მყარად


კბილებში ლურსმნებგაჩრილმა ყველა ფეხსაცმელი იატაკზე დავაჭედე, შემდეგ სათითაოდ ჩამოვუარე და მიწა მოვიზომე, მყარად ვიდექი, არც ერთი ნაბიჯი წინ და არც ერთი უკან.

ჩემ ყველა ფეხსაცმელს ძირი ძვრება, ჩანთით ყოველთვის დამაქვს ლურსმნები და წებო, ძირგამძვრალმა ჯერ ძირი რომ მივიწებო და შემდეგ მიწას რომ დავეჭედო. მაინც არასაიმედო ვარ, ხშირად ფეხშიშველი ვმოძრაობ და იმიტომ.

თურქეთში წარმოებული სტაბილურობა მაცვია და მაჭერს.

მიწა მტვრიანი თასმებით მეხვევა ფეხებზე და ლურსმნებისგან დახვრეტილ ძირებში წყალი შემდის. გაშრება და დავაწებებ.

მოუთმენლობას ვმკურნალობ და ნესტიან კვამლს ზუზუნით ვუშვებ ფილტვებში. გასაზიარებელი აღარაფერი დამრჩა.

ყველანაირ წესს ვექვემდებარები, იდეალურად სანდო და სტატისტიკურად გადაუხრელი ვარ.

ჯობდა მაშინ დავჭედებოდი მიწას, როცა თავი მწვერვალზე მეგონა.

მალე მიწას შევიხორცებ და აღარასოდეს დამეხევა ფეხსაცმელი.

image

Advertisements

9 thoughts on “მყარად

  1. იცი, რასაც დავწერ და ამიტომ იმას, რაც იცი, აღარ დავწერ… დაჭედებულობის ხარისხი ზრდის პოსტიდან პოსტამდე მანძილს…კოლეგა 🙂

    Like

    1. კარგია რომ ეგ არ შეცვლილა 🙂

      “დაჭედებულობის ხარისხი ზრდის პოსტიდან პოსტამდე მანძილს” – ზუსტად! 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s