დეტოქსიკაცია


„აჩქარებული პულსი და გახშირებული ფიქრები დამჩემდა. გაშავებული თითები და გამომშრალი კანი, სიგარეტის კვამლით გემრიელად გაჯერებული სუნთქვა და ალკოჰოლისგან მოწამლული სისხლი… დღეიდან დეტოქსიკაციას ვიწყებ.

საბნის აუხდელად შევწვები საწოლში და მოკრუნჩხულ თითებს ტუჩებთან მივიტან, მხურვალე სუნთქვას შევუბერავ და შევთბები.“ – უაზროდ ვლუღლუღებ ჩემთვის.

„ზედმეტად მხატვრული ხარ. ვერ ვიტან ამ გამოლიტერატურულებულ წინადადებებს, ფრაზებს შორის წარმოსახვით დასმულ სამ წერტილებსა და ღრმა აზრებს. უმეტეს შემთხვევაში ეს საშინლად ყალბი და უადგილოა ხოლმე“ – მპასუხობს, ისიც თავისთვის.

„ეს ადრეც გითქვამს. ჰოდა რაღა აზრი აქვს გამეორებას?! ფაქტია რომ მიუხედავად შენი ასეთი კატეგორიული დამოკიდებულებისა, ჩემ ხმამაღალ ფიქრებში გამოლიტერატურულებული ფრაზები და წარმოსახვითი წერტილები უხვად მოიძებნება.“ – ვამბობ, ახლა უკვე მის გასაგონად.

ორივე ვჩუმდებით. გონებაში ფიქრები არამხატვრულად მიერეკებიან ერთმანეთს და ყველაზე არალიტერატურული აზრების განხილვაში მხდიან სულს.

ბალიშის ქვეშ შენახულ სალოცავს საყურეების მთელი კოლექცია ფარავს, იმ საყურეების, მოხსნა რომ მავიწყდება ხოლმე და შემდეგ ყურის უკან მსუბუქი ჩხვლეტით რომ მახსენებენ თავს.

გაუმართავი წინადადებების მთელ კოლექციას ვაფრქვევ ოთახში და მისგან პასუხს იქამდე ველი სანამ არ აღმოვაჩენ რომ პასუხის გაცემაზე პასუხისმგებელიც თავად ვარ. ასეთი დიალოგები მხოლოდ საკუთარ თავთან თუ შეიძლება გამართოს კაცმა, სხვა ვერასოდეს გამოიცნობს ამგვარი სიზუსტით იმას თუ რისი მოსმენა გსურს კონკრეტულ მომენტში.

ზედმეტად თხელი ფარდები აქვს ჩემ ოთახს, სიმყუდროვის განცდა არასოდეს მაქვს და საკუთარ თავს გარედან ვაკვირდები ხოლმე, სილუეტს დავსდევ და ყოველთვის ვამოწმებ საათს როდესაც შუქს ანთებს და მაისურის გაძრობას იწყებს.

რეალური ადამიანები მაჩქარებენ, ისინი ვისგანაც ვერასოდეს მივიღებ სასურველ პასუხებს.

დეტქოსიკაციის გადაწყვეტილების პასუხად ცხვირში სპირტის არომატი მიღიტინებს, ხელებში კი უკვე ფილტრის წვაზე გადასული სიგარეტის ღერი მადნება.

Advertisements

16 thoughts on “დეტოქსიკაცია

    1. ჰოო, მაგიტომ იყო პარასკევს მწვავე ინტოქსიკაციით რომ ვიწექი მთელი დღე 🙂 როგორც მეუბნებიან ჩემი წარმოდგენა სიგარეტისა და ალკოჰოლის გარეშე შეუძლებელია 🙂

      არ მეგონა ჩემ გარდა სხვებსაც თუ ქონდათ საყურეების კოლექცია ბალიშის ქვეშ 🙂 შეგვიძლია გავაკეთოთ კლუბი “ბალიშის ქვეშ საყურეების შემნახველთა საზოგადოება” 🙂 🙂

      Like

      1. საფუძვლიან დალაგებას რომ ვატარებ ხოლმე არა მარტო ბალიშის ქვეშ, არამედ საწოლის ქვეშიდანაც უამრავიგამომაქვს-თანაც იმდენიმაქვს საყურეებზე ვგიჟდები და სულ არეტყობა ხოლმე ჩემ კოლექციას რამდენიმე წყვილითუარ არის ადგილზე.ასე რომ მაგ საზოგადოების ღირსეულიწევრივიქნები.

