გეგმა “სანამ 30 წლის გავხდები” – ნაწილი I


საქმე არც ბედნიერებაშია და არც სხვა რამეში, რეალურად საქმე არაფერშია, ეს ყველაფერი ჩემი მორიგი აკვიატებაა და მეტი არაფერი. ცუდია ეს თუ კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც საკუთარ თავს რაღაც ვადას უწესებ გარკვეული „დავალებების“ შესასრულებლად, ისეთი განცდა ჩნდება რომ ყველაფერი ამ ვადაში უნდა ჩაატიო, ყველაფერი რისი გაკეთებაც გინდოდა და გამბედაობა არ გყოფნიდა, იმიტომ რომ შემოსაზღვრული ვადები, რაღაც „ჯადოსნურ“ ატმოსფეროს ქმნის. იცი რას გავს? რომ გგონია ვადის ამოწურვის შემდეგ არაფერი იქნება და თითქოს, თვალის გასწორება მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ განხორციელებული ქმედებების შედეგისთვის არ მოგიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდე სად გადის ზღვარი და რომელი ქმედების შედეგი იქნება დესტრუქციული, ვინაიდან ამ პერიოდის ჯადოსნური დატვირთვა დასრულება კი არა დასაწყისია. ჰო, ანუ ყველაფერი რასაც გადაწყვეტ და აღასრულებ, რაღაცას ჩაუყრის საფუძველს, რაღაც ახალს, შესაბამისად, მიუხედავად კონკრეტული მომენტებით მიღებული წარმოსახვითი სიამოვნებისა, მთავარი მაინც ალბათ შედეგი იქნება, ჰოდა, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

მეორე სირთულეს მაშინ აწყდები, როცა იაზრებ რომ ეშმაკმა უწყის რატომ, მაგრამ გადაწყვიტე რომ ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება საქვეყნოდ გამოგეფინა (მერე რა თუ ეს „საქვეყნოდ გამოფენა“ შესაძლოა სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს გულისხმობდეს). შენც ხომ იცი რომ სინამდვილეში არავითარი ზღვარი ფინიკისა და თინიკოს შორის არ არსებობს და როგორ მონდომებითაც არ უნდა აკიდო ყველა სამომავლო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ამ მოგონილ არსებას, შედეგებს მაინც შენ იწვნევ.

ჩვენს შორის რომელიღაცამ (ფინიკიმ ან თინიკომ) ყურები (თუ ხელები) ჩამოყარა, ისევ Other Lives ჩართო და დეპრესიულ უმოქმედობაში გადაეშვა. მოტყუებით უდარდელობას მიეცა და „მიმიფურთხებია“ პოზაში მიაწვა სკამის საზურგეს.

როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებებს საჯარო სივრცეში აქვეყნებ, პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე გიათმაგდება, რაც მათი შესრულების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, ეს იმიტომ ხდება რომ შენნაირებისთვის საჯაროდ დადებული პირობების შესრულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია (საკუთარი თავი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გააცურე, ამას გადაიტან). „გაგიკვირდებათ“ და ამ განცხადებაში ასტროლოგები უცნაურს ვერაფერს დაინახავდნენ და ერთხმად მოყვებოდნენ იმის მტკიცებას, ნამდვილად ასეა, აგვისტოში დაბადებულები აი, ეგეთები არიანო.

ახლა წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია შემოსაზღვრული ვადით გაჩენილი ჯადოსნურობის გამო გაჩენილი გიჟური იდეების გადარჩევა, როდესაც ის ვინც, შენს წარმოსახვაში ძალიან გგავს და აჟიტირებული დახტუნავს ყველა ამ იდეის გაჟღერებაზე, უნდა მოთოკო და აუხსნა რომ რაღაცების დაგეგმვას აზრი არ აქვს, ვინაიდან განხორციელება მაინც არ უწერია, შენ, ანუ იმას, ვისაც ამ გადარეულივით მოხტუნავე არსებასთან საერთო თითქმის არაფერი გაქვს და თუ მას მუხრუჭები არ უჭერს, შენ გადასარევად აკონტროლებ სად არ ღირს გიჟივით მიაწვე გაზს. მეორეს მხრივ, თუ ყველაფერს დაბლოკავ და ისევ იმ ჩარჩოებში მოაქცევ, რომელ ჩარჩოებშიც აქამდეც გადასარევად ცხოვრობდით, ყველაფერი „გამოჩვეულებრივდება“ და აზრს დაკარგავს. ჰოდა, სადაა ზღვარი?!

ჰო, ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კონტროლზე შეშლილი არსებისგან, ეს სულაც არაა გასაკვირი.

რა მინდა? ერთი შეხედვით წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ესეც იმ ჩემი იდიოტური დამოკიდებულების ბრალია, რომელიც მკარნახობს რომ ზოგჯერ სურვილები არ უნდა გავამჟღავნო (მათ შორის არც ჩემ თავთან), საკუთარი თავის რომ არ შემრცხვეს.

