იფიქრე ლურჯად


როცა ქვაფენილზე სიარულისას ხაზებს ფეხს არ ვადგამ და გიჟივით მივაბოტებ, ე.ი. კარგად ვარ.

ყველაფერი ერთდროულად ირევა თავში და მაინც მგონია რომ ახლა არაფერზე ფიქრის დროა. ხაზებზე ფეხის არ დადგმის დრო.

შეგიძლია ის იყო რაც გინდა, შეგიძლია ის ისწავლო რაც გინდა, შეგიძლია “სერფერი” იყო ან ზვიგენების ექსპერტი, ან ძილის დარღვევების სპეციალისტი ან რაც გინდა ის.

ჰო, ნუ მომღერალი ვერ იქნები, ხმა არ გაქვს, მაგრამ ვის რად უნდა მომღერლობა?!

ყველაფერი შეგიძლია იყო, შეგიძლია “ლურჯი გონება” გქონდეს და წყალთან ახლოს დაიწყო ცხოვრება.

მზე და წყალი აბედნიერებს, ჰო, ზუსტადაც რომ აბედნიერებს და არა მ-აბედნიერებს. წყალთან ახლოს ყოფნისას ლურჯად ვფიქრობთ და მზისგან შოკოლადივით ვხდებით.

ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ცივი ყავა კატასტროფულად მწარეა, მაგრამ რას დავეძებთ?!

ახალი ქალაქები, შუა ქუჩაში გამოდგმული საზღვრები, მზე, ზღვა, ნავსადგომები, ჩამოსასხმელი ლუდი და აივანი, რომელზეც საღამოობით ვცხოვრობ. მგონი მართლა მოვდუნდი და იმას რაც თბილისშია იმაზე იშვიათად ვიხსენებ ვიდრე მეგონა, იმას კი რაც ერთი წლის წინ იყო, ტვინის ყველაზე მტვრიან თაროებზე ვალაგებ.

რაც არ უნდა იყოს წინ, აუცილებლად იქნება რაღაც კარგი, ისეთი თუ ასეთი, სერფერები გავხდებით თუ ზვიგენების ექსპერტები, ბიოლოგები ვიქნებით თუ ისევ შეთქმულების თეორიებს მივაწვებით, იუპიტერზე წავალთ თუ დედამიწაზე დავრჩებით, ისევ უცხოპლანეტელად ვიგრძნობთ თავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მეგობრებში თუ ადგილობრივებად.. რაღაც იქნება, რაღაც კარგი!

26.08.2017
Advertisements

4 thoughts on “იფიქრე ლურჯად

  1. BinaryMeat

    გამარჯობა შენი. გასაგებიან დამამშვიდებელი რეცეპტი, რომ რაგაც კარგი გელოდება წინ, და მოლდინის რეჟიმში უნდა იყო რომ ოდეზღაც ჯოკერი ამოგივა ცხოვრებაში. ჯოკერს უკვე რა ხანია ველოდები მარა არ მოდის. მე რამდენე დარიგებაა უკვე. დრებითი გაქცევა ქალაქგარეთ და თავში – evthg gonna be a’right- ციკლში ტრიანს მე მგონი აქვს შედეგი, თუნცა დროებით. მერე რა ხდება შენ თავთან რომ რჩები და ეკითხები ამას- კი მაგრამ მე ხომ ამას ვიმსახურებ და რატო არ ხდება ჩემს თავს?

    მე გეთახმები, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგი შენ უნდა იყო, მარა ეს თუ დაბექაფებულია შმოლოდინის შედეგითაც მართლა სუპერია. ველოდები ჯოკერს.

    მერე.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s