Acceptable, Respectable, Presentable, a Vegetable!


ახლა კითხვების პერიოდია, იმ კითხვების, რომლებიც ცვლილებებს ახლავს თან. ასეა, ცვლილებები უპასუხო კითხვების ორომტრიალში დგება.

ცვლილებები საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს? ან კი რა არის ეს “საკუთარი თავი” ან “მე”, ჯამში რისგან შევდგებით? თუ ცხოვრების მანძილზე ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო ტრანსფორმაციას განვიცდით, საბოლოოდ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ?

რამდენიმე სიტყვით რომ დაგვახასიათონ, რა იარლიყებს მოგვაწებებენ? ჩვენ რა იარლიყებს ვიწებებთ და რისგან გვინდა რომ შევდგებოდეთ? როგორ უნდა აღვწეროთ საკუთარი თავი? ის უნდა ვთქვათ ვინ ვართ თუ ის ვინ გვინდა რომ ვიყოთ?

დაჟინებით ვცდილობ ცხოვრებას ის პასუხები გამოვგლიჯო, რომლებიც სინამდვილეში აღარ არსებობს. ჰო, ვცდილობ დავიჯერო, რომ სადღაც პარალელური სამყაროს მიმდინარე რეალობაში ყველა ამ კითხვას პასუხი უკვე გაცემული აქვს, რომ სადღაც ის ამოუხსნელი ამოცანები უკვე ამოიხსნა, რომლებზეც თავს ყოველ დილით, საწოლში წოლისას ვიმტვრევ. იმ ფინიკის მშურს, რომელიც ახლა იქაა, სადაც სხვა მოვლენები ხდება, სადაც კითხვებს პასუხები აქვს, მშურს და ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ისიც ზის ახლა და წერს პოსტს იმაზე, რომ ჯობია ზოგ კითხვას არასოდეს გაეცეს პასუხი, რომ ზოგჯერ ჯობია პასუხები თავად მოიგონო და ის დაიჯერო რისი დაჯერებაც გინდა.

ყოველი დღე ახალ პასუხს მაფეთებს სახეში, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

ზოგ კითხვაზე პასუხის ცოდნა არ მინდა, ან არა, მინდა, უბრალოდ მინდა ჯერ გავიგო და შემდეგ გადავწყვიტო გავუცვალო თუ არა რეალობა იმ ფინიკის, რომელიც ჯერ კიდევ კითხვებზე პასუხების ძებნითაა დაკავებული და ოცნებობს იმასთან როლის გაცვლაზე, ვისაც პასუხები უკვე აქვს.

ზოგ კითხვაზე ჯობდა პასუხი არ მიმეღო.

Watch what you say or they’ll be calling you a radical,
Liberal, fanatical, criminal.
Won’t you sign up your name, we’d like to feel you’re
Acceptable, respectable, presentable, a vegetable!

Advertisements

2 thoughts on “Acceptable, Respectable, Presentable, a Vegetable!

  1. აი, დილაობით მეილზე რომ მხვდება, ფინიკიმ დღეს დაწერაო, ან გუშინ ღამეო, შემოვრბივარ და ჩქარ-ჩქარა ვკითხულობ,
    ჰოდა კიდე, ჩემს დღეებსაც ის მელოდია მიჰყვება ხოლმე, რასაც ბოლოში გვიტოვებ 🙂

    Like

    1. უი ❤ გამიხარდა ეს კომენტარი ^^ რა კარგი შეგრძნებაა იმის წარმოდგენა რომ ერთი მელოდიით ვცხოვრობ სხვა ადამიანებთან ერთად 🙂

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s