Looking for Alaska


წიგნებზე არასოდეს ვწერ, თუმცა ვინაიდან ამ ჩვეულების დარღვევას ვაპირებ, ალბათ მართებული იქნებოდა მეთქვა „წიგნებზე თითქმის არასოდეს ვწერ“ მეთქი.

„ალასკა“ არც გეგმაში ყოფილა და არც იმ გრძელ სიაში, რომელიც კვირიდან კვირამდე იზრდება და ძალიან იშვიათად კლებულობს.

კვირა დღის მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში და „tumblr”–ს უაზრო ქექვაში აღმოჩენილ წიგნზე უნდა დავწერო, ოღონდ ისე კი არა როგორც ამას ზოგადად აკეთებენ ხოლმე (ვინაიდან ე.წ. „რევიუების“ წერის არც გამოციდლება გამაჩნია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამას სხვები ჩემზე გაცილებით უკეთესად გააკეთებენ), არამედ ისე როგორც მე მჩვევია, მე ანუ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრისას, ყოველთვის საკუთარ თავზე საუბრობს.

პარასკევი საღამოს ნაადრევი დასრულებისას, იმედგაცრუება კი ვიგრძენი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუაზე გამწყდარი დიალოგის დასასრულს, ყველაზე საინტერესო რამეს მეტყოდა, იმას რაც მაიძულებდა ერთდროულად შვებაც მეგრძნო (ეს რომ ადრე მცოდნოდა ისე მოვიქცეოდი როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი) და გულიც დამწყვეტოდა, იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვის ეს შანსი არასოდეს მიმიცია. პარასკევს რომ დიალოგი დამესრულებინა და კვირას „ალასკას ძიებაში“ წამეკითხა, დღეს აუცილებლად ვიქნებოდი სხვაგან, როგორც ის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც საკუთარი უპასუხისმგებლობით მაოცებს, რომელიც ძალიან მგავს და ამავდროულად არაფერი აქვს ჩემთან საერთო.

კარგია, როდესაც წიგნის კითხვას ისე იწყებ, რომ მასზე არაფერი გსმენია, არავის არაფერი უთქვამს და არც არავის რეკომენდაცია მოგისმენია, სხვანაირი გაურკვევლობის განცდა გეუფლება და იცი რომ ვერასოდეს შეიქმნი მოლოდინს მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, მეტიც, სანამ ალასკას კარებზე დააკაკუნებდე, ის მხოლოდ ამერიკის შტატი გეგონება, რომლისკენაც წიგნის მთავარმა გმირმა უნდა აიღოს გეზი (გიკვირს კიდეც, რატომ აგვიანებს ავტორი სიუჟეტის ამ „ცალსახა“ განვითარებას, ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია).

გაუბედავობა ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო, ალბათ ამიტომაც ვებღაუჭებოდი ზედმეტად გამბედავი და პირდაპირი პერსონაჟის მსგავსებებს ჩემთან. დიდ ხანს ლოდინი არ მომიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი კითხვა რომ დაუსვეს “Why do you smoke so damn fast?” ისეთი პასუხი გასცა მე რომ ვერასოდეს მოვიფიქრებდი “Y’all smoke to enjoy it. I smoke to die.” აწი მეცოდინება რა პასუხი უნდა გავცე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნახევრად წუწუნითა და ნახევრად ინტერესით მეკითხება რატომ ვეწევი სიგარეტს ყველაზე სწრაფად.

ყველაფერი უკუღმა ათვლით იწყება, მოვლენამდე რომელსაც ვერასოდეს გამოიცნობ, ან მე ვერასოდეს გამოვიცნობდი, რადგან წიგნზე არც არაფერი ვიცოდი და არც მისი კითხვისას გაჩენილი სიმსუბუქის განცდა მიბიძგებდა წინასწარ გამეთვალა ავტორის ჩანაფიქრი, ყველაზე უარესი რაც წარმოვიდგინე ის იყო, რომ ზედმეტად მორცხვ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მთავარ გმირს სკოლიდან გარიცხავდნენ.

პატარა ბავშვივით ვარ, ისევ მჯერა რომ პერსონაჟებს ჩემი შეცვლა შეუძლიათ. ჰო, კიდევ იმისიც მჯერა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ მიუხედავად ჩემი „წასაკითხი წიგნების“ თვალუწვდენელი ნუსხისა, მაინც და მაინც იმ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე, რომელიც რამდენიმე საათითაც კი არ მიმატებია ამ ნუსხას.

კიდევ უფრო ბავშვურმა იდეებმაც გამიელვა, ვიფიქრე შვილი თუ მეყოლება აუცილებლად ალასკას დავარქმევ მეთქი, სასაცილოა ხომ?! კიდევ უფრო სასაცილო იცი რა არის? როცა დედაშენს ინდიანა ქვია და თან ზუსტად იგივე მიზეზით. ალბათ გენეტიკურია.

წიგნი იმაზე თუ როგორ უნდა იყო „მისაღებად პირდაპირი“, როგორ უნდა დააგემოვნო ღვინო და მოწიო სიგარეტი, როგორ უნდა მოაწყო ბუნტი და როგორ უნდა ისწავლო რელიგია. იმაზე რომ ყველას განსხვავებული ინტერესი აქვს და ვიღაც თუ ცნობილი ადამიანების სიკვდილის წინა სიტყვებს აგროვებს, ვიღაც ქვეყნების დედაქალაქების დაზეპირებითაა დაკავებული, თუმცა არასოდეს უნდა კითხო ამ ადამიანებს, რატომ გააჩნიათ ეს ერთი შეხედვით უცნაური გატაცება, ყველაფერი ახსნადი არაა და უმეტესად მთელი იდეაც ის არის, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთია „არ ვიცი“.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თურმე არსებობს ძილის ისეთი სახეობა როგორიცაა That deep, can-still-taste-her-in-my-mouth sleep.

tumblr_ly7t9rZKU81qbg1lho1_500

Advertisements

18 thoughts on “Looking for Alaska

    1. ჰო, ძალიან სუბიექტურია და ძალიან, ძალიან ემოციური 🙂 ეს წიგნი ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა, თუმცა მაინც ვფიქრობ ხომ არ ვაჭარბებ მეთქი 🙂

      Like

  1. რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, როგორი უნდა იყოს ამ წიგნის დასასრული, რომ არ გაუფასურდეს-მეთქი და რომ დამთავრდა, მეგონა კიდევ უნდა იყოს გაგრძელება და ჩემს ასლს უბრალოდ აკლია დანარჩენილი ნაწილი მეთქი..

    Like

    1. ჰო, მეც შერეული შეგრძნებები მქონდა კითხვისას. დიდ ხანს ვერ გამოვიცანი საით მიყავდა ავტორს წიგნი და რა უნდა ყოფილიყო კულმინაცია, შემდეგ დაბლა დაშვება დაიწყო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s