საკვირაო პოსტი


საკუთარ თავთან გატარებულ დროს არაფერი შეედრება. უკუღმა ათვლა დაიწყო, 5, 4, 3, 2, 1.. სტარტზე ვარ, ოღონდ ფინიში არ მეჩქარება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სტარტსა და ფინიშს შორის არსებული დრო და მანძილია. ნეგატივი დამიგროვდა, ისეთი სიგარეტის კვამლთან ერთად რომ ვერ გაფანტავ. ნიორი ვიყიდე, ძმარში ჩავალაგე და ხვალიდან ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე ჩავმარხავ ხოლმე ნეგატივით გავარდისფრებულ ნიორს ეზოში.

დღეს, 5 წლის წინ საკუთარი თავისთვის მიწერილი წერილის გახსნის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ გადავწყვიტე რომ 11 აგვისტომდე არ გავხსნი, ბოლოს და ბოლოს წერილი ჩემთვის კი არა, 30 წლის ფინიკისთვის დავწერე, რომელიც ჯერ არ არსებობს, მე კი ჯერ კიდევ მაქვს დრო, ის ისეთად ვაქციო 25 წლის ფინიკის რომ მოეწონებოდა (მიუხედავად იმისა რომ თითქმის დარწმუნებული ვარ ბოდვის მერი არაფერი დაუწერია).

ჰო, ფინიკო ბოდვა ვერ მოვიშალეთ. მაგრამ განვიკურნეთ, იმ დაავადებისგან რომელიც 5 წლის წინ გვქონდა და ეს აუცილებლად გაუხარდება 25 წლის ფინიკის.

მგონი დროა 35 წლის ფინიკოსთვისაც დავწერო ასეთი წერილი და ეს ტრადიციად ვაქციო, მანამ სანამ ჯერ კიდევ იარსებებს ადრესატი რომელიც გახსნის და წაიკითხავს.

მშვიდი აგვისტოა, ქარიშხლის წინა პერიოდს გავს.

დავდექით სტარტზე.

Advertisements

3 thoughts on “საკვირაო პოსტი

  1. უადრესატოდ დაწერილი ბიდვა მეც დავმარხე 8 წლის წინ , დარჩა მხოლოდ 2,1… და მუცლის ატკივებამდე ხარხარი … თუმცა არც მაშინ ვაკლებდი საკუთარ თავს დაცინვას … ენიციებს კი მაინც ვერ გავექეცი ამიტომ მათ შორის საუკეთესო ამოვირჩიე , ახლა ყველაფერზე მხოლოდ ვიცინი (თავი ჯოკერი მგონია)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s