იქსი


ორზე ვიყოფით. ჩვენი მათემატიკური უნარები 2–ზე გაყოფითა და გამრავლებით შემოიფარგლება, ნებისმიერი შეკრებისას 8–ს ვიღებთ და შემდეგ თავიდან ვყოფთ ორზე.

შუბლზე გადაჭიმული კანითა და სიფხიზლისგან ამწვარი თვალებით  ჩავკირკიტებთ ციფრებს. მარტივად გასაშიფრები ვართ.

ჩვენი ცხოვრებისგან ერთუცნობიან განტოლებებს ვადგენთ, იქსი ყოველთვის ისაა, ჰოდა, ყოველთვის მას ვეძებთ.

მეუბნება რომ იგრეკი ვერასოდეს გავხდები, ასე ყველაფერს გავართულებთ და სისტემა დაგვჭირდება ამოსახსნელად, ვპასუხობ რომ ასე უფრო სამართლიანი იქნება, ერთის პოვნით მოვძებნით მეორეს, ახლა მხოლოდ მას ვეძებთ.

თავს ღირებულად გრძნობს, როცა გვერდით ტოლობას ვუწერ უაზროდ მიღიმის და მეუბნება რომ ისევ გაიყო ორზე.

 ***

მწერს „საშინელი დღეა 1–x=1“, ვპასუხობ „ცდები 1+ x=2“, მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ ისევ მწერს „ახლა შენ ცდები, 1+ x=8“, „8/2 ხომ არ დაგველია?“.

სანამ ის მაგიდაზე გაბნეულ შაქრის ნამცეცებს აგროვებს თითით, მე იქსი ნაპოვნი მყავს და ჭიქების ძებნაზე ვარ გადასული.

დილიდან მწკლატე გემო მაქვს პირში და თითებზე სიგარეტის სუნი ამდის.

„მათემატიკის მასწავლებელი ვიპოვნე“ – მეუბნება სასხვათაშორისოდ.

ვეჭვიანობ სხვასთან ერთად რომ მოუწევს განტოლებების ამოხსნა.

„იქსი ვინ არის?“ – ვეკითხები იქსს.

„მათემატიკაში იქსი ადამიანი არ არის.“

„ორუცნობიან განტოლებებსაც ამოხსნით?“ – ისევ იგრეკობაზე გამექცა ფიქრი.

„ახლა არ მკითხო იგრეკი ვინ იქნებაო“ – გაღიზიანებული მიბრუნებს პასუხს.

 ***

როცა ორზე გაყოფა და ერთ უცნობიანი განტოლებების ამოხსნა გვბეზრდება, მათემატიკის მასწავლებლებს ვპოულობთ ხოლმე.

solve

Advertisements

10 thoughts on “იქსი

    1. Rusa

      ნუ დარდობ, მთავარი ემოციაა, რომელიც გრჩება 🙂 ფინიკიმ კი, არა მგონია, უემოციოდ დაგტოვოს 🙂

      Like

    2. ჰოო, ბევრი წერისას არც მე მიფიქრია, უბრალოდ რაც მომდიოდა თავში იმას ვწერდი, ვერ ვიტყვი დიდი აზრი ჩავდე მეთქი 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s