სასრიალოს კიბეზე


ნდობის კოეფიციენტი (ჰო, მგონი ასე მოიხსენიებენ ხოლმე) ყოველდღიურად უფრო და უფრო ეცემა და ისევ იმ ნიშნულს ვუბრუნდებით, კაპიკის ფასი რომ იყო ჩვენი მეგობრობა.

აღფრთოვანების ობიექტებთანაც მხოლოდ საქმიანი საუბრებით შემოვიფარგლები.

დაღლილობისგან ზედმეტად გავნაზდი.

ინტერესიც გამინელდა და სიგარეტის შეცვლაზეც დავფიქრდი.

გამარჯობასაც ვამბობ და ენასაც აღარ ვიწვავ მოწევისას. ჰოდა, ის დრო ჯობდა გამარჯობას რომ არ ვამბობდი და სიგარეტის კვამლი რომ მახრჩობდა ამის გამო.

ის დრო ნამდვილად ჯობდა, ყველაფრის მოყოლა რომ შემეძლო და რაღაც ნდობასავით გრძნობა რომ მქონდა.

ის დრო მენატრება, შენი ნახვა რომ მყოფნიდა, ჩვენ ორ წინადადებიან საუბრებს რომ ვატრიალებდი გონებაში დაუსრულებლად, არაფერი რომ რაღაც მეგონა და შენზე კითხვა რომ მიყვარდა.

აი ის დრო, რომ მეგონა გაქცევით თავს ვუშველი მეთქი, წასული რომ არ ვიყავი და დაბრუნება რომ მეჩქარებოდა (გეგონება მელოდებოდა ვინმე).

შენი ზოგადი დახასიათება რომ მიყვარდა და წარმოდგენა რომ არ მქონდა კონკრეტულად შენ როგორი იყავი.

შენთან შეხვედრისას სათვალეს რომ ვიხსნიდი ხოლმე, შენი სახე რომ ვერ გამერჩია.

გაღვიძება რომ მიხაროდა და რომ მეგონა საღამოს მოსაყოლი მექნებოდა რამე, იმისთვის ვისთან მეგობრობაც ახლა კაპიკის ფასია.

ცხოვრება ხომ აღმართებისა და დაღმართებისგან შედგება? ადრე ხომ მეგონა რომ დაღმართი აუცილებლად ცუდს ნიშნავდა და კისრის მოტეხვის სინონიმი იყო, ხომ მინდოდა სულ ზემოთ მევლო?! ჰოდა, ძალიან ვცდებოდი!

ძვირფასო ფინიკი, ცხოვრება “სასრიალოა”, ასვლა დიდი ვერაფერი ხალისია, ერთი სული გაქვს დროულად აიარო კიბე და სუნთქვაშეკრული ჩამოჯდე კიდეზე, მთელი მუღამი ხომ ჩამოსრიალებაშია?

ჰოდა, ბედნიერ სრიალს გისურვებ! ეს სიამოვნება შეიძლება კისრის მოტეხვადაც ღირდეს. მთელი ცხოვრება სასრიალოს კიბეზე ჩემმა მტერმა გაატარა.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being ‘round.

tumblr_lw1nbcsfwv1qd9woto1_400

Advertisements

18 thoughts on “სასრიალოს კიბეზე

  1. თუნდაც ის რომ რაღაც მნიშვნელოვანი რომ ხდება ჩემს გარშემო აღარ ვიფიქრებ, რომ საღამოს მას მოვუყვები ამ ყველაფერს..

    Like

  2. პ.ს შენი ბლოგი ძალიან მომწონს. აქამდე მეგონა რომ შეუძელებელი იყო ორ სრულიად უცნობ ადამიანს ერთნაირი ემოციები ქონოდათ.. რაც შენი ბლოგის კითხვა დავიწყე მეეჭვება ეს ყოველივე. 🙂

    Like

    1. მიხარია რომ მოგწონს 🙂

      მეც ბლოგების კითხვისას აღმოვაჩინე რომ ადამიანებს შეიძლება ძალიან ერთნაირი ემოციები, დამოკიდებულებები და ცხოვრება გააჩნდეთ 🙂

      Like

  3. ორი დღეა, რაც სიგარეტი შევცვალე :). მე კი ჩამოსრიალების მეშინია. ასვლა მიყვარს და თან ყოველი საფეხურით მაღლა ასვლისას, ქვედას ვხერხავ… ცოტა ხანში ჰაერში აღმოვჩნდები გამოკიდებული 🙂

    Like

    1. 🙂 🙂 კიდევ ერთი დამთხვევა 🙂 რომელ სიგარეტზე გადახვედი?

      ჰაერში გამოკიდებაც არ უნდა იყოს ცუდი, გააჩნია როგორ შეხედავ.

      პ.ს. ჩემი ყველა კომენტარი შენს ბლოგზე (და სხვაგანაც) “ირაცხება” სპამად და ერთხელ თუ არ ამომიღებ მაგ სპამიდან სამუდამოდ მანდ დავრჩები :))))))))))

      Like

      1. მარლბორო თაჩზე-ნაცრისფერი. არ ხარ სპამად, ჩვეულებრივად დევს შენი კომენტარი. ჰმ, ვის გაუბედეს!!! 🙂 გადავამოწმებ მაინც.

        Like

  4. რა სასიხარულოა იმის მოსმენა რომ კიდევ დარჩა ემოციები დედამიწაზე 🙂
    მე საერთოდ გამითავდა და იმდენად გამომფიტა და გამომახმო , რომ ჩამოსასრიალებლად სახიდან ნიღაბს ვიხსნი და იმაზე ვჯდები რომ მთლიანად არ გამცრიცოს და გამაქროს ამ სასრიალომ 🙂

    Like

    1. მეც ვერ შევცვალე საბოლოოდ. კენტის ერთგული დავრჩი 🙂 დანებების მოთხოვნილების წინაშე ჯერ არ დავმდგარვარ, ჯიუტად მჯერა რომ თუ მოვინდომებ ეს პრობლემა არასოდეს იქნება, ახლა ამის სურვილი არ მაქვს.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s