ასეთი განწყობით არაფერი გამოვა. საკუთარი თავი უნდა „დავარესტარტო“. ისევ ვადების შემჭიდროვებით გაჩენილ მაგიურ ატმოსფეროს დავუბრუნდე და საკუთარ თავს ის ვალდებულებები დავუწესო, რომელიც ერთი შეხედვით შესასრულებლად წარმოუდგენელი გონია, თუმცა მეორეს მხრივ აიძულებს გიჟივით იხტუნავოს ერთ ადგილზე.

წარმოდგენაც კი არავის შეუძლია, რამხელა ბრძოლასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ჩამოვწერო გეგმა? კი ჩამოვწერდი მაგრამ ხომ არ აჯობებს X თარიღამდე (ანუ 30-ე დაბადების დღემდე) ყოველი დღე მოულოდნელობებით დავტვირთო და ისეთი რამეები ვაკეთო, რასაც იმ დღეს ჩავთვლი სასურველად და 30 წლამდე მოსასწრებად? არა, მეც ხომ კარგად მესმის, რომ ეს თავშივე კრახისთვისაა განწირული, ასეთ შემთხვევაში არაფრის გამკეთებელი მე არ ვარ და ყველაფერი ისე ჩაივლის, არც კი დაიწყება. ახლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ – წინასწარ გავწერო გეგმა, რის გაკეთებას ვაპირებ – ეს ნიშნავს რომ ისეთ რაღაცებში უნდა „გამოვუტყდე“ საკუთარ თავს, ისეთი რაღაცები უნდა ვაღიარო საჯარო სივრცეში, რომ ამის წარმოდგენაზე სხეულის ყველა კუნთი მეჭიმება.

ცოტა მარტივით რომ დავიწყოთ?

მაშ ასე, 11 აგვისტომდე ანუ მანამ, სანამ 30 წლის გავხდები უნდა მოვასწრო/გავაკეთო:

  1. მარტო წავიდე ბათუმში – ამის გაკეთება ყოველთვის, ყოველთვის მინდოდა, ჰოდა, მგონი წინ არაფერი უდგას, ავდგები ერთ შაბათ-კვირას, დავჯდები მატარებელზე და ვნახოთ რა იქნება;
  2. ვისწავლო ველოსიპედზე ჯდომა – არ ვიცი ვის მივმართავ დასახმარებლად, მაგრამ უკვე იმდენი წელია მინდა, სანამ ჩემი ასაკი 3-იანით დაიწყება, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო;
  3. ვისწავლო მანქანის მართვა – ამისთვის ვიცი ვისაც უნდა მივმართო, ვის და პროფესიონალ მასწავლებელს;
  4. 24 საათით გამოვრთო ტელეფონი და არ შევამოწმო არც ელ.ფოსტა, არც სოც. ქსელების ანგარიშები – ვნახოთ თუ დაიქცევა ქვეყანა. რომელიმე არასამუშაო დღეს ავიღებ ამისთვის;
  5. ყვავილები გავუგზავნო ვინმეს – ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება (მსურველები გამომეხმაურეთ);
  6. ვიყიდო მუსიკალური ყუთი, რომელშიც იცეკვებს (იტრიალებს) ბალერინა – მგონი მთელი ცხოვრებაა ეს მინდა, რატომღაც ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება.

ეს დასაწყისისთვის, ნელ-ნელა გავზრდი ამ სიას და თითოეული პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით დავწერ პოსტებს.

30-before-30 (1).jpg

Advertisements

9 thoughts on “გეგმა “სანამ 30 წლის გავხდები” – ნაწილი I

  1. ბათუმში მარტო წასვლა მეც მინდა 🙂
    ყვავილები მე გამომიგზავნე რა 🙂 თავხედურად კი ჟღერს მაგრამ უზომოდ გამეხარდება :დ დავდებ ამაყად სამსახურში და გულს გავიხარებ :დ თორემ მხოლოდ მე ვყიდულობ საკუთარი თავისთვის ყვავილებს 🙂

    Liked by 1 person

  2. რკონში ვიყავი ორი წლის წინ ლაშქრობაზე, ტელეფონი არ იჭერდა და 25 ადამიანი, ვინც ვიყავით უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდით თავს. არავის გახსენებია არცერთი სოც. ქსელი 🙂

    Liked by 1 person

    1. ჰო, ბოლოს უტელეფონოდ როდის ვიყავი არც კი მახსოვს 🙂 ყვავილების გამოგზავნაზე შევთანხმდით 🙂 ოღონდ მონაცემები დამჭირდება :დ

      Like

      1. სიამოვნებით :დ სადმე ისეთ ადგილას წადით სადაც არ იჭერს ტელეფონი, თავსაც დამნაშავედ არ იგრძნობთ და გადასარევად დაისვენებთ 🙂

        Like

          1. ჩავინიშნე მისამართი და წავშალე კომენტარის ტექსტიდან 🙂 ტელეფონის ნომერი დამჭირდება სავარაუდოდ და შეგიძლია მეილზე მომწერო ^_^ etheko@hotmail.com

            Like

  3. წარმატებები! უინტერნეტოდ 2 კვირა ვიყავი და იმის მერე მივხვდი რამდენად დასაფასებელია დრო! ცადე ბედნიერებაა ნამდვილად!

    Like

    1. ჰო, ნამდვილად საინტერესო ექსპერიმენტი იქნება და დასვენებისა და მოდუნებისთვის საუკეთესო. დიდი მადლობა!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s