წუთში 83


ფიქრს გადაჩვეულივით ვეძებ გამოცარიელებულ ტვინში შესაფერის სიტყვებს. გადაუბმელ წინადადებებს ვტყორცნი ფურცელს და მგონია რომ არაფერი გამოდის.

მეღიმება. არა, კი არ მეღიმება, მეღიმილება. ყოველგვარი სიყალბისა და თავის მოკატუნების გარეშე მინათდება თვალები და სასიამოვნოდ მტკივა სახის კუნთები.

მინდა სათითაოდ ჩამოვუარო ყველას ვისაც ჩემი სახიდან ამ ახლად გაჩენილი პოზიტივის წაშლა უნდა, ძალიან ახლოს მივიდე მათთან და მთელი გულით გავუღიმო.

გაიშვიათებულ ემოციებს განვიცდი გახშირებული გულისცემით.

მიხარია რომ ხელის ოდნავი შეხებითაც მესინჯება პულსი.

თქვენი გული წუთში რამდენჯერ გეუბნებათ რომ ცოცხალი ხართ? ჩემი 83–ჯერ. ოღონდ, ისე, მონოტონურად კი არ ბაგა–ბუგობს, მუსიკაზეა გადაწყობილი და ნოტებს ყვება. მერე რა რომ სმენა არც მე მაქვს და ალბათ არც ჩემ პულსს.

ვცხოვრობ წუთში 83–ჯერ დარტყმის სიჩქარით.

Advertisements

7 thoughts on “წუთში 83

  1. წუთში 83 უკვე ტაქიკარდიაა 🙂 თუმცა თუ პულსი დადებითი ემოციით იმატებს, ეგ არ საჭიროებს მკურნალობას და კარგია. დამავიწყდა, ბოლოს როდის ამიჩქარა პულსი დიდმა ემოციამ, კარგმა, თორე გლახა ემოციები იცოცხლე, თავზესაყრელია 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s