That Nasty Word: Expectations!


უგემური აგვისტოს კიდევ უფრო უგემურ დღეებში, ჩემს საყვარელ საჭმელს ამაზრზენი გემო და სუნი აქვს. ამრეზით ვუყურებ კალენდარს და წლის ყველაზე გემრიელ დღეს ველოდები. მგონია რომ თუ წინასწარ არაფერს დავგეგმავ და არაფერს გადავწყვეტ, ყველაფერი თავისით დალაგდება და იმაზე უკეთესად გამოვა, ვიდრე მე წარმომიდგენია. უშედეგოდ ვგუგლავ how to celebrate your birthday alone, ნუ, მთლად უშედეგოდ არა, ვპოულობ “that nasty word: expectations!” ჰო, აი ზუსტად! მოლოდინები გვკლავს! მოლოდინები, რომლების გამოც გვჯერა რომ ქათმის შნიცელს, ქათმის გემო არ ექნება, მოლოდინები, რომლების გამოც გვგონია რომ ახალ სარკეში ჩახედვისას ყოველთვის მოგვეწონება ჩვენი თავი, მოლოდინები, რომლების გამოც გვგონია რომ დაუგეგმავი დაბადების დღეები თავად შექმნიან ისეთ სასწაულს, როგორსაც ჩვენც კი ვერ ვქმნით ჩვენი ყველაზე წარმოუდგენელი მოლოდინებით.

ჰოდა, რა არის მოლოდინები? მოლოდინები ისაა რაც გვინდა, ჩვენი ძალიან კონკრეტული სურვილები, რომლებსაც მხოლოდ შეფარვით, სასხვათაშორისოდ ვაღიარებთ საკუთარ თავთან. გვინდა რომ ქათმის შნიცელს არ ქონდეს ქათმის გემო, გვინდა და იმედი გვიცრუვდება, როცა აღმოვაჩენთ რომ ქათამი, ქათამია, როგორც არ უნდა მიუდგე.

Advertisements

7 thoughts on “That Nasty Word: Expectations!

  1. ტრადიცია არ დავარღვევ და ისე მეცნო ყველაფერი, გამოთქმასაც ვერ მოვახერხებ. მე მგონი უკვე მომკლა მოლოდინებმა, იმიტომ რომ დამეკარგნენ. უკვე მერამდენე ზაფხული მეუგემურება, მერამდენე აგვისტოს აღარ აქვს აგვისტოს გემო და სუნი.

    Liked by 1 person

    1. და ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს აგვისტო, ვიცი რომ უნდა მიყვარდეს. წელს პირველადაა როცა მოლოდინები არ მაქვს, არ ვიცი რა მინდა და არც არაფერს ველოდები.

      Like

  2. BinaryMeat

    აჯანყდი, რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები.
    აჯანყდი, რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება.
    აჯანყდი ,რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება.
    აჯანყდი, რადგან თავი დაკარგე
    ერთიდაიგივე კოშმარების წრეზე სიარულში.
    აჯანყდი, რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან.
    აჯანყდი, რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი,
    ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი.
    აჯანყდი, რადგან ლაპარაკს არ გაცლიან.
    აჯანყდი, რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა
    და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას.
    აჯანყდი, რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე.
    აჯანყდი, რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ
    და არა იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ
    სასოწარკვეთილ ადამიანებს.
    აჯანყდი, რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,
    შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით
    აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია.
    აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი, რასაც ახალს ეძახიან.
    შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება.
    აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს.
    აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია.
    აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს.
    აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია
    აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია.
    აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ.
    აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი.
    აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,
    აჯანყდი, რადგან მე ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე.
    აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე
    აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა.
    აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,
    მთავარია რაღაც ქნა.
    აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე.
    აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია
    აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია
    ან გეგონა რომ შეგეძლო
    აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს.
    აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია.
    აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო.
    აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა.
    აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ.
    აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა.
    აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა.
    აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,
    ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,
    თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,
    კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.
    აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,
    ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ.
    აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,
    ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს.
    აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა.
    აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია.
    აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო.
    აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო.
    აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს
    აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია
    აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება.
    აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს.
    აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე.
    აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი.
    აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა
    აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s