ფინიკი და თინიკო გაიგივდნენ. სიმბოლურია რომ ეს აგვისტოში მოხდა, როცა ჩვენ შორის არსებული ზღვარი ისტორიულად ყოველთვის იშლება ხოლმე.
საკუთარ თავთან შეგუება ვისწავლე და ფინიკი აღარ მეუცხოვება, ან პირიქით ფინიკი შეეგუა თინიკოობას და გავ-ერთი-ანდით.
აგვისტო გარდატეხების თვეა, მართალია, წლევანდელი აგვისტო ყველა წარსულში მოტოვებული აგვისტოსგან განსხვავებულია, მაგრამ გარდატეხა მოხდა და უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელიცაა და ნაკლებ სასურველიც.
ყველაფერი კარგად იქნება! რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ახლა ჩემთვის, ფინიკისთვის ან შენთვის.
შარშანდელი აგვისტოს ემოციები მომენატრა და ფინიკის თინიკო დავარქვი.
11 აგვისტო აგერ ყურის ძირშია და კიდევ ერთი, 31-ე დაბადებისთვის ვემზადები, ვემზადები ფინიკისთან ერთად.
საკუთარ თავთან უცხოდ ყოფნას კარგი არაფერი მოაქვს, შეეგუეთ და შეიყვარეთ თქვენი პიროვნების ყველა გამოვლინება.
მართალია ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ მთავარია რომ ბევრნაირად და ყოველ წელს, 11 აგვისტოს კვირაში თავიდან ვიბადებით.
ხელს აწერს ფინიკო.
ქორწილს როდის იხდით?
LikeLike
ქორწილი არა, დაბადება გვაქვს 11-ში 🙂
LikeLike
დაბადება ყოველ წელს გაქვთ, მაგრამ მგონი პირველად შეჯვარდით.
LikeLike
ჰო, ეგეც მართალია, ე.ი. აგვისტოს ბოლომდე 🙂
LikeLike
რაკი ფინიკიც მიყვარს და თინიკოც, გამოდის, რომ ფინიკოც ისევე ძვირფასია ჩემთვის. წინასწარ გილოცავ<3
LikeLiked by 1 person
კატერინა ❤ ფინიკისაც და თინიკოსაც ძალიან უყვარს კატერინა და მეც გილოცავ წინასწარ ❤
LikeLike
ვერ ვხვდები ფინიკი ვინ არის? რითი განსხვავდება თინიკოსგან? გაიგივება როგორ შეიძლება რომ მოხდეს, ყველა ხომ განსხვავებული ინდივიდია. ფინიკი ხომ ვირტუალურ სივცეშია. მას ხომ არ გააჩნია შიში, შური ან ბოროტება. ფინიკი ხომ არის ადამიანი რომელმაც დროს გაუსწრო? ფინიკის მთავრი მტერი ხომ მატერიაა.. Eso es 🙂
LikeLike
არადა, აქამდე მეგონა მე ვხლართავდი ყველაფერს 🙂
LikeLike