გეგმა 30 – ბათუმში ტელეფონის გარეშე


ბილეთებიც ავიღე და ჯავშანიც გავაკეთე. ჩემი გეგმის ყველაზე რთულ ნაწილად (რომელიც ბათუმში მარტო წასვლას გულისხმობს) მარტო მგზავრობას მოვიაზრებდი. დარწმუნებულიც ვიყავი რომ არ წავიდოდი, ვინაიდან ასეთი “გადაწყვეტილებები” სისრულეში არასოდეს მომყავს ხოლმე. ჰოდა, ყველაფერი შეიცვალა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვება, ძალიან საინტერესო შედეგებს იძლევა. ზოგჯერ, გარემოებათა ერთობლიობა გაიძულებს მიხვდე რომ შენგან მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, დანარჩენი კი თავისით მოგვარდება.

გზაში მარტო არ ვიქნები. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ასევე მარტო მიდიოდა ბათუმში თავის საქმეზე და მასაც ისევე ეზარებოდა როგორც მე. ჰოდა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

დღის განმავლობაში მე ჩემს საქმეს მივხედავ (არადა საქმე მართლა გამოვნახე) ის თავისას. ვიბოდიალებ და ყველაფერ იმას გავაკეთებ, რასაც წარმომედგინა რომ გავაკეთებდი, ხოლო ის რაც პროცესის სახით აღარ მომწონდა, პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შემიძლია არ ვიყო მარტო, უფრო სწორად არ ვიქნები მარტო.

ძალიან მინდა, რომ ამავე დროს დავამთხვიო გეგმის კიდევ ერთი პუნქტის შესრულება, კერძოდ 24 საათის განმავლობაში გამოვრთო ტელეფონი, არ შევამოწმო ელ.ფოსტა და სოციალური ქსელები. მოკლედ ციფრული სამყაროდან ავორთქლდე და მისაწვდომი არავისთვის ვიყო. ახლა, ეს უფრო რთულად განსახორციელებელი მგონია, ვიდრე წასვლა.

ის რომ მგონია, მე თუ გამოვეთიშები სამყაროს, ყველაფერი დაიქცევა, ალბათ “განდიდების მანიაა” ხომ? ჰოდა, გადავამოწმებთ, თუ ამის შესაძლებლობა მართლა ისე მომეცემა, რომ ორშაბათს აპოკალიფსი არ დაიწყოს.

მოკლედ, მიუხედავად ჩემი ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებისა, განსაკუთრებული სიმჩატისას შედგენილი გეგმის კიდევ ერთ ნაწილს შევასრულებ, მართალია ოდნავ სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც შევასრულებ.

უკვე ვფიქრობ, კიდევ რა მოვასწრო 11 აგვისტომდე.

i-can-t-keep-calm-because-i-m-almost-30-years-old

Advertisements

8 thoughts on “გეგმა 30 – ბათუმში ტელეფონის გარეშე

  1. ნაცნობი ‘განდიდებაა’.ღამე ფრენის რეჟიმზე ვაყენებ ხოლმე ტელეფონს,თან ვბრაზობ რო არავის გავახსენდები წინასწარ და დილით თუ მარტო მეგობრის ზარი ან მესიჯი მხვდება მაინც გაბრაზებული ვაგდებ ტელეფონს.თან ვიცი არავინ გაგიჟდება(არც უნდა გაჯიჟდეს),მარა ვიღაც თუ შეიმჩნევს საკმარისი მაინც არ არის.
    წარმატებები✨

    Like

    1. მეც ზუსტად ფრენის რეჟიმზე გადასვლას ვაპირებ 24 საათით, თან სიმბოლურია 🙂 აი მეც ეგეთი “სიგიჟეები” მახასიათებს 🙂

      Like

  2. მოსწრებაზე გამახსენდა, ამ წელში მეც მაქვს რაღაც გასაკეთებელი და ხვალ უნდა გავაკეთო :დ პ.ს. მატარებელზე რანაირად იშოვე ბილეთები?

    Like

    1. welcome დონ აუგუსტო, პირველი კომენტარი ყოფილა ფინიკისთან 🙂 რთული იყო შოვნა? შევედი railway.ge-ზე, ვიყიდე, გამოვედი 🙂
      პ.ს. რას ასწრებ? :დ წელს მგონი დატვირთული წელი გაქვს :დ

      Like

      1. ეე პირველი იყო? :დ დიდებულია. რეილვეიზე მეც შევედი მაგრამ რამდენიმე დღის გაყიდული იყო ყველა :/ შენ როდისთვის იყიდე? პ.ს. ჰო, რაღაცებს To do ლისტიდან უკვე პლუსები გავუკეთე :დ

        Like

        1. ჰო, მოესწრო ფინიკი შენს კომენტარს :დ მე მივდივარ ხვალ ღამე ანუ ვიყიდე ბილეთი 00:35 საათიანზე ^_^ რეილვეიზეც ვუყვარვარ ^_^

          Like

  3. აბა წარმატებები და კარგი ამინდი ბათუმში! ♥ ისე შეგიძლია რამე ახალი ისწავლო მაგალითად მართვის მოწმობა აიღო თუ არ გაქვს, ცეკვა და ა.შ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s