Hello Astronomer!


თინიკოს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს ფინიკის ბლოგზე საკუთარი Tag აქვთ. ფინიკის ბლოგის არსებობის 7 წლიან ისტორიაში იმდენმა ადამიანმა იცხოვრა აქ, ყველას გახსენება გამიჭირდება თუ Tag-ებს სათითაოდ არ ჩავივლი. Tag-ების სიხშირეები უნდა დავთვალო პერიოდების მიხედვით და ჩემი ემოციური დამოკიდებულებების ხანდაზმულობის ვადის საშუალო მაჩვენებელი გამოვიყვანო.

საინტერესო ისაა, რომ Tag-ებად მხოლოდ ის ადამიანები იქცევიან, რომლებიც ფინიკისთვისაც “მნიშვნელოვანი”-ს სტატუსს ატარებენ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც თინიკოსთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ფინიკისთვის უინტერესოა და შესაბამისად აქ ადგილსაც ვერ ეღირსა.

გამოდის რომ ფინიკი და თინიკო ვერასოდეს გადაიკვეთებიან, ან არა, გამოდის რომ ფინიკი, თინიკოს არაოფიციალური ვერსიაა, თუ როგორ ქვია მაგას? აი, ის ვერსია Vermillion Lies – The Astronomer -ს რომ უსმენს.

სიხშირეებს თუ დავუბრუნდებით, საშუალოდ 4 თვეში ერთხელ ცვლიან Tag-იანები ერთმანეთს, უმეტესად ერთის გაქრობა მეორეს დაბრუნებას ნიშნავს და არა ახალი Tag-იანის გამოჩენას. ე.ი. ფინიკის ერთგვაროვანი ემოციები ბეზრდება და საშუალოდ 4 თვეში ერთხელ იქექება წარსულში.

ახალი Tag-ები იშვიათობაა, თუმცა დღეს ეგ დღეა, Hello Astronomer! 4 თვეზე მეტ ხანს გაძლებას გისურვებ.

Advertisements

4 thoughts on “Hello Astronomer!

  1. არ მახსოვს თუ გითხარი შეხვედრისას, მაგრამ სიზმარში გნახე ერთხელ. შენ და შენი მნიშვნელოვანი ადამიანი. შეიძლება ვიცნო კიდეც თუ ვნახე, თუ საერთოდ არსებობს.

    Like

    1. არ გითქვამს და ძალიან დავინტერესდი. ეტაპების მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ ახლა შემიძლია თამამად ვთქვა რომ არ არსებობს. საინტერესოა ვინ იყო 🙂 არსებობს თეორია, რომ სიზმარში ვინც არ უნდა ვნახოთ (უცხო/უცნობი ადამიანი) აუცილებლად გვყავს სადღაც ერთხელ მაინც ნანახი, ვინაიდან ტვინი ახალ სახეებს არ ქმნის, საიდანღაც იღებს.

      Like

      1. ალბათ უფრო რამდენიმე ადამიანის ნაკრებია. შეიძლება შენი ფრენდებიდან ვხედავდი რამდენიმე მამრს და მერე ერთ სახედ გავაერთიანე. თუმცა ვინმე კონკრეტულსაც არ გამოვრიცხავ. გზა მახსოვს, მოსახვევი, ერთად იდექით.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s