მკა


ამბობენ რომ იმაზე ნერვიულობას, რისი შეცვლაც უკვე აღარ შეიძლება, აზრი არ აქვს და უბრალოდ უნდა შეეგუო, დაივიწყო.

ასეცაა, რასაც ვერ შეცვლი, ვერ შეცვლი. მომხდარის შეცვლისკენ მიმართული ყველა მცდელობა იქნება ფუჭი და დროის უაზრო კარგვად შეირაცხება.

ჰოდა, სწორედ ამიტომ ფრაზის მეორე ნაწილზე უნდა გადახვიდე, სადაც საუბარი შეგუებასა და დავიწყებაზე მიდის.

დავიწყება ბოლო სტადიაა, მანამდე კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია გასავლელი.

იმისთვის რომ შეუცვლელი და უკვე მომხდარი მოვლენები მეხსიერების მტვრიან თაროზე შემოალაგო, პირველ რიგში აუცილებელია იმდენ ხანს იფიქრო მომხდარზე სანამ არ მიხვდები, რომ ახალს ვეღარაფერს აღმოაჩენ, რომ ყველა შესაძლო სცენარი უკვე მოფიქრებულ, განცდილ, გადატანილი გაქვს, რომ გული უკვე საკმარისზე მეტჯერ გაგიჩერდა, რომ საკმარისზე მეტჯერ გაუმეორე საკუთარ თავს თუ როგორი იდიოტი, არა იდიოტი კი არა, სრული იდიოტი და სამარცხვინო ადამიანია.

ყოველ ასეთ ფრაზას, პასუხად აუცილებლად მოყვება არგუმენტი „შეცდომა ყველას მოსდის“, „მერე რა“, „ვის არ მოსვლია“, „რა არის ამაში განსაკუთრებული“, „რატომ გადარდებს ასე ძალიან“ და ამგვარი, სრულიად უშედეგო განაცხადები, რომლებსაც მხოლოდ იმისთვის იმეორებ, რომ ნერვული შეტევისგან დაიცვა თავი (რაც არც თუ ისე შორ პერსპექტივაშია).

ყოველი დილა დაიწყება მომხდარზე ფიქრით, დაღამებისას დაქანცვამდე იფიქრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უკვე წარსულად ქცეული მოვლენის გამოსწორება, იფიქრებ მანამ, სანამ ისევ არ მიადგები ე.წ. ჭეშმარიტებას, იმ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც ის რისი შეცვლაც არ შეგიძლია, ნერვიულობად არ ღირს. ამ მომენტში ისევ სტარტზე ხარ და უკვე დაზეპირებული სცენარებისა და ლანძღვის წრეზე მიდიხარ.

მდგომარეობა განსაკუთებით მძიმდება მაშინ, როდესაც უკვე შეგუებულ და დავიწყებულ ანალოგიებს აღმოაჩენ, იმ თაროებზე, რომელზე შემოდებასაც უპირებ ამ, ჯერ კიდევ ცინცხალ მოვლენას. ჰო, ანალოგიები აორმაგებს საკუთარი იდიოტიზმის (იდიოტიზმი ვთქვი? უფრო მართებული იქნებოდა სრული იდიოტიზმი მეთქვა) განცდას.

არადა, გასახსენებელი ძირითადად ისაა ხოლმე, რის გამოც გვარიანად გყავს გამოლანძღული საკუთარი თავი. დანარჩენი არაფერი გამახსოვრდება.

რას ვაგროვებ? ვაგროვებ მომენტებს, რომლებიც შემეშალა და რომელთა გამოც საკუთარ თავს ყველანაირი სალანძღავი სიტყვა ვუწოდე.

***

მოვლენა: განსაცდელად „მხიარული მთები“, გასახსენებლად სასიამოვნო, დასაკვალიფიცირებლად რთული, გამოსასწორებლად დაგვიანებული, დასავიწყებლად ჯერ შესაგუებელი.

მდგომარეობა: გვარიანად (თუმცა არა საკმარისად) გამოლანძღული.

კომენტარი: „მოვლენა“ გადაჭარბებული ნათქვამია.

პროცესი: შედეგების მომკის პროცესში ყოფნისას შეგუების უაზრო მცდელობა.

კითხვა: რამდენი დარჩა დასასრულამდე?

საპასუხო კითხვა: მინდა დასასრული?

პასუხი: მინდა იმისთვის რომ შევეგუო, არ მინდა იმიტომ რომ ისეთი დასასრულის იმედი მაქვს, სადაც შესაგუებელი არაფერი იქნება.

დასკვნა: როგორც ყოველთვის ვაზვიადებ. არაფრისგან მობეზრებული ადამიანები, უმნიშვნელო შეცდომისგან ქვეყნიერების დასასრულს ქმნიან.

ხელს აწერს ზერო.

tumblr_lswssi15hX1qdyundo1_500

Advertisements

7 thoughts on “მკა

  1. რას ვაგროვებ? ვაგროვებ მომენტებს, რომლებიც შემეშალა და რომელთა გამოც საკუთარ თავს ყველანაირი სალანძღავი სიტყვა ვუწოდე.-ზუსტად… ოღონდ მე ამ პროცესს მშობიარობას ვეძახი

    Like

      1. რასაკვირველია გაუტკივარების გარეშე და კვირაობით აგონიით, აბორტზე კი უკვე აღარც მეფიქრება ხოლმე, რადგან რასაც ვაჩენ ის უკვე ისეთი უმნიშვნელოა, თითქმის აღარც არსებობს…

        Like

        1. “რადგან რასაც ვაჩენ ის უკვე ისეთი უმნიშვნელოა, თითქმის აღარც არსებობს…” – ზუსტად!! აი, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა

          Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s