დამსვენებელი ფინიკი


ორი დღის განმავლობაში კარგი ამინდი უკვე სერიოზული მიღწევაა, ამიტომ არ ვწუწუნებ. დღეს როგორც მოსალოდნელი იყო ზღვაც აირია და ამინდიც გაფუჭდა, თუმცა ვინაიდან ჩემს კანს უკვე გაუჩნდა შოკოლადისფერი ელფერი, გავიმეორებ რომ საწუწუნო არაფერი მაქვს.

დამსვენებლები საინტერესო ხალხია. დღეს ისეთი დილა გათენდა ერთადერთი რაზეც შეიძლება იდარდო ისაა ნეტავ უახლოეს მომავალში როდის ნახავ მზეს. ასეთი შავი ცა მგონი არასოდეს მინახავს. ჰოდა, ამასობაში, აი წამი წამზე ცა რომ უნდა ჩამოვიდეს და ზღვას შეუერთდეს, ძალიან მზიანი ამინდისთვის შესაფერისად გამოწყობილი მზის სათვალიანი მამაკაცი მიდის ბასეინთან, იქვე მდგომ სასტუმროს თანამშრომელს მიანიშნებს შეზლონგზე და ეკითხება “აქ ჩრდილი იქნება დღის განმავლობაში ხომ? მზე ამ ადგილს ხომ არ დააჭერს? ბავშვები იწვებიან.” თან პირსახოცს ფენს. ამასობაში წვიმაც იწყება და სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს “იცით, დღეს არ მგონია.” რთულია ამ დროს არ იყო ირონიული.

შტორმი რომ დაიწყო ამოვედი, თუმცა ძალიან ვდარდობ მზემ არ დააჭიროს იმ ადგილს და არ დაიწვან.

ზღვა ყველა სეზონზე და ყველა ამინდში მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ თუ მაქვს ფუფუნება მუდმივად ვუყურო.

ახლა ყველაფერი ფეხებზე მკიდია და ვფიქრობ ეგრევე დავიძინო, თუ კითხვისას ჩამეძინოს.

ადამიანები არ მიყვარს, ზედმეტი ხალხი რომ ირევა ირგვლივ მღლის, ამიტომ წვიმა და შტორმი (აუ, იყოს რა შტორმი) ნამდვილი მისწრებაა ახლა. ყველაზე მეტად ცარიელი სანაპირო, წვიმა და დიდ ტალღებში ცურვა მიყვარს, როცა ყველა სადღაცაა გაკრეფილი.

Advertisements

18 thoughts on “დამსვენებელი ფინიკი

  1. ჩემთვის ეს ორი უკანაასკნელი “ზღვა მიყვარს” და ” ხალხი არ მიყვარს” იმდენად დისონანსურია … ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ ზღვას ხალხის გარეშე , ბევრი ხალხის , ათასნაირი ხალხის გარეშე … 3 დღის მანძილზე დავდუოდი მთაში, სულ ათიოდე კაცთან მომიწია საუბარი , არც ხალხი იყო ბევრი , არ შეკითხვები , არც ხმაური … მხოლოდ გაცრეცილ ჰორიზონტს მიფარებული ჩემზე დაბალი და მაინც დიდრონი მთები , გზა , მე და ჩემზე ჩანთა :)))))

    Like

    1. მეც დისონანსურად მომხვდა ყურში.
      თუმცა ციხისძირის სანატორიუმი გამახსენდა.
      მხოლოდ დამსვენებლები, ისინიც ცოტა.
      გოთიკურ შენობაში.
      გორებში, ხეებში, ბამბუკებში.

      Like

      1. ციხისძირში გავლით ვიყავი ერთი კვირის წინ და ბათუმის ცენტრში კარვით დაბანაკების მერე მივხვდი რომ შესაძლებელია არ გიყვარდეს ხალხი და მაინც დაისვენო რადგან არავის აინტერესებ და არავინ გაინტერესებს , მარტივია :)))

        Like

          1. ლოგიკური შებიშვნაა :)) თუმცა მაგას შეძლება უნდა ან უნარის გამომუშავება , მე ვეღარ ვეერ, აღარ მეწერინება , მელანი ტუშით შევცვალე და ხატვას მივყავი ხელი … აი თუ შენს წერას ჩემს ჯღაბვნას შევადარეებ მგონი მეც გამომივა ხალხმრავალ ადგილებში დავკავდე სიმარტოვით :))

            Like

            1. ხალხმრავალ ადგილზე განცდილი მარტოობა ჩემთვის სხვა მარტოობაა. ზღვა ასოცირდება ჩემთვის მარტო ყოფნასთან, ზღვაზე კარგი ამინდი არ მიყვარს, მიყვარს როცა არავინაა, ამ დროს ყველაზე ნაკლებს ვფიქრობ. ზღვაზე ხალხმრავლობა და კარგი ამინდი სინონიმებია ჩემთვის, რაც განტვირთვასთან, უდარდელობასთან და გართობასთან ასოცირდება, გარემო იქმნება ასეთი და იმიტომ. იმისთვის რომ ეს ვიგრძნო სხვა განწყობა მჭირდება, უმეტესად კი ზღვაზე მარტო დასარჩენად მივდივარ ხოლმე

              Like

            2. არ იყო ეს ზაფხული და ზღვა ისეთი როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო 🙂 მაგრამ შტორმის დღე კარგი იყო :))

              Like

            3. კი, ალბათ ის 10 დღე სულ არაფერს ჯობდა. ეს ზაფხულიც რაღაცით ჯობდა ალბათ წინებს, მაგრამ საბოლოოდ როგორი იქნება მომავლის პერსპექტივიდან რთული სათქმელია 🙂

              Like

            4. მაშინ ეს ნიშანი ყოფილა , ძიებისა და შეცნიბის გზა ყველა მხარეს მიდის მაგრამ სამხრეთი ის ადგილია სადაც უფრო დიდი დოზითაა ჭეშმარიტება , ეს უფრო საკუთარ თავში ძიებას ჰგავს

              Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s