გარიგებების სიმარტივე


უარყოფითის პოვნის მანიით ვართ ავად, ამ ვართ-ში კი პირველ რიგში საკუთარ თავს ვგულისხმობ.

ყველაფერში, რაზეც არ უნდა იყოს საუბარი და რაოდენ მომგებიანიც არ უნდა იყოს შემოთავაზება ჩემთვის, მაინც ვცდილობ დავინახო ამით მეორე მხარე როგორ იხეირებს, ამის გამო ვადანაშაულებ კიდეც და ეჭვი მაქვს რომ უიშვიათესი ნაძირალაა, “გაბედა“ და ჩემთვის ხელსაყრელი შემოთავაზება ისე გამიკეთა, მისთვისაც რომ სასარგებლო იყოს (აქ ვიბნევი და ვცდილობ უფრო სიღრმისეულად გავაანალიზო).

სინამდვილეში არავინ თითსაც არ ვანძრევთ ისე, რომ აქედან ჩვენ, თავად არ ვიღებდეთ რაიმე სარგებელს. საჩუქარს ვჩუქნით საყვარელ ადამიანს? ჩვენი სარგებელი ისაა რომ თუ მოეწონება და გაუხარდება, ჩვენ ვიგრძნობთ ემოციურ კმაყოფილებას, დიახ, ამ გარიგებაში ჩვენც აუცილებლად ვხეირობთ. დედას ვუკეთებთ რამეს? იმიტომ ვუკეთებთ რომ გვიყვარს და გვინდა რომ კარგად იყოს, რატომ გვინდა რომ კარგად იყოს? იმიტომ რომ ის თუ არ იქნება კარგად, ჩვენ არ ვიქნებით კარგად, ხოლო ეს უკანასკნელი ბუნებრივია არ გვინდა, შესაბამისად ყველაფერი რასაც ვუკეთებთ დედას, კეთდება იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და რა? ეს რაიმენაირად ჩრდილს აყენებს ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს, აკნინებს? მომენტალურად ნაძირალად გვაქცევს? ქვეშქვეშა და გათახსირებული ვართ ამის გამო? არავითარ შემთხვევაში. სხვებს იმიტომ ვეხმარებით რომ ამით კმაყოფილებას ვგრძნობთ, გვიხარია და ბედნიერი ვართ. კანონებს იმიტომ ვიცავთ რომ ან სასჯელის გვეშინია და ან მორალურად შეუთავსებელია ქმედება ჩვენთვის, პირველ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი სასჯელისგან თავის დაღწევაა, მეორე შემთხვევაში “მშვიდი ძილის გარანტია“, ანუ მაინც საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებამდე მივდივართ.

ჰოდა, რატომ გვგონია რომ ის ვინც ანალოგიურად იქცევა, აუცილებლად სცოდავს და ხაზგასმით უნდა ვუთხრათ რომ ჩვენ ისეთი ბრიყვები არ ვართ, ეგრევე დავიჯეროთ ამ საქმიდან შენ არაფერი გერგებაო?! სინამდვილეში არავინ გვაბრიყვებს, არც არავინაა ვალდებული უარყოს ის ფაქტი, რომ მისი ნებისმიერი ქმედებიდან, ის გარკვეულ სარგებელს ელოდება.

ერთადერთ შემთხვევაშია ჩვენი დამოკიდებულება შედარებით ახსნადი, მაშინ როდესაც თავს ვიმტვრევთ და ზუსტად მაინც ვერ გაგვიგია, კონკრეტულად რა ტიპის და რა სარგებელს მიიღებს მეორე მხარე, ამ შემთხვევაში აუცილებლად ყველაზე უარესისკენ მივდივართ და გვგონია რომ უნდა გამოგვიყენონ. გამოყენებით, ყოველთვის გვიყენებენ, ვინაიდან ნებისმიერი მათი ქმედება, რაც გვიკავშირდება ჩვენ, მიმართულია საკუთარი კეთილდღეობისკენ, ამას კი გამოყენება კი არა, ორივე მხარისთვის სასარგებლო გარიგება ჰქვია.

მაშ, პრობლემა იმაშია რომ ხშირად ისეთ “გარიგებებს“ გვთავაზობენ, ჩვენი ხეირი რომ გასაგებია და მეორე მხარის არა. ჩვენ კი თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას გაგვაცუცურაკონ და უცებ მეორე მხარემ იმაზე უკეთესი სარგებელი მიიღოს, ვიდრე მე შემეძლო ამის წარმოდგენა ან ვიდრე მე მინდა რომ მიიღოს, მიუხედავად იმისა რას მივიღებ ამ გარიგებით მე.

ეს ფიქრები კი ავტომატურად გარდაიქმნება უარყოფით ენერგიად და მაშინვე ვიწყებთ მეორე მხარის ლანძღვას, ისევ იმის გამო, რომ ჩათვალა “დებილები“ ვიყავით.

მოკლედ, სადღაც, რაღაც გვაკლია.

სანამ მუშტების ბრახუნს და ტალახის სროლას დავიწყებდეთ, პირველ რიგში ის უნდა გავაანალიზოთ როგორ ვხეირობთ ამ საქმიდან ჩვენ, მეორე მხარე რომ სარგებელს მიიღებს ეს თავისთავად ცხადია.

კარგია ყველაფერი რაც კარგია ჩემთვის, კიდევ უფრო კარგია ის რაც კარგია ორივე მხარისთვის და გადასარევია ისიც თუ მეორე მხარეც მნიშვნელოვან სარგებელს იღებს ჩვენი გარიგებით, ვინაიდან მასზე ამ გარიგებით დაკისრებულ მოვალეობას კიდევ უფრო მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება.

სულ ესაა. მოვეშვათ.

tumblr_nry84tvSTB1ql11p8o1_500

Advertisements

4 thoughts on “გარიგებების სიმარტივე

  1. აი, ზუსტად მაგ გარიგებებზე, გაღიზიანებაზე, მე რომ შენ თან გყვები და შენ არ მიფასებ და ა.შ. ეხება კარპმანის სამკუთხედი

    Karpman drama triangle ესე ქვია თუ სწორად მახსოვს 🙂

    Like

  2. მთავარია ისე ნახოს სარგებელი, რომ მე არ ვინანო და არ დამაზარალოს და ისე იხეიროს, რა უჭურს და მეც ვიხეირო, თუ სხვას არ დავაზარალებ.ყველაფერი მასეა, ადამიანი ეგოისტია, მაშინაც კი, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება და ვტირით, მასზე მეტად საკუთარ თავს ვტირით უმისოდ

    Like

    1. ზუსტად, ყველა ბედნიერება, ყველა ტკივილი, ყველა სხვისთვის გაკეთებული საქმე, ყველა სიკეთე ჩვენთვისაა და ეს ცუდი არ არის 🙂 ამით არ კნინდება თავად საქმე 🙂

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s