურვილების ასრულებაზე მაგარი რამეა. ყველაზე სასიამოვნო პროცესი ასრულების მოლოდინია. მოლოდინებით ვცხოვრობთ და მოლოდინები ასწორებს.

ძვირფასო აგვისტო, 11 თვეში შევხვდებით, შევხვდებით ახალი სურვილების ასრულების მოლოდინით და შესაძლოა იმ ახალი ტატუთი, იუპიტერელებს რომ მოსწონთ.

Advertisements

16 thoughts on “11-ები

  1. BinaryMeat

    სურვილების ჩაფიქრება და ასრულება არის მეტწილად დამოკიდებული ფინანსურ მხარეზე. ფინანსურ მხარეს რატოიმ არ ახსენებ არსად?

    Like

    1. აი, საერთოდ სხვა რამეზეა ეს პოსტიც, ამ ბლოგზე სხვა პოსტებიც. ველოსიპედის ტარების სწავლას ფინანსური გეგმა არ ესაჭიროება

      Like

  2. BinaryMeat

    კი ესაჭიროება. პირველი ველოსიპედი უნდა იყიდო. :)) პირველი ეტაპი ეს არის, არა? ან სხვა ვარიანტია უნდა მოიპარო ველოსიპედი.

    Like

  3. BinaryMeat

    ახლა ჩემს გვერდით არის თანამშრომელი, რომელიც სულ ოცნებობს მოგზაურობაზე და შიშველი ფეხებით ლამაზ პლიაჟზე ტანტალს, მაგრამ – ფარა – არ აქვს და იმპლემენტაცია ამ გეგმების ფენდინგია. და ვერფარეს ვერ აკეთებს და თვალები სევდიანი გაუხდა. ხვდები საით მიმყავს ნარატივი? ^ ^

    Like

    1. აქ და ამ ბლოგზე არ არის ის რასაც ეძებ და გაინტერესებს, თუმცა არსებობს ბევრი სხვა ბლოგი და რესურსი სხვა საინტერესო საკითხებზე.

      Like

    1. გასაგებია, ყველას აზრი საინტერესოა და ამიტომ კომენტარებიც ყოველთვის მაინტერესებს. უბრალოდ სხვა რამეზე ვწერ და სხვა თემებისთვის მაქვს ეს სივრცე, სულ ესაა. მაინც მრჩება განცდა რომ სხვა ტიპის ნაწერები უფრო საინტერესო იქნება, რაც აქ არ არის. სულ ესაა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s