ცოტა ხნით ამოვიღებ ტვინში ჩაჭედებულ პრობლემებს და გადავდებ გვერდზე ჟანგიან და დაღუნულ ლურსმნებთან ერთად.
ყველა სიმღერას რომ თავისი განწყობა აქვს ეს უჩემოდაც იცით, მაგრამ აი ეს სიმღერა ისეთი გამორჩეულია და იმდენნაირ ემოციას იწვევს რომ აღწერას არ ექვემდებარება.
საკმარისია ჩავრთო და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, ბევრ სისულელეს ეკარგება და კიდევ უფრო ბევრ სისულელეს ეძლევა აზრი.
საბოლოო ჯამში, მართლა ყუთში ჩაკეტილი, კლავიატურაზე თითებით მიწებებული, შტრიხკოდიანი არსება ხომ არ ვარ.
მომენტების, ადამიანების, ისტორიების გახსენება ისეთი სასიამოვნო არასოდესაა, როგორც მაშინ როცა „I’ll be back again”-აა ჩართული.
შავ-თეთრი ფილმი რომ ვიყო, ამ სიმღერის ჩართვის დროს გავფერადდებოდი.
რკინის ჭიქიდან ნაყინის ჭამა მომენატრა, კოვზი რომ შეეხებოდა ხოლმე და რაღაცნაირი ხახუნის ხმას გამოსცემდა, მაჟრიალებდა, მაგრამ მომენატრა.
არ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ძალიან ადრე, რაღაც ძალიან კარგი ამბის აღსანიშნავად მამაჩემმა ნაყინის საჭმელად წაგვიყვანა, მას მერე რკინის ჭიქით მოტანილი ნაყინი ბედნიერებასთან ასოცირდება.
ჰოდა, ვინაიდან დღეს ნაყინზე არავინ წამიყვანს, show me the way to the next whiskey bar.
კარგი გარდა იმისა რომ იშვიათია, ვადაც პატარა აქვს.
ყველაფრის გაფუჭების შანსი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე იმის რომ ცუდი „გაკარგდეს“. ზოგი ცუდი, არასოდეს „გაკარგდება“, არც ვადა გაუვა, ყურებშიც გაბმულ წუილად დარჩება.
იმაზე არეულად ვწერ ვიდრე ვფიქრობ.
When you were young there’s a lightness around you, the world turns
But when you take back all the things that you’ve earned you find nothing at all
არის მომენტები, როდესაც ერთადერთ შემთხვევაში შეგიძილია რამის გაკეთება – თუ ღმერთი ხარ. ვინაიდან ღმერთი არ ხარ, შენგან დიდი ვერაფერი ხეირია.
ასეთ დროს საკუთარი თავი მეზიზღება.
თავი დამნაშავედ გიგრძვნიათ იმის გამო რომ თქვენი ცხოვრება გრძელდება და არა თუ გრძელდება, არამედ იმაზე გაცილებით უკეთესადაც ვიდრე სხვების?!
არასოდეს გიფიქრიათ რა დონის ნაძირალა ხართ, როდესაც ცხოვრება სხვების ცხოვრებით მოგაფეთებთ სახეში რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და ამ დროს ინებებთ კეთილს და აღნიშნავთ რომ დიახ, სინამდვილეში თქვენი წვრილმანი ხარა-ხურა ფეხსაცმლის მტვერიც არ არის?! ნაძირალა იმიტომ რომ საკუთარ კარგზე იწყებთ ფიქრს, სხვების ცუდით. როდესაც შედარებითობით ასკვნით რომ ბედნიერი ხართ?! ან მინიმუმ უნდა იყოთ?!
Carelessly wasting our days
Inquires of what is the way
With no reply
ვამლაშებ.
როდესაც რაღაცის გამოხატვა მინდა, ვლენჩდები და თევზის თვალებით ვიყურები.
ყველაზე მეტად მეზიზღება ფორმალობები. მეზიზღება რომ ფორმალობები ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციას, განსხვავებულ დამოკიდებულებას, ემოციას ერთ ჩარჩოში აქცევენ. როცა თავადაც ვერ გაგირკვევია როდის იხდი ვალს და როდის არა.
Where did it go now
All that you thought was worth a fight
It’s all but become just
A passing thought in spite
არის რაღაცები რაც სურათებად იბეჭდება შენს მეხსიერებაში და ვერასოდეს წაშლი, უმწეოების დამპალ შეგრძნებასთან ერთად ჩაგიჯდება უჯრედებში.
ასე მგონია თავდაყირა ჩამომკიდეს და მთელი სისხლი თავში მაწვება.
გიფიქრიათ რას ნიშნავს ფრაზა „გული მომეწურა“? მე მიფიქრია, მნიშვნელობას ვერასოდეს ვხვდებოდი, თუმცა ახლა ვხვდები, ზუსტად იმას ნიშნავს რასაც ამბობს, ანუ გულის მოწურვას.
ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ძველებური საწურების, აი ორი რგოლი რომ იყო და შიგნით რომ ატარებდნენ სარეცხს, საშინლად მეშინოდა და ახლაც შიშით ვიხსენებ ხოლმე, ჰოდა, ის ფრაზა, წინა აბზაცში რომ ვახსენე, გულის (ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე) ამ საწურში გატარებას ნიშნავს.
This is my least favorite life
The one where you fly and I don’t
დილით ყველაფრის დაყრის და გაქცევის სურვილით გავიღვიძე. დამერწმუნეთ, ამაზე უკეთესი განწყობა ფინიკის ცხოვრებაში არ არსებობს, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ბებიაჩემის ძველებურ საწურს შემოვათრევდი ოთახში და გულს ჭრაჭუნით გავატარებდი შიგნით.
This is my least favorite you
Who floats far above earth and stone
ზედმეტი ჩაკირკიტება და სიტუაციის ფლობის ჟინი ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე where you fly and I don’t.
ეს თანდაყოლილია და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით წესით Q კოდი უნდა ქონდეს მინიჭებული. Q-ს ჩემს ცხოვრებაში დატვირთვა არ აქვს, ე.ი. სამყარომაც ფეხებზე დამიკიდა და დაშიფრულ შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.
ჰოდა, რახან ასეა, სამყაროს ფუნქციას თავად შევითავსებ და შეტყობინებასაც თავად გამოგიგზავნი.
მე, როგორც დაავადება ანუ საერთაშორისო კლასიფიკაციით T11.8 – ზემო კიდურის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე გადავეკიდე სულ სხვა თავში მოხსენიებულ დიაგნოზს კოდით D12.5, ანუ სიგმოიდური კოლინჯის კეთილთვისებიან სიმსივნე-ს.
სიმბოლურია, სიმსივნე ხარ, მაგრამ კეთილთვისებიანი, ასე ზუსტად აღწერდეს ადამიანს მისი სახელობის დიაგნოზი, პირველად მესმის.
The whisper of two broken wings
Maybe they’re yours, maybe they’re mine.
სიმსივნე, სიმსივნეა, ჰოდა, უნდა ამოიკვეთოს.
This is my least favorite life
The one where I am out of my mind
შენ ამოკვეთის შემდეგ დაგთესავენ და მერე მოგისვრიან სანაგვეზე, ჩემგან კი პატარა ჰემატომაც აღარ დარჩება.