||


ყველა იმ პატარა აღმოჩენად ღირს ცხოვრება, რომელიც სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გვაბედნიერებს. აი იმ აღმოჩენებად, რომლების გამოც გვგონია რომ დღე “შედგა“, ასე იყო თუ ისე, შედგა, იმიტომ რომ ის სიმღერა მოვისმინეთ, უახლოესი პერიოდი ჩვენს “საყვარელ სიმღერად“ რომ იქცევა. დიდი ხომ არაფერი? მაგრამ საკმარისია.

მგონია, რომ ყურებში წყნარად, აუღელვებლად მიმდინარე ახალი სიმღერები ცხოვრებას ცოტა ამარტივებს, ამ დროს ხომ ფილმის პერსონაჟი მგონია თავი.

კედელზე გაკრული “სომბრეროს გალაქტიკის“ სურათიც ამ სერიიდანაა, დავხედე და თავი ისე პატარად ვიგრძენი, მივხვდი რომ ჩემი პრობლემები ამ სამყაროსთან მოსატანიც არ იყო და რაღაცნაირად დავმშვიდდი. შეუძლებელია ამხელა სამყაროში ჩემი პრობლემის გადასაჭრელად ერთი გზა მაინც არ მოიძებნოს და თუ არ მოიძებნება დავჯდები და უბრალოდ ვუყურებ, ვუყურებ მანამ, სანამ თავად არ გადაიჭრება, საბოლოო ჯამში, ჩვენი უმოძრაობით სამყაროც ხომ არ ჩერდება.

Mama someday you’ll be so proud of me
You’ll see me hanging in a New York gallery
Someday I’m gonna draw from the left side of my brain
People are gonna ask, “is it brilliant or plain?”

ასეთი მოშვებული არასოდეს ვყოფილვარ, დედამიწა ჩემი სიმღერების რიტმში ტრიალებს, ტრიალებს და თან ჩემ გარშემო, ზუსტად ისე როგორც კამერა იტრიალებდა ახლა ჩემ ირგვლივ, ჩემი ცხოვრება მართლა ფილმი რომ იყოს. ზუსტად ისეთი ფილმი იქნებოდა, მე რომ მიყვარს, არაფერი რომ ხდება, ბევრი ერთფეროვანი სცენა რომაა, კამერა მთავარი გმირის ირგვლივ რომ აკეთებს წრეებს და სასიამოვნო მუსიკა რომ უკრავს.

ოსკარს ნამდვილად არ მომცემდნენ, საოსკარე არც სცენარი მექნებოდა, არც კოსტიუმების დიზაინი და არც რეჟისურა, მაგრამ ისეთი ფილმი იქნებოდა ჩემნაირებს რომ უყვართ, ეს კი საკმარისია.

დღეს ისეთი მარტივი ვარ, ასე მგონია ყველაფერი გაჩერდა და მარტო მე, სომბრეროს გალაქტიკა და little joy დავრჩით.

ზოგჯერ აუცილებელია გავჩერდეთ, დავიჯეროთ რომ ყველაფერმა სხვამ შეწყვიტა არსებობა, მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ყურსასმენები დავრჩით და უცებ, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გამარტივდა.

არ არსებობს არანაირი მოლოდინი, რომელიც შეიძლება გაგვიცრუვდეს, იმიტომ რომ არ არსებობს არაფერი ამ მომენტის გარდა, მომენტი კი დროში როგორ გამოისახება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

აღარ არსებობს დღეები, რომლებიც 11 აგვისტომდე დარჩა, აღარ არსებობს ასაკი, არც შვებულება, არც სამსახურის ელ.ფოსტაზე მოსული გაწითლებული დავალებები, აღარც იმათ სტკივათ რამე, ვიზეც გული შეგვტკივა, ყველა კარგადაა, ყველა გაჩერდა ჩვენთან ერთად, “ფლეიერზე“ “ფლეი“-ს სამკუთხედ ღილაკს რომ დავაწექით სამყარო მაშინ გადავიდა “პაუზის“ ორხაზიან რეჟიმში, ჰოდა, რახან დავაპაუზეთ, ე.ი. დაგველოდება.

Astronomy-Picture-Of-The-Day-The-Sombrero-Galaxy-From-Hubble2

Advertisements

4 thoughts on “||

  1. ახლა ჩემ ირგვლივ, ჩემი ცხოვრება მართლა ფილმი რომ იყოს. ზუსტად ისეთი ფილმი იქნებოდა, მე რომ მიყვარს,-რამდენჯერ მიფიქრია… ხო, ასეთი პატარა, წამიერი აღმოცენების ზუსტად ბედნიერება, რაკი თავად ბედნიერებაც წამიერია შეგრძნებაა ❤

    Like

  2. irina

    თუ დაგველოდება, პრინციპში კარგია ,
    საზიზღრობაა მოლოდინი, რომელიც შეიძლება გაგიცრუვდეს!
    მინდა ჩემი პრობლემები ძალიან დაპატარავდეს, ამ დიდი სამყაროში ( იმედია ასეც იქნება )
    მიყვარს ეს ბლოგი , სულ ვნახულობ ხოლმე რაიმე სიახლე, რომ არ გამომრჩეს.
    წარმატებები

    Like

    1. მოლოდინები კლავს. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, ახლა ვცდილობ მაქსიმალურად შევიკავო თავი “მოლოდინების” გაჩენისგან და უბრალოდ მივყვე მოვლენების განვითარებას, თუმცა ხშირად ეს პროცესი უბრალოდ არ გვემორჩილება და მაინც ვიქმნით ილუზიებს.

      პრობლემები აუცილებლად დაპატარავდება, შემდეგ ახლები გაჩნდება და ა.შ. 🙂

      დიდი მადლობა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s