You Don’t Own Me


საკუთარი თავის გარდა არავის ეკუთვნი. გადაწყვეტილებებს მხოლოდ შენ იღებ.  მხოლოდ შენ შეიძლება იცოდე რა არის შენთვის კარგი და რა არა. წესებსაც თავად იგონებ და ჩარჩოებსაც თავად იქმნი. იმპერატიულ ტონში ანაც ბრძანებით კილოში მოცემული რჩევები არ არსებობს. რჩევებს ან ითვალისწინებ და ან არა. შენზე საკუთრების უფლება არც საზოგადოებას აქვს, არც ოჯახს და არც მეგობრებს. გიხარია ის რაც გიხარია, არ მოგწონს ის რაც არ მოგწონს, გიყვარს ის რაც გიყვარს, ფიქრობ იმას რაც გინდა, სწავლობ იმას რაც გაინტერესებს, კითხულობ იმას რაც გისწორდება, სამყაროც შენ ხარ და ღმერთიც და არავის ეკუთვნი, ღმერთი ღმერთია და არ შეიძლება ვინმეს საკუთრება იყოს.

ყველა და ყველაფერი რაც ცდილობს საპირისპიროში დაგარწმუნოს ნაგავია და მისი ადგილი სანაგვეზეა.

ერთხელ ცხოვრობ? არ ვიცი! მილიონჯერაც რომ იცხოვრო, ყველა ცხოვრებაში სამყაროც თავად იქნები და ღმერთიც.

Advertisements

13 thoughts on “You Don’t Own Me

  1. იდეა, რომ საკუთარ თავს ეკუთნი ბლეფია! შენ ბუნების მონა ხარ. ყოველივე რაც შედგება ელემენტალური ნაწილაკებისგან შემოზღუდულია თავისი თავის ბიო-ქიმიით (ან უბრალოდ ქიმიით). ერთადერთი გამოსავალი მართვაა ცოდნის საშუალებით, თუმცა ეს ცოდნა არ გაქ ან არ იღებ. და გინდაც გქონდეს ნუთუ ეს ქიმიური ელემენტებით მართვადი ‘სუბსტანციების (ადამიანების)’ შექმნილი არ იქნება? შესაბამისად გამოსავალის ძიებაც ბლეფია.

    Liked by 1 person

    1. გადაწყვეტილებებს თავად იღებ, იცი რა გიყვარს და რა არა, როგორი მოგწონს შენი თავი და როგორი არა, რისი კეთება გინდა და რისი არა. ნაკლებად რთულად უნდა მიუდგე 🙂

      Like

      1. მოკლედ გეტყვი: y=k/x სადაც x მარტივად მიდგომის კოეფიციენტი; k – ინდივიდის განვითარების კოეფიციენტი; y არსების იდიოტიზმის კოეფიციენტი;

        პ.ს(თუ მაინც ვერ მიხვდი) რაც უფრო ნაკელებად მარტივად უდგები, ნაკლებად იდიოტი გამოდიხარ.

        Like

        1. ეგრეა, ოღონდ გააჩნია რას 🙂 ცხოვრებაში არსებულ სიამოვნებებს და სურვილებს რაც უფრო ხლართავ და რთულად უდგები, მით უფრო ნეგატიური ხარ, ნეგატიური ადამიანები ბედნიერები არ არიან, თუ ბედნიერება იდიოტობაა, სუპერ +1 ჩემგან 🙂

          Like

  2. BinaryMeat

    უმეტეს წილად გეთანხმები, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენ ძალიან საყვარელ ადამიანს ეშლება, იღებს არასწორ გადაწყვეტილებას, იცი, რომ ხევში გადაიჩეხება და აძლევ რჩევას. არ გისმენს! აძლევ რჩევას, რადგან არ აქვს გამოცდილება, შენ გაქვს და იცი რა მოელის. არ უნდა შეაჯანჯღარო? არ უნდა ურჩიო იმპერატიულად?  მერე ხომ იცი, რომ ძალიან ინანებ რადგან არ დაატანე შენს თავს ძალა უფრო მკვეთრად გერჩია. 

    Like

  3. BinaryMeat

    ხშირად ახსენებ, რომ აგვისტოში შენი სიყვარული დამთავრდა და სიცარიელე დამკვირდა შენს სხეულს და გონებას. იქნებ დაწერო რა მოხდა.

    Like

    1. არ დამთავრდა, აგვისტო აგვისტოა და სულ ასე იქნება 🙂 ხდება ხოლმე ცუდი ან ძალიან ცუდი რაღაცები, მაგრამ მერე ყველაფერი ლაგდება 🙂 კონკრეტულ ისტორიებს არასოდეს ვყვები, შარშანდელ აგვისტოზე საუბარი მით უფრო არ მინდა.

      Like

      1. BinaryMeat

        კარგი. ესე მგონია რატომღაც, რომ ძალიან ემოციური ტიპი იქნები და ბევრსაც უნდა ეწეოდე (სიგარეტს) 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s