თაფლის თბილი სუნი


სახლში გვიან მოვედი. კარი გავაღე თუ არა, მაშინვე თაფლის თბილი სუნი მეცა. ე.ი. 2017 სადღაც აქვეა, დედაჩემის გამომცხვარ თაფლის ნამცხვარში, ნაძვის ხეზე ჩემს ყურმოტეხილ გარმონიან დათუნიაში, იმ ბოთლებში ძლივს რომ მოვათრიე სახლამდე, ღვინის ჭიქაში ამაყად რომ წამოვჭიმე წიგნების თაროზე.. მოკლედ აქაა.

დღეს იმდენი დავლიე, ლამისაა დავიფიცო ამდენი არასოდეს დამილევია მეთქი, მაგრამ დამილევია და მოდი ახლა ამაზე ნუ შევჩერდებით!

რაღაცით მოვიწამლე და სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე ალკოჰოლი კარგს არაფერს მომიტანს და მოდი ზრდილობისა და იმიჯისთვის მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ მეთქი. ჯერ “როზეს” მივეპარე, ჰოდა, აბა მე რა ფინიკი ვიქნებოდი დამატებაზე რომ არ მეფიქრა და ერთ ჭიქაზე გავჩერებულიყავი, თან პარასკევს, 30 დეკემბერს?! “როზე” რომ აღარ დამხვდა, დიდი მსჯელობის შედეგად მივედი დასკვნამდე “ტვიში” ლოგიკური გაგრძელება იქნება მეთქი და ორი ჭიქა წრუპვა-წრუპვით დავამატე. ცოტა დრო რომ გავიდა, სადღესასწაულო განწყობისთვის შუშხუნა ღვინოსაც წავეპოტინე, ბოლოს კი ვისკიანი ჭიქა მედგა და კოკა-კოლაში ვაზავებდი (ცუდი კი არაფერი იფიქროთ, მითხრეს მოწამლულზე კარგიაო და ვმკურნალობდი). ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღის ბოლოს ლუდხანაში ამოვყავი თავი და საღამო გაუფილტრავი პაულანერით დავაგვირგვინე. ჰო, არ გინდათ ახლა ეს თავის ქნევა, ახალი წელი მოდის და მეპატიება, თან ხომ ვთქვი ვმკურნალობდი მეთქი.

ეს პოსტი დალევაზეა? ეშმაკმა უწყის რაზეა, რაზეც მომინდება იმაზე იქნება!

8 საათზე ფილარმონიაში ვიყავი დაბარებული, დიდი ხნის ნანატრ კონცერტზე. ერთი პირობა კი ვიფიქრე ისე მაცვია ასეთ “ვიდზე” ფილარმონიაში კი არა, პურის რიგში დასადგომად არ უნდა მივდიოდე მეთქი, მაგრამ მუსიკის მოსმენა მინდოდა და აი, სულ ფეხებზე მეკიდა რა ვიდზე ვიყავი.

მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრების კონცერტზე (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით) ხომ გსმენიათ?! ჰოდა, რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე დასწრება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმარისზე მეტად ვაღვარღვარე ცრემლები, ბოლოსკენ მრცხვენოდა თვალებიდან ცრემლების ისტერიულად წმენდა და იქამდე დავიკიდე, სანამ ლამის ჭიპამდე არ დავსველდი. არადა, კაცმა რომ თქვას გულჩვილი არ ვარ, არც სახალხოდ ტირილი მჩვევია, აქ კი თავი ვერ შევიკავე. ყველაფერი მაინც ალკოჰოლის ბრალი მგონია მე (არ დაიწყოთ ახლა ეგ რა შუაშია იმასთან შენ რომ ასაკში შეხვედიო!).

გამიმართლა რომ მესამე რიგში ვიჯექი და ორკესტრის ყველა წევრს მაქსიმალური სიზუსტით ვხედავდი (რაღაცას ვბოდავ). ორკესტრის თითოეული წევრის ხელის (ერთი შეხედვით უმნიშვნელო) მოძრაობა რომ მუსიკას ქმნის, ნამდვილი სასწაულია. კიდევ უფრო საინტერესოა იმაზე დაკვირვება ვინ იღებს სიამოვნებას ამ პროცესისგან და ვინ იხდის ვალს. ჩემგან მარცხნივ, ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა ვიოლინოზე, არ ვიცი მუსიკა ყელში ქონდა თუ არა ამოსული, მაგრამ დაკვრა რომ სიამოვნებდა ამაში ეჭვსაც კი არ შევიტან. საშინლად მაგარია იმ ადამიანების ყურება, რომლებიც საკუთარი საქმით “კაიფობენ”! მიყვარს განსხვავებული და მასიდან ამოვარდნილი ადამიანები, აი ისეთები, შავ კლასიკურ შარვალ-კოსტუმზე (ვიცი რომ სწორი არაა) ჭრელი წინდები (თუ გინდათ “ნასკები” რომ აცვიათ). ეს კონცერტი მუსიკად ხომ ღირს, მაგრამ ამ ბიჭის და მისი დაკვრის ნახვად ცალკე ღირს. მართლა! არ ვბოდავ! გადაეცით რომ ვგიჟდები!

ახალი წლის განწყობას სულ სხვადასხვა რამეები გვიქმნის, ძირითადად კი ჩვენთვის უჩვეულო რამეების კეთება.

მთვრალი და გულაჩუყებული ვარ, ღრმად ვისუნთქავ თბილი თაფლის სუნს და მიხარია ახალი წელი.

Smile though your heart is aching!

Advertisements

3 thoughts on “თაფლის თბილი სუნი

  1. მაგ კონცერტზე უკვე მესამედ ვიყავი, ყოველ ჯერზე მივდივარ და არ ვიცი, კიდევ რადენჯერ უნდა დავესწრო, რომ იქიდან თვალებდასიებული არ წამოვიდე. აი ანიტამ რომ “მარია” იმღერა, იქ მთლად წავედი ხელიდან. გილოცავ, დაო ფინიკო-თინიკო და თაფლის თბილი არომატი არ მოგკლებოდეს ❤

    Liked by 1 person

    1. მე პირველად წავედი და მგონი კიდევ ასჯერ წავიდოდი. იმდენი ვიტირე, ბოლოს შერცხვა. მეც გილოცავ კატერინა, ბევრი პოზიტივით დატვირთულ წელს გისურვებ ❤ ცაგარელის მიხედვით ოქროს ხანა უნდა დაგვიდგეს ლომებს :))

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s