მოგონილი ალერგია


ვზივარ ტელევიზორის შუქით განათებულ ოთახში, წყვეტილად ვფიქრობ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ვიაზრებ რომ დღეს მთვრალი არ ვარ (სადღაც მგონია რომ ეს კარგია, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი) და ვფიქრობ ეს ყველაფერი მართლა ხდება თუ მესიზმრება.

საკუთარ ოთახზე ალერგია მაქვს, ოღონდ ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. საკმარისია გადაბმულად რამდენიმე საათს გავჩერდე ჩემს ოთახში და თვალების წვა, ცრემლდენა და ცემინება მეწყება. იქნებ ნიშანია?!

ისევ სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო! პრინციპში, დიდი წვალება არ მჭირდება, ვუბრუნდები ფიქრებს ჩემი ახალი “მე”-ს აბსოლუტურ მიუღებლობაზე და გადაჭრით ვამბობ “სიმთვრალე ჯობდა!”

მოდი ისევ წრეზე წავიდეთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებზე ჩვენს საპასუხო რეაქციაზე ვიფიქროთ. ცოტა ხანს გაუნძრევლად შევყურებ კედელს, ბოლოს წყვეტილ ფიქრებს ვალაგებ და ხმამაღლა (ისე რომ ტელევიზორის ხმას ვფარავ) ვამბობ: “მგონი გავგიჟდი!”

Advertisements

8 thoughts on “მოგონილი ალერგია

  1. ტრამპი რომ აირჩიეს იმ დღეს ინტერნეტთან კავშირი არ მქონია, ისე მოხდა სახლში გვიან მოვედი და ფეისბუქზე ისეთი ამბავი დამხვდა ერთი საათი რეალურად ვარსებობდი თუ არა ვერ ვხვდებოდი სერიოზულად მეგონა უცებ დიდი ფლეშმობი იყო ან მე მოვხდი რაღაც უცნაურ დროში.

    Liked by 1 person

    1. ბოლო პერიოდში ვერ ვიგებ სად გადის ზღვარი სიმთვრალესა და სიფხიზლეს შორის 🙂 თუ ყველანი გიჟები ვიყავით, მაშინ სიგიჟე ყოველთვის ნორმა იყო და შესაბამისად საღ გონებაზე ყოფნა ნორმიდან გადახვევა. თუ აქამდე გიჟი მერქვა, მაშინ უნდა მეთქვა “მგონი აღარ ვარ გიჟი”- მეთქი 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s