გასვლამდე


დღეს წვიმს. რაც აქ ვარ აუხსნელი ფორიაქის განცდას ვებრძვი, თუმცა უშედეგოდ. მოზღვავებული და ერთმანეთში არეული ემოციებით ვცხოვრობ. ხან მძინავს და ხან მგონია რომ მძინავს. მესიზმრება ის რისგანაც უნდა დამესვენა.  მგონია რომ თუ რამდენიმე დღით უკან მოტოვებულ ფიქრებს აღარ ვიფიქრებ, თუ არ ჩავერევი იქ სადაც ჩემ მაგივრად ჩემი ავტომოპასუხე უნდა ერეოდეს, რაღაცას დავაშავებ, მგონია რომ თუ მუდმივად პულსზე არ მეჭირება ხელი, რეანიმაციაში შეკრებილი ექიმები სიკვდილის დროს დააფიქსირებენ და სახეზე თეთრ ზეწარს წამაფარებენ.

ეჭვები მღრღნის, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს ვაყენებ ეჭვქვეშ. წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად ვარ ადამიანი, ყველაზე კარგად მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუმცა მგონია რომ სადღაც, პარალელურ განზომილებაში ჩემთვის განაჩენი გამოაქვთ, ან უბრალოდ მე თავად გამომაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენი და მავიწყდება, რომ ახლა ახალი მიზნების დასახვის დროა, ფასეულობების გადაფასების, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრების, იმედების გაცრუების და ახალი იმედების გაჩენის დრო.

საკუთარი ცხოვრება (ან ის რაც ყველაზე ახლოსაა ცხოვრების განმარტებასთან) მარიონეტების თეატრია და თუ ერთხელ მაინც დამისხლტება თოკები ხელიდან, შემდეგ ვეღარაფერს შევცვლი, ყველაფერი თავის ჭკუაზე განაგრძობს არსებობას და ფარდა კი არ დაეშვება, არა, ფარდის დაშვებას ვინ ჩივის, პირიქით ნამდვილი წარმოდგენა სწოედ ამ დროს დაიწყება და მეც მაყურებლის როლში აღმოვჩნდები. არადა, რატომღაც მჯერა, რომ სცენარის ავტორიც ვარ, დამდგმელი რეჟისორიც, მუსიკალურ გაფორმებაზეც თავად ვზრუნავ, ბილეთებსაც თავად ვყიდი და პოპ–კორნის დახლთანაც თავად ვარ წამოჭიმული, ყველაფერს ვმართავ და მაინც, მგონია რომ სადღაც, პარალელურ განზომილებაში, ჩემთვის განაჩენი გამოაქვთ.

მთავარია მჯეროდეს რომ მშვიდ ძილსა და დიდ მოლოდინებს ვიმსახურებ, მთავარია სხვებთან ერთად მეც არ დავაყენო საკუთარი თავი ეჭვქვეშ, მე ხომ სადღაც მართლა მჯერა, რომ ამას ვიმსახურებ.

გასვლის დროა. დღევანდელი ფორიაქისა და ბედნიერი გულის ცემის დასაწყისი: სადგური szell kalman ter, პირველი დანიშნულების პუქნტი: Ferenc Liszt International Airport, Terminal 2B, დანიშნულების პუნქტი 2: Aéroport de Charleroi Brussels. შეხვედრის ადგილი: Bruxelles- Central. დიდი ხნის უნახავი მეგობარი და არასდროს ნანახი ბრიუსელი.

და მაინც, ბოლო 12 დღეა ბედნიერი ვარ.

პ.ს. გილოცავთ ყველაფერს ერთად!

Advertisements

8 thoughts on “გასვლამდე

  1. გილოცანაავ. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, სპექტაკლი ბანალურ დრამას არ დაემსგავსოს… თუ ბანალურობას ვერ ავცდებით, კაი, ჰა, ჯანდაბას, დრამას ისევ მელოდრამა სჯობია :დ. გილოცავ :*

    Like

    1. მეც გილოცაავ :* ჰო, დრამას მელოდრამა ჯობია, ან საერთოდ რომანტიული კომედია, ბანალური მაგრამ სახალისო :დ :დ :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s