ყავა და სხვა უბედურებები


დილით თუ ტაქსიში დაღვრილ ყავას ემსხვერპლა თქვენი ახალთახალი და გაქუთქუთებული ცისფერი ქვედაბოლო, ე.ი. კიდევ უფრო ლამაზი კაბის ჩაცმას იმსახურებდით და ვინაიდან თავად ვერ მოახერხეთ ამის შეგნება, სამყარომ წაგიკრათ ხელი.

იმ დღეებში როცა ყველა გეგმას თავზე გაფხრეწთ უეცრად შექმნილი, სავსებით ობიექტური გარემოება, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა რომ კომფორტულად გადაწვეთ სავარძელში და დაელოდოთ კიდევ რა მოხდება.

კი მიჭირს გავერკვე გულის აჩქარება “რედ ბულის“ გადაჭარბებული დოზით მიღების ბრალია, თუ იმ მოლოდინის რომელიც ყოველი ახალი დღის მოსვლასთან ერთად უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვინაიდან როგორც აღმოჩნდა წლის ამ პერიოდში ყოველთვის განსაკუთრებულად “ამჩატებული“ ვარ, ყველაფერს რედ ბულს ვერ დავაბრალებ (ჰო, ვიცი რომ “რედ ბული” ზუსტადაც რომ აფრთიანებს, მაგრამ ფრთები როგორც აღმოჩნდა არც წინა წლებში მაკლდა).

ადრე ვწერდი რომ წუთში 83 დარტყმის სიჩქარით ვცხოვრობ, ახლა პულსი 102-ჯერ ეხეთქება მაჯას და ყოველ გაღიმებაზე სამჯერ მირტყამს რიტმიდან ამოვარდნით.

ვხვდები, რომ ჩემი ბოლოდროინდელი აკვიატება მანიას დაემსგავსა და შავად შეღებილი თვალებიდან ჩრდილების მოშორებისას ამ აკვიატებას ხელსახოცთან ერთად ვისვრი სანაგვეზე. მოკლედ, მეთოდები შევცვალე, ადრე თუ სანაგვეზე მოსასროლად აკვიატებებს სიგარეტზე ვაწერდი და შემდეგ ვეწეოდი, ახლა თვალებზე წასმული ფანქრის მოშორებისას ვისვრი ხელსახოცებთან ერთად. ჰო, მართალია, სიგარეტი უფრო მხატვრული იყო, თუმცა თუ სანაგვეზე მოსროლას ეხება საქმე, ეს მეთოდი უფრო სიმბოლური მგონია.

ისევ ბავშვობისდროინდელ ხრიკს მივმართე, თუ პულსი წუთში 117-ს დაარტყამს კიდევ ერთ შანსს მივცემ ჩემს ბოლოდროინდელ ახირებას (და კარდიოლოგსაც მივმართავ).

86 და არავითარი კიდევ ერთი შანსი (კარდიოლოგიც ისვენებს).

მიუხედავად იმისა რომ არაფერი მომხდარა, დღეს ცხოვრება წაუ“ამელი“ებდა.

ზოგჯერ ყავის გადასხმასაც მოყავხარ ხასიათზე, ოღონდ მაშინ თუ მეორედ ჩაცმული კაბა, პირველზე მეტად გიხდება.

tumblr_n3zi31hudb1r8zo91o1_500

Advertisements

4 thoughts on “ყავა და სხვა უბედურებები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s