7 თვე


როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.

ვიღაცების გაზიარებულ წარმოსახვით რეალობებში დავეხეტები და თავი მათი ამბების გმირი მგონია, ან რატომ გმირი? დამკვირვებელი, პრინციპში როგორც ყოველთვის.

ორშაბათიც მივახრჩვეთ, არადა, დილიდან მგონია რომ სამშაბათია, გეგონება რამე იცვლებოდეს ამით.

წუხელ მთელი ღამე მეგონა რომ დამწვარი ხის სუნი იდგა ჩემს ოთახში, იმ დონემდე მივედი, ვიფიქრე სახლი იწვოდა. მერე, ჩავთვალე ვინაიდან თმა 2 დღის წინ შევიღებე, ე.ი. საღებავის სუნი მცემს მეთქი და ნამდვილი მანიაკივით დავიწყე თმების ყნოსვა. საღებავის სუნს, დამწვარი ხის სუნთან საერთო არაფერი აქვს.

დამწვარი ხის სუნი, სინამდვილეში ზამთრის სუნია, ე.ი. გაზაფხულის მოსვლასთან მაქვს პრობლემა, ისევე როგორც ორშაბათთან, რომელიც სამშაბათი მგონია.

ვბოდავ.. “კონსტრუქციული ელემენტები”.. რა დროს კონსტრუქციული ელემენტებია, სამშაბათი, ფუ, სამშაბათი რა იყო და ორშაბათი გავიდა.

არ მიყვარს როცა ფინიკისთან გავლებულ ზღვარს ვშლი და ფინიკის თინიკოსთან ვაიგივებ. ფინიკის და თინიკოს საერთო რომ არაფერი აქვთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ფინიკიმ თავისთვის დაიტოვოს ყველა ისტორია, რომელთანაც თინიკოს არავითარი კავშირი არ აქვს.

სადაც მთავარ გმირს ფინიკი წარმოადგენს, იმის ქვეშ ხელი თინიკომ არ უნდა მოაწეროს და დავიშალეთ რა!

ანტიდეპრესანტის აბს ვათამაშებ ხელში და თავი ეგზორცისტი მგონია, აი, წუთი წუთზე ცუდი განწყობის განდევნის რიტუალი რომ უნდა დაიწყოს.

თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება?

არაფერიც არ გამოდის, ქიმიური შემადგენლობის შედეგია და თუ ბოდვას იმ ადამიანებთან ერთად გაეშვები, რომლებიც მხოლოდ ფინიკის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინიკიც მოისვენებს და შენც.

ჰო, საზეიმოდ უნდა დავდო პირობა იმის თაობაზე რომ თინიკოს და ფინიკის ცხოვრებების გადაკვეთას არ დავუშვებ, მერე გიჟივით რომ არ ველაპარაკო ჭერში ფინიკის ძველ ნაცნობებს, მის ახალ ნაცნობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

Advertisements

4 thoughts on “7 თვე

  1. თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება? 🙂

    Like

    1. ან ყველაფერი ქიმიური შემადგენლობის ბრალია, ან ნეგატივის განდევნის შემდეგ პოზიტივს გამოძინება და დასვენებულზე ცხოვრების დაწყება უნდა 🙂

      Like

  2. როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.”-ალბათ უკვე ბანალურს ვამბობ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მეგონა მე დავწერე. დამკვირვებლის როლიც ხომ წლებია, რაც მოვირგე. მაინც კარგია, რომ შენ ფინიკი იპოვე ამ ერთფეროვნებაში, მე კი კატერინა. არც კი ვიცი, როგორ გავქაჩავდი უმისოდ ამ დამკვირვებლობას. მე მიყვარს ფინიკი 💟

    Like

    1. კატერინა ❤ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ კატერინასა და ფინიკიზე ჭიქა ყავასთან ან უკეთესი ბეილისის ჭიქასთან ერთად. საუკუნეა მინდა და იქნებ მოვახერხოთ ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s