უძილო და გაფილტრული


უძილო და გაფილტრული ვარ. თითებზე ღვინის სუნი ამდის, მთვრალივით ვფიქრობ და მხუთავ აირს ვუშვებ ფილტვებში. სიტყვები ყელში მეჩხირება, თითებს კი კლავიატურასთან შეხების წარმოდგენაზეც კი ზარავთ.

დაგვიანებული ვარ, შეშინებული, აღსარების სურვილით შეპყრობილი და ურწმუნო. მინდა მომისმინონ და კვერი დამიკრან, მინდა იქმადე ვილაპარაკო სანამ პირზე ხელს არ ამაფარებენ და არ მეტყვიან რომ „საკმარისია“.  ჰო, არეული ვარ და დამლაგებლის მოყვანა მჭირდება, ტვინის ყველა უჯრედზე იმხელა მტვერი მადევს, ფიქრის დრო რომ მოდის პირზე ხელს ვიფარებ და ცხვირზე თითებს ვიჭერ.

იმ სიმღერის ტექსტივით ვარ მუსიკის გარეშე რომ კითხულობენ და რომ უკვირთ რატომ არაფერი გამოდისო, მელოდიის აჟღერებისას ჟრუანტელი რომ უვლით ტანში და სიტყვები ახლებურ დატვირთვას რომ იძენენ.

ჩახლეჩილი ხმა მაქვს და გაუმართავი წინადადებები, გამომშრალი ტუჩები და უცნაური მუსიკალური გემოვნება.

ტვინის შეფერადებულ კედლებზე საღებავი მძვრება, სასოწარკვეთისგან სასოწარკვეთის მიზეზებს ვეძებ და ვხვდები რომ ვმეორდები.

ნარდის თამაში არ ვიცი და ვისკის ვიყუდებ სიმთვრალის მოსამიზეზებლად, პოკერის თამაშს ვთავაზობ და როიალ ფლეშის მოსვლის იმედი მაქვს, ვამბობ უიღბლო ვარ მეთქი და ბავშვობაში ნაპოვნი ფული მახსენდება.

გამბედაობა მაკლია და ყველაზე რისკიან ნაბიჯებს ვდგამ. პატიება მჭირდება და ბოდიშის მოხდა არ შემიძლია.

დამაშვიდებლებისა და კოფეინის ზედმეტი დოზისგან მოწამლული სისხლი მაქვს და ისეთი დაბალანსებული ვარ უჭმელზეც კი გული მერევა.

Advertisements

8 thoughts on “უძილო და გაფილტრული

  1. ‘სასოწარკვეთისგან სასოწარკვეთის მიზეზებს ვეძებ” მეც ხშირად. მაგრამ ჯერაც ვერ მივმხვდარვარ რომ ვმეორდები

    Like

  2. კოფეინი, ნიკოტინი და გრანდაქსინი-ჩემი სისხლის შემადგენლობა.ჩვენ ჩვენს განწყობებში ვმეორდებით, რაც გინდა გვეგონოს, რომ წრეზე არ მივდივართ…

    Like

    1. კი, ნებისმიერ შემთხვევაში ვიმეორებთ საკუთარ თავს. დამამშვიდებლებმა, ისევე როგორც კოფეინმა და ნიკოტინმა შეჩვევა იცის.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s