შეცვალე


როგორ არ შემიძლია?! რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ მაინც რომ არ შემიძლია?!

ეს ის შემთხვევაა როდესაც რაღაც რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ არ გინდა რომ შესაძლებელი იყოს, შესაძლებლობასთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე.

როგორც ყოველთვის ავხლართე ხომ?!

ყველაფერი ერთი ადამიანით იწყება და ერთი ადამიანით მთავრდება. მთავარია გავაცნობიეროთ რას ნიშნავს ეს ერთი ადამიანი.

უადგილო ჩართვაძალიან ვცდილობ რომ ეს პოსტიც, ჩემი ამჩატებული განწყობის გამო, სენტიმენტალურ და პირად ბოდვად არ ვაქციო.

სამყაროს ცვლილება იწყება დღეს, თითოეული ჩვენგანის ოთახში, თითოეული ჩვენგანის მიერ, როგორ უტრირებულადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს ვინმეს. ეს ცვლილება ხდება მიუხედავად იმისა კონკრეტულად თქვენ აკეთებთ ამისთვის რამეს, თუ უბრალოდ მიყვებით დინებას. ჩვენ ვქმნით სტატისტიკას და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სტატისტიკურ მაჩვენებლებს ან პოზიტიურს ხდის ან ნეგატიურს, წვლილი ნებისმიერ შემთხვევაში შეგვაქვს, მთავარია გავაანალიზოთ როგორი. თუ აქამდე მეგონა, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პატარა წარმატებები, რეალურად მხოლოდ ჩვენთვის ცვლიდა რამეს და სამყაროში ცვლილებას მხოლოდ ის ადამიანები ახდენდნენ, რომელთა ცხოვრების შედეგიც თითოეულ ჩვენგანზე აისახებოდა, მაგ. ახალი გამოგონებით, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. აი, ის სტატისტიკა რომელსაც ვიშველიებთ ხოლმე თავის დასამშვიდებლად (ეს მხოლოდ მილიონში ერთს გამოსდის, იღბალი უნდა გქონდეს, შანსი იმდენად დაბალია ცდასაც არ აქვს აზრი), ჩვენი შექმნილია და რეალურად ამ სტატისტიკის გამო დასაწყისშივე შეგუებული წარუმატებლობები, კიდევ უფრო ამძიმებენ ამ სტატისტიკას, რომელსაც შემდეგ სხვა ადამიანები გამოიყენებენ და არაფერი შეიცვლება. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ არა მხოლოდ ჩვენი თავის ან ჩვენი საყვარელი ადამიანების წინაშე, არამედ სამყაროს წინაშე, რომელსაც ვცვლით ჩვენ. ცვლილებების წონა ცხადია განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზუსტადაც რომ ყველაზე დიდი ცვლილება სტატიტიკური ცვლილებაა, რომლის მიღწევაც მხოლოდ რაოდენობას შეუძლია.

ჰო, ისევ ავხლართე.

ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მცდელობის გარეშე დანებებასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნებოდა, ასევე ჩვენს მიერ მოყვანილ სტატისტიკას, მხოლოდ ჩვენ კი არ გვაკარგვინებს „ცვლილების“ შანსს, იმათაც აკარგვინებთ ვინც ხვალ და ზეგ დადგება იგივე არჩევანის წინაშე და იგივე არგუმენტით იტყვის უარს.

თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ახდენს ცვლილებას.

თუ მხოლოდ მათ დავეყრდნობით, ვინც უკვე სცადა, მათ შედეგებს გავაანალიზებთ და ვიტყვით რომ ვინაიდან წარუმატებლობის პროცენტი უფრო მაღალია ვიდრე წარმატების, მაინც შეცდომას დავუშვებთ, ვინაიდან გამოდის რომ არ ვითვალისწინებთ მათ ვისაც არასოდეს უცდია, შესაბამისად ეს შედეგები სანდო და ჩვენს თავზე განზოგადებადი არ არის.

ეს სრულებითაც არ ნიშნავს მოწოდებას თავქარიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, პირიქით ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებს თითოეულ ნაბიჯს.

ყველაზე მაგარი შეგრძნება სხვა, უცნობ ადამიანებში ადამიანობის აღმოჩენაა ხოლმე, ადამიანობას კი როგორც წესი მათთან აღმოჩენილ „საერთოებს“ ვეძახით.

make a difference phrase on blackboard

Advertisements

4 thoughts on “შეცვალე

  1. რამდენი დღე დაიწყო ჩემს ოთახში, რამდენჯერ გაჩნდა გადაწყვეტილება-შევცვალო… საოცარი ისაა, რომ ყოველ ჯერზე, რომ მგონია ვცვლი, მერე ვხვდები, რომ ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე…

    Like

    1. მეც რამდენჯერ დავიწყე ცვლილებების “დანერგვა”, რამდენი “აღმოჩენა” გავაკეთე ამ პროცესში, მაგრამ ისევ უკან დავბრუნდი

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s