წარმოსახვითი მწერები კოსმოსიდან


დივანზე წოლისას, როცა თავში ათასობით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფიქრი ირევა, მე ისევ წარმოსახვითი მწერების გადაფრენას ველოდები თავზე და ვფიქრობ სავახშმოდ აეროპორტში წავიდე.

არ გამოვა, მგონი ერთადერთი საკვები ობიექტი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგაა და ახლა საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის მინიმუმ თავი არ მაქვს.

ის, ვიზეც წარმოსახვითი მწერების გადაფრენისას ვფიქრობ, მგონი ჩინეთიდან ჯერ ინდოეთში გადაბარგდა, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა დედამიწიდან და ნასას რომელიღაც მისიას გაყვა კოსმოსში. ახლა ალბათ იოზეა წამოსკუპებული და იქიდან აკვირდება იუპიტერს.

იქნებ მაინც ღირდეს აეროპორტში წასვლა და ყველა ავიაკომპანიის სერვის ცენტრის შემოვლა მარტივი კითხვით – “უახლოესი რეისი როდის გაქვთ იუპიტერზე?” თუ პასუხის ღირსად არ ჩამთვლიან, დათმობაზე წავალ და ვეტყვი: “კარგი, ჯანდაბას, იყოს იო ან კალისტო, ევროპა არ მინდა, მაგრამ თუ სხვა გზა არ გვაქვს, რა გაეწყობა. მეჩქარება, ხომ გესმით?!”

თუ არც ამაზე გამცემენ პასუხს, ვკითხავ: “აქ გემრიელად სად ვივახშმებ?”

ვახშმის შემდეგ, აეროპორტის შესასვლელთან რომელიმე ტაქსის მძღოლს მოველაპარაკები ფასზე და ადგილიდან რომ დავიძვრებით ვკითხავ: “იუპიტერთან ვიზალიბელარიზაციაზე როდის ვიწყებთ მოლაპარაკებას? საინფორმაციო გამოშვებებში რას ამბობენ?

რა მაგის პასუხია და იცით რომ პლუტონი 87 წლის წინ აღმოვაჩინეთ? აღმოვაჩინეთ რა, აღმოაჩინეს და ჩვენ სულ ახლახანს ვიხილეთ როგორ გამოიყურება. გული რომ ახატია იცით?

აეროპორტში სავახშმოდ მოსვლა არ ღირს, ზედმეტად ძვირი და არაფრით გამორჩეული საჭმელი აქვთ. ვერც ბილეთი ვიყიდე.

რა მკითხეთ? დიახ, ახალი გზით გავიდეთ.”

Advertisements

4 thoughts on “წარმოსახვითი მწერები კოსმოსიდან

  1. აეროპორტში სავახშმოდ, ჰმმ, კარგი აზრია.
    პლუტონს რომ გული ახატია არ ვიცოდი. არ აღმიქვამს გულად, უფრო სწორედ.
    ისე, არსებობს ვერსია, რომ გულს როგორც გამოსახავენ, სინამდვილეში ანატომიური გული კი არ იგულისხმება, არამედ ქალის უკანალიო.
    დავაკვირდი. მართლა ტრაკის ფორმა აქვს პლუტონს.
    მგონი დღეს შენი პოსტების დღე მაქვს.

    Like

    1. მე შევხედე თუ არა გულის ასოციაცია გამიჩნდა, ალბათ მყარად მაქვს ჩაბეჭდილი რომ ეს ფორმა გულია, თან ძალიან ველოდებოდი პლუტონის ფოტოების ნახვას. ისე საინტერესო ვერსიაა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s