Lay Down Your Arms, Give Up The Fight!


ახლა ჩემშიც და ჩემ გარეთაც ქაოსია. მგონი არ არსებობს სექტემბერი ცვლილებების გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს ცვლილება დიდია თუ პატარა, ცვლილება ცვლილებაა.

რაღაცები რაც შეიცვალა უკვე ყოველდღიურ საჭიროებად იქცა, რის გარეშე ყოფნაც წარმოუდგენელი მგონია. ახლა, უკვე აღარ მიკვირს დილაობით ჩემს ტელეფონზე გამოსული შეტყობინება იმ დღეს რა სიმღერას უნდა მოვუსმინო. შემოთავაზებული სიმღერებიდან ყველა ახალია ჩემთვის და თითოეულ მათგანს პირველად ვუსმენ, რის გამოც კიდევ უფრო ჯადოსნურია თითოეული მათგანი.

ეს იცოდით? How do you know when you’re in love? All the songs make sense. ჰოდა, ეს მხოლოდ სიყვარულს არ ეხება, ბევრ ემოციურ მდგომარეობას შეიძლება შევუსაბამოთ. როცა სიმღერებს მართლა აქვთ აზრი, ე.ი. რაღაც ხდება.

დღევანდელი სიმღერა ჩემზე, ჩემთვის და ამ სექტემბრისთვისაა და it makes perfect sense.

დილით, სამსახურში წამოსვლამდე, მითხრეს რომ აუცილებლად უნდა მომესმინა ამ სიმღერისთვის, აუცილებლად უნდა მომესმინა და თან ტექსტისთვის გამეყოლებინა თვალი.

Does the pain weigh out the pride?
And you look for a place to hide
Did someone break your heart inside
You’re in ruins

pride? აი, ვის რაში ენაღვლება ეს pride? ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი გადაწყვეტილება. გადასაგდებია ძველი წესები, გადასაგდებია როცა You’re in ruins.

When you’re at the end of the road
And you lost all sense of control
And your thoughts have taken their toll
When your mind breaks the spirit of your soul
Your faith walks on broken glass
And the hangover doesn’t pass
Nothing’s ever built to last
You’re in ruins

კონტროლზე შეშლილი მანიაკი ვარ. ახლოსაც არასოდეს ვეკარები სიტუაციებს, როცა ვიცი რომ კონტროლი დამისხლტება ხელიდან. ზოგჯერ ვერ ვატყობთ ეს ისე ხდება, მერე, ცოტა გვიან ვიაზრებთ რომ სამყაროს ჩვენ არ ვმართავთ, რომ ეს აკვიატებული “ღმერთის სინდრომიც”, მხოლოდ სინდრომია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე რომ გვიმღერონ You’re in ruins და ჰო, the hangover doesn’t pass.

When it’s time to live and let die
And you can’t get another try
Something inside this heart has died
You’re in ruins

დასასრულების და დასაწყისების დროა, დიახ, როგორც ყოველთვის ახლა ის დროა როცა ისევ ძველ წრეში ვარ, წრეში რომელიც უკვე ბოლომდე შეკრული და დახურულია. ამ წრის ცენტრში ვარ გამოჩხერილი და არ ვიცი როგორ გავიდე დასრულებული წრიდან, როგორ გავიდე იქ სადაც ახალი წრის შეკვრა უნდა დავიწყო.

Lay down your arms
Give up the fight

კარგი, ეს პირველი შემთხვევა იქნება როცა ვიტყვი რომ ვნებდები, I lay down my arms and give up the fight! I give up! Happy now?

მივხვდი რა ცვლილებების დროცაა ახლა, ჰო, მივხვდი, ცვლილებებს გარედან არ უნდა ველოდო, ცვლილებები იწყება შიგნიდან, ჩემ შიგნით მიმდინარე ქაოსში და ნამსხვრევებში იწყება ცვლილებები. სწავლის და შეცვლის დროა თინიკო. ახალი თინიკოს დაბადების დროა, მეც ხომ ვიცოდი ქვეცნობიერად რომ წლევანდელ აგვისტოს თავიდან უნდა დავბადებულიყავი, ახალი უნდა დამეწყო, ძველი დამევიწყებინა და ვყოფილიყავი ის ვინც არასოდეს ვყოფილვარ. ჰოდა, ეს ცვლილებები უკვე მოხდა, მთავარია მათი აღიარება და მიღება შევძლო. რა მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს ემთხვევა თუ არა მომხდარი ცვლილებები? მე ხომ ვიცი, რომ აგვისტოს მოლოდინები არასოდეს მართლდება და სექტემბრისკენ ცხოვრება ყოველთვის სხვა რეალობას მაფეთებს სახეში. ეს დროც გავა, მაგრამ მე ცვლილებებს ვნებდები, იძულებით მომხდარ, სხვა, მიუღებელ ცვლილებებს ვიღებ და ვნებდები.

Does the pain weigh out the pride? დიახ. ჰოდა, Lay down your arms, give up the fight.

Throw up your arms into the sky
You and I…

Advertisements

5 thoughts on “Lay Down Your Arms, Give Up The Fight!

  1. აი რომელი ერთი… კონტროლზე შეშლილი მანიაკობა, გაცრუებული აგვისტოები და შიგნიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯიდან ამოყვანილი ცვლილებები… ახლა მე ჩაგეხუტებოდი და მაგრად გაკოვებდი ❤ წარმატებები ახალი თინიკოს დაბადებაში, რომელიც ისეთივე თბილი და ტკბილი გოგო იქნება, როგორიც ეს თინიკოა… ვინ იცის, რამდენჯერ დავბადებულვარ 🙂

    Liked by 1 person

        1. აუ, კი, ძალიან მინდა შენი ნახვა და ვილაპარაკოთ, მეც როცა გინდა საღამოობით მცალია და შაბათ-კვირას ❤ მოგწერ და შევთანხმდეთ ❤

          Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s