შოპენი სიზმარში


უძილობის დროს ვერასოდეს ვიგებ სად ვარ და რას ვაკეთებ. რეალობასა და სიზმარს შორისაც ვერ ვპოულობ ზღვარს და მგონია რომ ყველაფერი რაც მიმდინარე მომენტში ხდება მესზიმრება და მალე გამეღვიძება, რის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყოს სიზმარი.

ვიღაცასთან ერთად მოგზაურობას, უფრო სწორად კი მგზავრობას მიჩვეული არ ვარ. როგორც წესი მარტო მიწევს ხოლმე ხანგრძლივი მგზავრობა, აეროპორტები, გადაჯდომა, თვითმფრინავები და ის სიზმრები, რომლებიც ამ დროს “მესიზმრება”.

ვინაიდან ძირითადად მარტო ვრ ხოლმე ვერასოდეს ვაფიქსირებ როგორ ეწყობა ჩემი ტვინი და როგორ აზროვნებას იწყებს, შენელებულად ვფიქრობ თუ უბრალოდ მე მგონია ასე. დღეს მივხვდი რომ საერთოდ გაუაზრებლად ვმგზავრობ ხოლმე და შეიძლება ითქვას რომ სასწაულად მიმართლებს, ვინაიდან აქამდე არასოდეს და არსად დავკარგულვარ.

პოსტი აეროპორტიდან და ასეთ მდგომარეობაში არასოდეს დამიწერია, თუმცა არც ახლა ვარ დარწმუნებული რომ რაც ახლა ხდება მართლა ხდება და ამ ყველაფერს, რეალობის დაწყებამდე სიზმრად არ ვხედავ.

ახლა, ვარშავას აეროპორტში ვარ, 1 წლის წინაც ვიყავი აქ, მაშინაც ასეთივე გამოუძინებელი და მაშინაც დიდი ხნით, მარტო ვიყავი და ვინაიდან ახლა უფრო ვიაზრებ რომ ვარაუდით დავბოდიალობ, საოცარია რომ მაშინ ქალაქში გასვლაც მოვახერხე, 2 ავტობუსის გამოცვლაც, დროულად უკან დაბრუნებაც და შემდეგ სახლში გაფრენა.

მოგზაურობა ზოგადად ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ასე დროსა და სივრცეში დაკარგულად ყოფნას ვერ ვიტან. რომ ვერ გამიგია სად ვარ, რა მინდა აქ, სად მივდივარ და საერთოდ მართლა ხდება ეს ყველაფერი თუ მეჩვენება/ვბოდავ.

ახლა ჩემს საწოლში ძილს არაფერი მირჩევნია. წინ დაძაბული და დატვირთული კვირაა, რომელიც წუხელ დაიწყო, მაშინ ჩემს საწოლს დანანებით რომ ვუყურებდი და მზად ვიყავი ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა და დამეძინა.

ყველაფერი შემიძლია გადავდო გვერდზე, შემიძლია გიჟივით, გონების დაკარგვამდე ვიმუშავო და ამაზე არასოდეს ვიწუწუნო, ერთადერთი რაც არ შემიძლია უძილობაა და ჰო, კიდევ ჩემთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩენა. გარემოს ძნელად და დიდი ხნის განმავლობაში ვეგუები, თუმცა თუ დრო შესაგუებლად ცოტაა, სადღაც მოსაცდელ “ზონაში” ვიწყებ ცხოვრებას და შემდეგ ვერაფრით ვიგებ ამ ზონიდან საით უნდა გავიდე.

ავიხლართე, გონზე მოსასვლელად დაძინება და რაღაც რეალობასთან პირისპირ შეხვედრა მჭირდება, ფორსირებულ რეჟიმში რომ გადავიდე ახალ რელსებზე.

არ მიყვარს ჩემი კომფორტის ზონის დატოვება, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც მნიშვნელოვან მოვლენებზე კონტროლს ან ვკარგავ და ან დიდი მანძილიდან, რომელიღაც მოსაცდელი ზონიდან მიწევს ვაკონტროლო ის, რასაც საღი გონება სჭირდება, ანუ ის რაც არ მაქვს და ყოველთვის ვრისკავ რომ მოსაცდელ ზონაში ყოფნისას, სიზმარში ვაკეთებ ყველაფერს.

მძიმე კვირა იქნება, 2 მოსაცდელი ზონით და ბევრი სიზმრებით.

გაიღვიძე ფინიკი.

ვარშავა, შოპენის აეროპორტი. მოსაცდელი ზონა.

Advertisements

4 thoughts on “შოპენი სიზმარში

  1. “არ მიყვარს ჩემი კომფორტის ზონის დატოვება, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც მნიშვნელოვან მოვლენებზე კონტროლს ან ვკარგავ და ან დიდი მანძილიდან, რომელიღაც მოსაცდელი ზონიდან მიწევს ვაკონტროლო ის, რასაც საღი გონება სჭირდება”- ❤ არა, გაკვირვებით არ მიკვირს, აღარ მიკვირს.

    Liked by 1 person

    1. :)) მე რომ ვწერდი ამ პოსტს არც კი გამხსენებია. ადრეც მქონდა, თუმცა მაგ ფაქტის შემდეგ ისეთი ფობია მაქვს პასპორტზე ლამისაა გადავყლაპო ხოლმე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s