პროცესები


საკუთარი ხელით მომზადებულ საჭმელს გემოს ვერასოდეს ვატან, როგორ ძალიანაც არ უნდა მშიოდეს კეთების პროცესში აუცილებლად მეკარგება მადა. ვიცი, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული სენია და ამ „ფენომენის“ არა ერთი ახსნაც მომისმენია.

თუმცა ახლა განმარტებები არაფერში მჭირდება, უბრალოდ შევნიშნე, შემდეგ დავფიქრდი, აღვნიშნე და დავივიწყე.

თითქმის ყოველ დღე მინდა ვიტირო და არაფერი გამომდის, იმიტომ კი არა რომ ძალიან ცოდო და უბედური ვარ, არა, უბრალოდ მინდა რომ ვიტირო.. მაგრამ შენც არ მომიკვდე! წამლად რომ გინდოდეს ერთ ცრემლს ვერ გამაგდებინებს კაცი.

ამისთვის საჭიროა ბევრი ალკოჰოლი და მსოფლიოში ყველაზე იდიოტური, თუმცა ამასთანავე ძალიან სენტიმენტალური ფილმი. უბედურება კი ისაა რომ ახლა აღარც ალკოჰოლს ვეძალები დიდად და ფილმების ყურებასაც დიდი ხნის წინ მივანებე თავი. ჰოდა, ვუალა! გაურკვეველი მიზეზით მინდა ტირილი, მაგრამ ამაოდ.

ახლა მხოლოდ რამდენიმე განუხორციელებელი სურვილი მაქვს.

ჰო, სურვილებს რაც შეეხება, სულ ახლახანს აღმოვაჩინე რომ ყველაფერი რაც ყველაზე ძალიან მინდა არის ერთი პატარა მომენტი, გაელვება და მეტი არაფერი. პროცესის სახით, მიმდინარედ ვერაფერი წარმომიდგენია და შესაბამისად ვერც მინდა. აი, მხოლოდ რაღაც ისეთი რაც კონკრეტულ მომენტში მგონია რომ ძალიან გამაბედნიერებს, თუმცა პროცესის სახით როგორი იქნება არ ვიცი.

ეგ კი არა, წარსულში მომხდარი ამბებიც, ჯერ კიდევ აწმყო რომ იყო მომენტებად მომწონდა, ახლა კი, მოგონებების სახით უფრო პროცესებად იქცა.

ანუ შემიძლია ვიოცნებო მომენტებზე, შევიგრძნო კონკრეტული მოვლენები დროის მკაცრად შემოსაზღვრულ პერიოდში და გავიხსენო ხანგრძლივ პროცესებად, გავიხსენო და დავტკბე.

დასკვნა: ბედნიერი პროცესები არსებობს მხოლოდ წარსულში, აწმყო და მომავალი მომენტებისგან შედგება.

არადა, ყოველთვის პირიქით მეგონა.

პროცესებად ქცეულ სურვილებს მოაქვს იმედგაცრუება, თუმცა წარსულად ქცევის შემდეგ, ცხოვრების საუკეთესო ხანად მეჩვენება ხოლმე.

სადღაც გამოკვეხებული ადამიანი ვარ. ვერ ვიტყოდი წარსულს მივტირი მეთქი, სულაც არა, სასაცილო იცი რა არის? წარსულს კი არ მივტირი, იმას მივტირი რაც წარსულში „ბედნიერების ჟამს“ (რომელიც თავის დროზე მხოლოდ პატარა გაელვება იყო, ახლა კი მთელ პროცესად იქცა) უნდა მომხდარიყო და არ მოხდა. კიდევ უფრო საინტერესო კი ის არის, რომ გული კი არ მწყდება იმაზე რაც უნდა ან შეიძლებოდა მომხდარიყო და არ მოხდა, არა ის მომენტი მენატრება ჯერ კიდევ რომ არ ვიცოდი მოხდებოდა თუ არა და რომ ველოდებოდი. მოკლედ რომ ვთქვა მენატრება მომავალში მომენტებად წარმოდგენილი მოვლენების მოლოდინის პროცესი.

ისევ ავიხლართე.

tumblr_ldphhfcod71qbpwzeo1_500

Advertisements

One thought on “პროცესები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s