20 წამი


ადრე ჩემ პატარა ოთახს არც ნომერი ქონდა და არც ჩემი გვარი იყო კარებზე გამოჭიმული, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ყოველი ღია კარის დღე უამრავი ნაცნობი ადამიანის სტუმრობით სრულდება და მეც სერიოზული მზადება მიწევს სტუმრების მისაღებად. ყველაფერი ზედმეტად სუფთა და სხვების გემოვნებაზე მორგებული გავხადე, საკუთარი თავი ყველა კუთხე-კუნჭულიდან გამოვგავე, გადაწმენდილ მტვერს გავაყოლე და ფანჯრიდან დაფერთხილ ჩვარზე მიკრული ფიქრები ჰაერში გავანიავე.

ისევ სხვების მიერ წინასწარ გამზადებულ ჩარჩოში გამოჭიმული უსახური პორტრეტი გავხდი, ნაძალადევად რომ იღიმება ისეთი.

უეცარი აფეთქება:

ყველას, ვისაც ეს ეხება,

მოგახსენებთ რომ ფეხებზე მკიდია თქვენი ზედმეტად მაღალ საფეხურზე მდგომი პერსონა, კიდევ უფრო მეტად მიმიფურთხებია იმისთვის თუ რა წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე და რა წარმოდგენა გაქვთ მათზე ვისაც აიძულებთ არჩევანი გააკეთონ. ფეხებზე მკიდია, რამდენით უსწრებთ მათ ვისაც თავისუფლებაში ზედმეტად ბევრი ადამიანის გადახდა უწევთ და რამდენი კილომეტრით ჩამოგრჩებით.

არა, გმადლობთ ნუ გამაცილებთ, უკვე იმდენჯერ დავაპირე აქედან გასვლა, კარებს თვალდახუჭული მივაგნებ.

20 seconds

Advertisements

7 thoughts on “20 წამი

  1. “ფეხებზე მკიდია, რამდენით უსწრებთ მათ ვისაც თავისუფლებაში ზედმეტად ბევრი ადამიანის გადახდა უწევთ და რამდენი კილომეტრით ჩამოგრჩებით.”-გადასარევი განაცხადია. დაწინაურების რა გითხრა, ისე ყველაზე დიადი და საუკეთესო დაბრუნება საკუთარ თავთან დაბრუნებაა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s