პირველი


ჯერ კიდევ აგვისტოა, მართალია გვიანი, მაგრამ მაინც აგვისტო.

ვეღარ გავსამდი, მხოლოდ ასაკი მომემატა, თუმცა დღევანდელი თარიღივით ვიყოფი სამზე.

გამადიდებელი შუშით შესწავლილი სახეების კოლექციის გადასყრელად ვემზადები და ერთი ყველაზე მეტად მენანება, ჩემი კოლექციის პირველ ნომერს ბოლოს გავუშვებ სანაგვეზე, რიგით უკანასკნელი იქნება, ნომრით პირველი.

ერთ დღეს კი აუცილებლად გადააწყდება საკუთარ სახეს ერთ–ერთი სანაგვის ძირზე, ქარისგან აფართხალებულ კუთხეს მოკრავს თვალს და ნაცნობი გამოხედვა მიიზიდავს, ჩაძვრება და ამოიღებს, წვერზე მოკიდებს ხელს, მის იდეალურად სუფთა ხელებს შემთხვევით ჭუჭყი რომ არ მოედოს. ასეა, პირველები აუცილებლად იყოფიან სამზე და ამთავრებენ სანაგვეზე.

საგულდაგულოდ შეძენილ რეზინის ხელთათმანს ვირგებ თითებზე. აქამდე თუ მეგონა რომ სახეზე შეუმჩნეველი ღიმილი დასთამაშებდა, ახლა დარწმუნებული ვარ რომ მკაცრი და ოფიციალური გამოხედვა აქვს, მეც ეტიკეტის სრული დაცვით ვუწვდი ხელთათმანში შეფუთულ ხელს ჩამოსართმევად და ყოველგვარი ღიმილის გარეშე ვეუბნები რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა.

დამშვიდობების დროა! „პირველის“ სახე სანაგვეზე, მე სახლში.

ქუჩაში მიმავალს მახსენდება, რომ ადრე სიკვდილით დასჯილებს გზაჯვარედინებზე მარხავდნენ,  გზა რომ ვერ გამოეგნოთ და ვერასოდეს დაბრუნებულიყვნენ, მეც აუღელვებლად ვიღებ გეზს პირველივე გზაჯვარედინისკენ და სიგარეტის ნამწვავებისგან ამომწვარი ნაგვის ურნის დაღებულ პირთან ვდგები შეთქმულის სახით, ვდგები და უკანასკნელად ვსწავლობ სახეს რომელიც ურნაში ჩაღვრილი „კოკა კოლის“ გაზგასულ და სიგარეტის ნამწვავებისგან შედედებულ მასაში უნდა ჩავახრჩო. ისევ იღიმის და მინდება რომ ჩვენი ოფიციალური დამშვიდობება, თბილი ჩახუტებით ჩავანაცვლო, გავუღიმო და იმაზე უკეთესი ფრაზა მოვიფიქრო ვიდრე „სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა“–ა.

არაფერი მაფიქრდება, ხელთათმანს ვიხსნი და შიშველი ხელით ვუშვებ მწვანე ურნის ხახაში.

სახლამდე დარჩენილ ნაბიჯებს ვითვლი და ყოველ ჯერზე ვფიქრობ მივბრუნდე, სასწრაფოდ გადმოვატრიალო სანაგვე, სახლში მივიტანო, გავრეცხო, გავაშრო და თავიდან გავიცნო.

სიჩუმეს გასაღების გადატრიალების ხმა არღვევს, დიდ ხანს ვიწმენდ ფეხებს შესასვლელში, ზღურბლს თუ გადავაბიჯებ აღარ დავბრუნდები, ფეხსაცმლის ძირები უხეშად ეხახუნება ხაოიან ზედაპირს, კარები ღიაა, გასაღები კი კვლავ საკეტშია გაჩხერილი. შევდივარ და კარებს მაგრად ვაჯახუნებ.

გამთენიისას სტაფილოსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცებს მიყავთ სადღაც.

არადა ჯერ კიდევ აგვისტოა, მართალია გვიანი, მაგრამ მაინც აგვისტო.

tumblr_la8v8efwuM1qzlqbho1_500

Advertisements

7 thoughts on “პირველი

  1. უფ, ამოვისუნთქე. სანამ ბოლოშო ჩავედი შიშმა მომკლა, უკან არ ამოიღოს-მეთქი. მომილოცავს! დიდი საქმე დაგიწყია. წარმატებები.
    პ.ს. მე კაი ხანია დავავსე მთელი დუნიის ურნები 🙂

    Like

    1. მეც ბოლოში გასვლამდე დიდ ხანს ვიფიქრე უკან დაბრუნებაზე, თუმცა შემდეგ, შემთხვევით მოვიჯახუნე კარები 🙂

      პ.ს. რა საინტერესო იქნება ურნაზე მოსროლილი სუბიექტისთვის იმის ცნობება, რომ ნაგავში გადააგდე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s