გამარჯვებისთვის მზადება ისე დაიწყო, ბრძოლაზე არც უფიქრია. კისერზე „სიგელი“ ჩამოიკონწიალა და თავი „SS”–ის ოფიცერივით იგრძნო, ერთი ეგაა ორი ელვის ნაცვლად ერთი უბრდღვიალებდა ყელზე და არც შესაბამისი სამკლაური ეკეთა.
ჰო, არც ბრძოლა ქონდა მოსაგები და არც ვინმესთან შეჯიბრში უნდა მოეპოვებინა გამარჯვება, უბრალოდ იმ დღეს ასე გადაწყვიტა.
„თვალიერება ფეხებიდან არასოდეს უნდა დაიწყო დიდია იმის ალბათობა ზემოთ ასვლისას იმედგაცრუებულმა მზერა ისევ მიწაზე შეაჩერო, ოღონდ რამდენიმე წამის წინ მოწონებული ფეხების დანახვისას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაგიაროს.
სწორი ცხვირი და უკვე გვარიანად დანაოჭებული სახე აქვს, ჭაღარა თმა, გამყინავი გამოხედვა, ტუჩის ზემოთ აბიბინებული, ღია ფერის ულვაში და ტუჩებზე შემხმარი ვარდისფერი საცხი. მოხდენილად სიარული იცის, იცოცხლე, იმხელა ქუსლებზე შედგება და გამოკოხტავდება, მიდი და ზემოთ ასვლას ნუ გადაწყვეტ, არადა არ უნდა ახვიდე.“ – ისე დაიწყო მოყოლა, იფიქრებდი ჩვენებას აძლევსო. ცოტა ხანს შეჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და დიდ ხანს იფიქრა ღირდა თუ არა გაგრძელება, ხელით მაისურით საგულდაგულოდ დაფარულ, თოკზე ჩამოკიდებულ გამარჯვებას წაეპოტინა და ყელში ისევ გულის ბაგა–ბუგი იგრძნო.
„არადა, როგორი სახელი აქვს იცი?! აი, გაიძულებს კნინობითი ფორმა მოუძებნო და ისე მიმართო… ჰოდა, აბა გაბედე!
პრინციპულია, ოღონდ როგორი პრინციპული იცი?! ამ სიტყვას რომ შეგაძულებს ისეთი, ამისთანებზე უფრო ვირივით ჯიუტი ითქმის, თუმცა აბა ვირი მასთან და მით უფრო მის კოხტა მიხვრა–მოხვრასთან რა მოსატანია?!
თუ კარგ ხასიათზეა ხუმრობს კიდეც… ალბათ ამიტომაა იდიოტივით რომ ვიკრიჭები ხოლმე მასთან საუბრისას და ტელეფონის სადენის ყელზე შემოხვევის სურვილი რომ მიჩნდება. მისთვის? არა რა მისთვის, ჩემთვის, ჩემთვის! მის მოღერებულ ყელს, ჩემი ბინძური ხელებით როგორ შევეხები?!
აი, ისევ დამეწყო ვერბალური ღებინება, თავის, უფრო კონკრეტულად კი ენის მოთოკვა ვერაფრით ვისწავლე.“
გამარჯვება? ჰო, ცალკე აღებული გამარჯვება კარგია, უბედურება იმაშია რომ ცალკე ვერასოდეს აიღებ.
ორი რამ დანამდვილებით ვიცი, თვალიერება ფეხებიდან არასოდეს უნდა დაიწყო და არც გამარჯვება ატარო გულზე, თუ ბრძოლის არც შნო გაქვს და არც სურვილი.
რაღაცა დავძიმდი ხო იცი…კი, მასეა, სამწუხაროდ, გამარჯვებას ცალკე ვერ აიღებ… და ისედაც რაა გამარჯვება? ან არის კი?
LikeLike
არ აქვს მნიშვნელობა არც გამარჯვებას და არც არაფერს, მთავარია თავ გრძნობდე კარგად 🙂
LikeLike
სურათზე – შენი სიბერე. 🙂
LikeLike
ჰო, ალბათ 🙂 თუმცა იმედი მაქვს რომ მთლად ასეთიც არა (ოღონდ ასეთი როგორია არ ვიცი) 🙂
LikeLike