ძილი


ავირიეთ.

ერთდროულად იმდენ რამეზე გვეფიქრება რომ თითოეულ საკითხზე ერთი წამითაც ვერ ვჩერდებით. კონცენტრაციის დარღვევა გვაქვს და უძილობა.

უძილობის მიუხედავად სიზმრები მაინც გვესიზმრება. გუშინ ბარში მეძინა, მაგიდაზე მედო თავი და ჩამეძინა. რა არ მიქნია, მაგრამ ბარში არასოდეს დამძინებია. თან ისე ჩამეძინა, ბავშვობაში ტელევიზორთან რომ მეძინებოდა და გონში ვერ მაგდებდნენ ხოლმე.

ეს ზაფხული რაღაცით 9 წლის წინანდელ ზაფხულს მაგონებს. ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ქმედებებს ვიმეორებ. აი, განწყობას კი მომკალით და ვერაფრით ვიხსენებ პარალელები რომ გავავლო.

საბოლოო ჯამში ყველანაირ ცვლილებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ უკიდურესად მეზარება და ის პერიოდი მაქვს, სულ სადღაც რომ უნდა ვიყო, ცვლილებებზე რომ არ მომიწიოს ფიქრი.

ტელეფონი არ ჩერდება, არც ელ.ფოსტა ისვენებს, ყველაფერი ცოცხალია, ოღონდ სადღაც ციფრულ და კავშირგაბმულობის სამყაროში, რეალობაში მხოლოდ მე და ჩემი ყურსასმენები ვართ და ნაირ-ნაირი აკვიატებული სიმღერები.

სანამ მე ბარებში ვიძინებ, სამყარო ფეთქავს და ყოველი გამოღვიძებისას ყველაფერი შეცვლილი მხვდება.

მგონი რეჟისორსაც ჩაეძინა და სცენარს ისე გადავუხვიეთ კაციშვილი მომკითხავი არაა. ცხოვრება თავის ნებაზე მაქვს მიშვებული და ძილებს შორის მივჩანჩალებ უკვე მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.

მეძინება.

in the cafe

Advertisements

2 thoughts on “ძილი

  1. “ცხოვრება თავის ნებაზე მაქვს მიშვებული და ძილებს შორის მივჩანჩალებ უკვე მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.”
    მეც.
    მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დატვირთული დღეები ახლა მაქვს და ჩემი დღის გრაფიკსაც ჩანჩალი სულაც არ ქვია, ვერაფერს ვასწრებ და მეც ასეთი განწყობა მაქვს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s