Norwegian Wood


ბათუმი – თბილისის მატარებელეზე ასვლისას ყოველთვის ახალი საუნდთრეკი და ახალი წიგნი მაქვს მომზადებული. ზუსტად, ბათუმი – თბილისის და არა თბილისი – ბათუმის, უკანა გზა ყოველთვის განსხვავებულია, დაბრუნებები ზოგადად მნიშვნელოვნად განსხვავდება წასვლებისგან. დაბრუნება ყოველთვის უფრო მეტ ემოციას იწვევს ვიდრე წასვლა, რაოდენ სევდიანადაც არ უნდა ჟღერდეს. დაბრუნება ყოველთვის რაღაცას მოითხოვს, მუსიკას, წიგნს, განწყობას.

წიგნი თბილისიდან არასოდეს მიმაქვს, ტრადიციაა რომ ბათუმში “წიგნები ბათუმში” უნდა შევიარო და იქ ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე წამოვედო რომელიმე წიგნს, რომელსაც უკანა გზაზე წავიკითხავ. მუსიკაც თავისთავად ჩნდება, ვიღაც გამიზიარებს, ტასქის მძღოლს ექნება ჩართული, სასტუმროს გვერდზე ოთახიდან გამოვა ან წიგნის საუნდთრეკი აღმოჩნდება. ყველა წასვლას დაბრუნების მომენტში თავის ისტორია აქვს და იმისთვის რომ მოგონებები მუდმივად ცინცხლად შევინახო, მათ ახალ ნაყიდ წიგნთან და ახალ სიმღერასთან ვაკავშირებ. ყველა ასეთ უიკენდს ანაც ყველა ასეთ შვებულებას თავის ისტორია და მუსიკალური გაფორმება აქვს, ეს ისტორიები კი ჩემი წიგნების თაროზე და ჩემს ფლეილისთში ინახება.

ჩამოსვლის შემდეგ, თუ გზაში ვერ დავასრულე კითხვა, მომდევნო დღეს აუცილებლად ვამთავრებ, რის შემდეგაც აღარც იმ მუსიკას ვუსმენ, რომელსაც მგზავრობისა და კითხვისას ვუსმენდი და აღარც იმ წიგნს ვუბრუნდები (როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს გადაკითხვა). ვინახავ, იმ დროისთვის როცა ყველაფრის გახსენება მომინდება, ვიცავ ემოციებს და მოგონებებს გახუნებისა და დაკარგვისგან.

ჰოდა ერთ დღესაც შეიძლება მეც სწორედ ისე დამემართოს, როგორც ჰარუკი მურაკამის მთავარ გმირს დაემართა თვითმფრინავში: Once the plane was on the ground, soft music began to flow from the ceiling speakers: a sweet orchestral cover version of the Beatles’ “Norwegian Wood”. The melody never failed to send a shudder through me, but this time it hit me harder than ever. მეც ასე დამარტყამს რომელიმე სიმღერა, დამაწვება და ცოტა ხანს ადგომას ვეღარ შევძლებ.

ეს სიმღერა ნორვეგიულ ტყეზე არაა, არც მასში მოსეირნე წყვილებზე და არც დაუსრულებელ სიყვარულის ისტორიებზე, იაფფასიან მასალაზეა, ყალბ ხეზე, რომლითაც იაფფასიან ავეჯს ამზადებდნენ და მოიხსენიებდნენ ნორვეგიული ხის სახელით, რომელიც სიმღერის ბოლოს გადასარევად იწვის შურისძიების ნიშნად. სათაური გენიალურია, სიმღერაც. არ შემიძლია საფუძვლიანად არ შევისწავლო სიმღერები, რომლებსაც ვიკვიატებ და ჩემი მოგონებების შენახვას ვანდობ, ჰოდა, არც Norwegian Wood-ია გამონაკლისი. ყველაფერი პირველი სტროფით დაიწყო: “I once had a girl or should I say she once had me”, შემდეგ კი მიყვა. მიყვარს სიმღერები, რომლებიც ისტორიებს ყვებიან.

14 მაისი, ბათუმი თბილისის მატარებელი.

I once had a girl
Or should I say she once had me
She showed me her room
Isn’t it good Norwegian wood?

She asked me to stay
And she told me to sit anywhere
So I looked around
And I noticed there wasn’t a chair

I sat on a rug biding my time
Drinking her wine
We talked until two and then she said
“It’s time for bed”

She told me she worked
In the morning and started to laugh
I told her I didn’t
And crawled off to sleep in the bath

And when I awoke I was alone
This bird had flown
So I lit a fire
Isn’t it good Norwegian wood?

hl_dds_00375798

Advertisements

2 thoughts on “Norwegian Wood

  1. ჰმ, წინა უქმეები გაგიტარებია ბათუმში. მეც. და ახლა ვფიქრობ, იქნებ იყო შანსი ჩვენი გადაკვეთის. კაფეში ერთმანეთისგან ზურგებით ვისხედით ან სასტუმროს ჰოლებში ავცდით. ტრადიცია მაქვს, ავტოსტოპით ვბრუნდები უკან.

    Like

    1. კარგი იქნებოდა რომ შევხვედროდით შემთხვევით ერთმანეთს 🙂 პატარაა ბათუმი, სადმე, რამდენიმე წუთით მაინც ავცდებოდით. ავტოსტოპით არასოდეს მიმგზავრია, საშინელ დისკომფორტს განვიცდი წარმოდგენაზეც კი.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s