        Like

        1. მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამოჩემება ვიცი ხოლმე და ძირითადად
          ერთი და იგივე მიკეთია, ამიტომ რომელიმეს გაქრობას მარტივად ვამჩნევ 🙂 მე თაროს უკან ვპოულობ ხოლმე კიდევ 🙂 🙂

          Like

          1. მე კიდევ დამცინიან მეგობრები იმდენი გაქვს უკვე მთელი წელი რომ სხვადასხვა საყურე გეკეთოს მომავალიწლისთვისაც დაგრჩებაო-მაგრამ მაინც მჩუქნიან-ბიჟუტერია მიყვარს ხარისხიანი და ხელნაკეთი საკუთარი.

            Like

            1. მე მთლად ეგრეც არ ვარ, ძირითადად საყურეებზე მაქვს გადახრა, სხვა სახის ბიჟუტერიაზე ნაკლებად 🙂 თუმცა საკუთარი ხელით ვერაფერს ვაკეთებ 🙂 კლუბის თავმჯდომარეობა გეკუთვნის მოკლედ 🙂

              Like

  1. საკუთარი თავი რო არ გვყავდეს რა გვეშველებოდა, ვინ გაგვამხიარულებდა ლაპარაკით და თავისი უცნაურობით მარტო დარჩენილებს ოთახში… ვინ ამოღებდა ჩვენს მაგივრად კოლოფიდან სიგარეტს და ვინ მოუკიდებდა… ვინ გამორეკავდა ჩვენსკენ სპირტის სურნელს… ვინ ვერ აიტანდა სამ წერტილებს წინადადებებს შორის … 🙂 🙂

    Like

  2. 1-ბალიშის ქვეშ ნახევრად მძინარე რომ ამოდებ საყურეს, მერე დილით ან პოულობ და ან ვერა :)2-“რეალური ადამიანები მაჩქარებენ, ისინი ვისგანაც ვერასოდეს მივიღებ სასურველ პასუხებს.” 3- ნიკოტინი რამდენიც გინდა, აი დალევას კაი ხანია შევეშვი, გული არ მანებებს 🙂 და ყველაზე ახლობელი და გასაგები მომენტი-როცა კითხვებს მხოლოდ საკუთარ თავს უსვამ, რადგან პასუხს მხოლოდ მისგან თუ მიიღებ… ისე მარკ ტვენს რომ ჰკითხეს, საკუთარ თავს თუ ელაპარაკებითო, რასაკვირველიაო, მიყვარს ჭკვიან ადამიანებთან საუბარიო 🙂

    Like

    1. ბოლოს რომ დავლიე (ეს ჯერ კიდევ 6 დღის წინ იყო) მეორე დღეს ვკვდებოდი ინტოქსიკაციის შედეგად, მაშინ გადავწყვიტე დეტოქსიკაცია, მაგრამ გადავრჩი და ახლა ისევ მიღიტინებს ხოლმე ფიქრები ალკოჰოლზე 🙂 ოჰ, ეს გული 🙂

      მართლაც მაგ კუთხით თუ შევხედავთ კარგია ჭკვიან ადამიანებთან საუბარი 🙂 🙂

      Like

  3. “ასეთი დიალოგები მხოლოდ საკუთარ თავთან თუ შეიძლება გამართოს კაცმა, სხვა ვერასოდეს გამოიცნობს ამგვარი სიზუსტით იმას თუ რისი მოსმენა გსურს კონკრეტულ მომენტში.”–ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ მე მყავს ერთადერთი ისეთი, რომელთანაც შემიძლია ისეთივე დიალოგი გავმართო, როგორც საკუთარ თავთან 😉
    და ჰო, არაჩვეულებრივი ხარ, რაც მგონია რომ ზედმეტ აღნიშვნას არ საჭიროებს, ისედაც ხვდებიან არაჩვეულებრივები, რომ არაჩვეულებრივები არიან (როგორ გამტკუცავდა გართულის მასწი ამდენი ტავტალოგიისთვიიიიის)

    Like

    1. მაგარია ასეთი ადამიანი რომ გყავს, საკუთარი თავის გარდა სხვასთანაც შეგიძლია საუბარი 🙂

      დიდი მადლობა 🙂 ტავტოლოგიას ზოგჯერ ვერც მე ვუვლი ხოლმე გვერდს 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s