ISFP


ბრუნდება.

ჰო, ასე უნდა დამეწყო წერა, მიუხედავად იმისა რომ ჩანაფიქრიც სხვა მქონდა და ფიქრიც სხვა რამით დაკავებული.

საკუთარი თავის შეცნობის სურვილით დავვაადდი, ბევრი რამ წავიკითხე და ყველაფერს თავის კატუნით დავეთანხმე, ნამდვილად ასეა მეთქი, ჰო, ასეა და მერე?

ისიც გავიგე არასწორ ადგილზე რომ აღმოვჩენილვარ და სასწრაფოდ რომ უნდა გადავუხვიო გზიდან, ერთი ეგაა ეს გადასახვევები არსად ჩანს და თუ რამის შეცვლას გადავწყვეტ მთლიანი გზა კუდამოძუებულმა უნდა გავიარო უკან, ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდე და თავიდან დავიწყო სიარული. დროულია? დროული კი არა, ისეთი დაგვიანებულია, ამაზე ფიქრიც სასაცილოდ მეჩვენება. დამაგვიანდა.

ჰო, მე დამაგვიანდა და ის ბრუნდება. ეს ორი რამ კი ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუ მეც დაბრუნებას არ გადავწყვეტ და საბოლოოდ არ გადავუსვამ ხაზს, ყველა იმ მცირეოდენ დეტალს, რომელიც ჯერ კიდევ მეამაყებასავით.

როგორც ფსიქოლოგები წერენ, სიამაყე და პრინციპები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, მეც დაუფიქრებლად დავეთანხმე და ლამის ხელი მოვაწერე ყოველი აბზაცის ბოლოს, არადა, საბრალდებო დასკვნასავით ვკითხულობდი. ნუ, პრინციპში, მთლად მასეც არ იყო, ზოგი რამ მსიამოვნებდა კიდეც, მიყვარს როდესაც ჩემზე მესაუბრებიან, არ მიყვარს როცა მეუბნებიან რომ გავრცელებული ტიპი ვარ, თუმცა მეოთხე ადგილზე ყოფნა, დიდი უბედურება არ უნდა იყოს, ან კი რა არის მთელი მოსახლეობის 9%?! არც არაფერი.

მიუნხენში, ლუდის სმისას იმაზე კი არ ვფიქრობდი როგორც იქნა ეს ოცნებაც ავისრულე მეთქი, უფრო იმაზე ვფიქრობდი, რამდენიმე საათში რომ გამომიცხადებენ თბილისში ვეშვებითო, რა უნდა ვქნა მეთქი. სამომავლო გეგმებზე ჩამაფიქრეს და თუ აქამდე მომენტების კოლექციას ვაგროვებდი, მითხრეს დროა ხელშესახები და გრძელვადიანი ნივთების მოგროვება დაიწყოო, მიწაზე მყარად დადგე და ხვალინდელი დღის ან მომდევნო წუთის არ გეშინოდესო. თავით მივექანები 27–სკენ, მივექანები არაფრით, მიწას ოდნავ, მხოლოდ თითის წვერებით ვეხები და მომენტების შეგროვებას ვაგრძელებ.

არადა რა „დიადი მომენტები“ მე მქონია?! ერთი, ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი, საღამოებისა და დღეების მცირერიცხვოვანი კოლექცია მაქვს.

რთულად „ამოსახსნელიც“ ვყოფილვარ, ჰმ, ან რა ჭირად უნდა ამომხსნას ვინმემ, დალევა მიყვარს და სიგარეტი, ფეხზე დგომაზე ვოცნებობ და მიწის ტერფებზე შეხება როგორია არც კი ვიცი, ამას ალბათ მაშინ გავიგებ მთელი ტანით რომ გავიშხლართები, აუცილებლად უნდა დავიბარო „ჯერ ფეხზე დამაყენეთ“ მეთქი.

ერთნაირი ფსიქოტიპების შეკრებაზე, ვიღაც შემოიპარა და იკითხა, აი თქვენი ტიპის ადამიანს როგორ უნდა შევაყვარო თავიო, მე კი გავიფიქრე, თუ აქ მოხვედი და ამ კითხვას სვამ, უკვე უყვარხარ მეთქი. იქ ეს არ მითქვამს და აქ რა ჭირად დავიწყე გულის გადაშლა კაცმა არ იცის.

Camera 360

Advertisements

10 thoughts on “ISFP

    1. მიუნხენში 1 დღე აქედან და 1 დღე იქიდან ვიყავი (ბავშვობის ოცნება ავისრულე) 🙂 ისე ბუდაპეშტში ვიყავი “დაკარგული” 🙂

      Like

  1. ეეე შენ ჩემს ქალაქში ყოფილხარ გადაკარგული, მე ხო შინაგანად უნგრელი ვარ და ბუდაპეშტია ჩემი ქალაქი 🙂 როგორღაც უნდა მესაუბრო ჩემს ქალაქზე, რა შენი შეფასება და ემოცია და რა ჩემი 🙂 რამ გაყო. მეცნო, მეცნო, მეცნო.პ.ს. არ დაბრუნდე

    Like

    1. ჰოო, შენ ქალაქში ვიყავი და იცი რა კარგი ქალაქია?! 🙂 აუცილებლად ვისაუბროთ 🙂

      პ.ს. არ დავბრუნდები 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s