Y & X ღრუბლებში


წარმოიდგინეთ თქვენი ფიქრის ძირითადი სუბიექტები, მოვლენები და საკითხები იარლიყებად რომ გეკიდებოდნენ ტანზე. თითოეული იარლიყის მოცულობა მასზე ფიქრის სიხშირით რომ იზრდებოდეს ზომაში, რა იარლიყები გექნებოდათ ჩამოკიდებული ბოლო 1 წლის მანძილზე?

რთული სათქმელია ხომ?!

იარლიყებით სიარული რომ დავიწყე მოხიბლული ვიყავი ადამიანი X-თ და სხვა საკითხებთან ერთად, ფიქრის ძირითად სუბიექტს, სწორედ X წარმოადგენდა. ყოველ დილით, გაღვიძებისას, ვკვირდებოდი როგორ იზრდებოდა X-ს იარლიყი ზომაში და როგორ უმნიშვნელოდ გამოიყურებოდნენ მის ფონზე სხვები.

დროთა განმავლობაში, X-თან არსებულმა მომაბეზრებელმა ერთფეროვნებამ, გააჩინა Y, ან კი არ გააჩინა, დააბრუნა.

Y-ზე ფიქრის სიხშირისა და მისი იარლიყის ზომის ზრდა, პირდაპირპროპორციულად ამცირებდა X-სას, ბოლოს კი გათანაბრდნენ. ჰოდა, ეს გათანაბრება, სინამდვილეში X-ს სრულ გაქრობაზე მიუთითებს, იმიტომ რომ ზომაში მათი გათანაბრება, ნიშნავს იმას რომ X დარჩა სადღაც, ფიქრის ღრუბლების მიღმა, Y კი გამუდმივდა.

უკან ვბრუნდებით ფინიკო?! უკან ვბრუნდებით.

***

ახლა წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ბლოგი და გაქვთ TAG-ების ღრუბელი. ჰოდა, voilà! არაფრის წარმოდგენა აღარ გჭირდებათ.

687474703a2f2f6661726d372e7374617469632e666c69636b722e636f6d2f363032332f353934343232383033355f336264353765386462325f622e6a7067

Advertisements

8 thoughts on “Y & X ღრუბლებში

  1. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ღრუბელი ზუსტად ასახავს რეალობას. ძველ ბლოგზე ყველაფერი გადმომქონდა. აქ უფრო ვფილტრავ. თან თეგების გაკეთება არ მიყვარს.

    Like

    1. მეც დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ ვაკეთებდი თეგებს, მაგრამ მერე დავიწყე, ერთი თემატიკის პოსტების პოვნა რომ მარტივად შევძლო. არ ვიცი რეალობას რა ეტაპზე როგორ გამოხატავს ხოლმე, გარკვეულწილად მეც ვფილტრავ, თუმცა ყველაფერს “კოდური დასახელება” აქვს, ამიტომ თეგებიც შეესაბამება. ჰოდა, დღეს, შემთხვევით შევხედე ღრუბელს და საინტერესო რეალობა აღმოჩნდა 🙂

      Like

      1. ამ კომენტარის მერე, მეც თავიდან შევხედე და შორს არც ჩემია…
        რამდენიმე დიდი თეგი აკლია, მხოლოდ. აი, იგრეკსავით გადიდებული.

        Liked by 1 person

        1. ბლოგს კიდევ ერთი დანიშნულება გაუჩნდა, ხშირად უნდა ვუყურო ხოლმე 🙂
          კი, ჩემსასაც აკლია რაღაცები, თუმცა რეალობასთან ახლოსაა და საინტერესო აღმოჩენა გამაკეთებინა 🙂

          Like

  2. ჩემი თეგები მეც არ ვიცი, რა პრინციპითაა 🙂 ისე, თეგებსა და ღრუბლებზე მეტად იარლიყების ჩამოკიდებამ ტანზე მომხიბლა. წარმოვიდგინე, მერე როგორ ცვივა ძირს დაჭმუჭნული იარლიყები 🙂 ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s