ყუთები


განვიკურნე. რას ნიშნავს განკურნება გიფიქრიათ? იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, რომელშიც დაავადებამდე იყავით. ჰოდა, განვიკურნე.

დგება დღე, როცა მაღვიძარაზე ადრე ახელ თვალს და იგებ რომ ჯანმრთელი ხარ, ხვდები რომ როგორც იქნა შენც გეშველა, შენი დაავადებაც დასრულდა, შენი მდგომარეობაც დასტაბილურდა.

ყოველთვის მინდოდა სტაბილურად ვყოფილიყავი, ამოვარდნების გარეშე მეცხოვრა, სანდო და სტატისტიკურად პროგნოზირებადი ვყოფილიყავი, ჩამოშლის საფრთხე არასოდეს დამმუქრებოდა.

არ მიყვარს როდესაც წარმოდგენილ დიაგრამებზე ჩემი სახელობის მრუდი დაწესებული ზღვრებიდან გამოსვლის პირასაა და ზიგზაგებს ხატავს. გავსწორდი.

კვირას საკუთარი ემოციური ტვირთის გადმოლაგების ნაცვლად უჯრები დავასუფთავე, ნივთები დავახარისხე და ყუთებში გავანაწილე. დიდ ხანს ვუყურე ამ ყუთებს, ყუთებს, რომელთა შიგთავსიც მხოლოდ მე ვიცი, რომლებში ჩალაგებული ნივთების ურთიერთკავშირიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი, ვუყურე და საკუთარი თავი ერთ მთლიანობად ვერ წარმოვიდგინე. დანაწევრებული, ყუთებში ჩალაგებული ადამიანი ვარ, ადამიანი რომელმაც საკუთარი ნაწილები ფეხსაცმლის ყუთებისთვის დაანაწევრა და “დასკოჩა”.

თავს ვიტყუებ. ჰო, თავს ვიტყუებ, მე ხომ კარგად ვიცი, რომ სინამდვილეში ის ვარ, ვისაც საერთო ამ ყუთებთან არ აქვს. ეს ჩემ პარალელურად მცხოვრები არსებების პატარა ისტორიებია, რომლებიც მათ ისე გადახდათ და ისე განიცადეს, რომ მე მხოლოდ ჭურჭლად გამომიყენეს.

ფინიკისა და თინიკოს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია და ვერანაირი ყუთებისგან გაკეთებული ხიდი მათ ვერ დააკავშირებს.

ცხოვრებით კი რეალურად მხოლოდ თინიკო ცხოვრობს, ფინიკისნაირებისთვის ფეხსაცმლის ყუთებს ინახავს, შემდეგ ანაწევრებს, პატარ-პატარა ამბებად ყოფს, “სკოჩავს” და მტვრიანი სათავსოს ყველაზე ქვედა თაროზე ჩურთავს.

ცარიელი ყუთი დამრჩა, სადაც თინიკო უნდა “ჩავალაგო”, ანუ ასეთივე ცარიელ მდგომარეობაში შემოვაკრა სკოჩი ყველა მხრიდან და ამავე სათავსოს ყველაზე ბნელ ადგილზე შევინახო.

გამოვჯანმრთელდი, ისევ კლავიატურაზე თითებით მიწებებულ არსებად ვიქეცი, რომელსაც ზოგჯერ გონია რომ ფინიკი არსებობს.

tumblr_lte4h3G1TR1qg4z24o1_r2_500

Advertisements

2 thoughts on “ყუთები

  1. სტაბილურობა ყველაზე სანდო და კარგი რამაა. როგორც ერთი ჩემი საყვარელი მწერლის ერთ კარგ წიგნში წერია: არაჩვეულებრივი მდგობარეობა მხოლოდ ცოტა ხნითაა საინტერესო და მერე მოსაწყენიაო ❤

    Liked by 1 person

    1. თუმცა სტაბილურობაც მოსაწყენია, თუ ზოგჯერ მაინც არ აგიჩქარდა პულსი, ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s