კბილებში ლურსმნებგაჩრილმა ყველა ფეხსაცმელი იატაკზე დავაჭედე, შემდეგ სათითაოდ ჩამოვუარე და მიწა მოვიზომე, მყარად ვიდექი, არც ერთი ნაბიჯი წინ და არც ერთი უკან.
ჩემ ყველა ფეხსაცმელს ძირი ძვრება, ჩანთით ყოველთვის დამაქვს ლურსმნები და წებო, ძირგამძვრალმა ჯერ ძირი რომ მივიწებო და შემდეგ მიწას რომ დავეჭედო. მაინც არასაიმედო ვარ, ხშირად ფეხშიშველი ვმოძრაობ და იმიტომ.
თურქეთში წარმოებული სტაბილურობა მაცვია და მაჭერს.
მიწა მტვრიანი თასმებით მეხვევა ფეხებზე და ლურსმნებისგან დახვრეტილ ძირებში წყალი შემდის. გაშრება და დავაწებებ.
მოუთმენლობას ვმკურნალობ და ნესტიან კვამლს ზუზუნით ვუშვებ ფილტვებში. გასაზიარებელი აღარაფერი დამრჩა.
ყველანაირ წესს ვექვემდებარები, იდეალურად სანდო და სტატისტიკურად გადაუხრელი ვარ.
ჯობდა მაშინ დავჭედებოდი მიწას, როცა თავი მწვერვალზე მეგონა.
მალე მიწას შევიხორცებ და აღარასოდეს დამეხევა ფეხსაცმელი.
Really enjoyed reading 🙂
LikeLike
^_^ მიხარია
LikeLike
იცი, რასაც დავწერ და ამიტომ იმას, რაც იცი, აღარ დავწერ… დაჭედებულობის ხარისხი ზრდის პოსტიდან პოსტამდე მანძილს…კოლეგა 🙂
LikeLike
კარგია რომ ეგ არ შეცვლილა 🙂
“დაჭედებულობის ხარისხი ზრდის პოსტიდან პოსტამდე მანძილს” – ზუსტად! 🙂
LikeLike
უფ, მოიცა, ამოვისუნთქო.
LikeLike
მე თიხიანი ფეხებით ვეწებები მიწას, შენ.. კიდევ ერთი გადაკვეთა.
კიდევ ერთხელ დავძიმდი.
LikeLike
“კიდევ ერთი გადაკვეთა.” ჰო, ალბათ კიდევ ბევრჯერ..
ჩვენ როდის გადავიკვეთოთ? 🙂
LikeLike
მომენატრა შენი პოსტები. ოღონდ მიწას ნუ შეიხორცებ რა, დახეული ფეხსაცმელები ერთად დავაწებოთ თუ გინდა.
LikeLike
მე შენ მომენატრე 🙂 დავაწებოთ :)))))
LikeLike