შავებში


შავი ამტანი ფერია, დიდ ხანს შეიძლება გეცვას, სხეულსაც საუცხოოდ ფარავს, იმაზე მეტად გამხდარსაც გაჩენს ვიდრე ხარ და ლაქებიც ნაკლებად ეტყობა, მაინც და მაინც თუ თეთრ ცარცს არ გაეხახუნები უზადო იქნება. მგლოვიარეებსაც შავები აცვიათ ხოლმე და მკვლელებსაც, ზოგჯერ კი ამ ორს სხვაც ბევრი აქვთ საერთო. ისეც ხდება რომ ერთნაირად განიცდიან წყურვილს, ერთი განსხვავებით – ერთს უკვე საკმარისზე მეტი წყალი აქვს დალეული მეორე კი წყაროს გამხეცებულ ძიებაშია.

დედამიწა მრგვალია, ვფიქრობ სიმბოლური დატვირთვა უნდა ქონდეს ამას, უმეტესად წრეებზე დავდივართ ხოლმე, მიცვალებულებსაც წრის დარტყმით მივაგებთ პატივს. ისტორიასაც უყვარს გამეორება და ხალხიც სიამოვნებით დგება იმ საწყის პოზიციაზე საიდანაც წინა ჯგუფმა აიღო სტარტი და ცოტა ხნის წინ ფინიშის ხაზიც კი გადაკვეთა. მერე რა თუ ფინიშის ხაზი პირდაპირ პირდაღებულ უფსკრულზე გადიოდა?!

ჰოდა, შავზე გეუბნებოდი, შავი ათავისუფლებს, რაღაცნაირ შენიღბულობის შეგრძნებას ბადებს ჩემში და ვერბალური ღებინებისთვის განმაწყობს, არ შეიძლება ყელში გაჩხერილი სიტყვების ყლაპვა, ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს და წაგვლეკავს.

რატომღაც მგონია რომ წარმოსახვით ღილაკზე თითის ერთი შეხება საკმარისია იმისთვის რომ შავების საყოველთაო ღებინება მოეწყოს.

სირცხვილი ის გრძნობაა რომელიც შავებში გამოწყობილსაც კი შემახსენებს რომ ჯერ კიდევ ადამიანი ვარ, რომ გადმონთხეულ სიტყვებს ემოციების ჭაობში ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჩავუთრევივარ, საკუთარი თავის პატივისცემას რომ დავკარგავ ანაც პირიქით არასოდეს დავაყენებ ეჭვქვეშ მაშინ მივხვდები რომ უნდა დამდონ დივანზე და სიმბოლური წრეები მარტყან შავებში ჩაცმულს ასევე შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა, მათ ვისაც სირცხვილის გრძნობა ჯერ კიდევ ახსენებთ რომ ადამიანები არიან და საკუთარი თავის პატივისცემას აღუდგენთ მკვდრეთით.

ზედმეტად ვხლართავ ყველაფერს.

უცნაურია, ბოლო პერიოდში საკუთარი ბრალის აღიარება უზნეობად მიმაჩნია, მგონია რომ ამაზე დიდი შვება არ არსებობს, რაც ისევ საკუთარ კომფორტზე ორიენტირებულობას ნიშნავს, თუმცა მჯერა რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბრალის შეგრძნება აღარ აქვთ და შვებისთვის არც მისგან გათავისუფლება სჭირდებათ, ე.ი. სანამ ვგრძნობ ყველაფერი დაკარგული არ არის.

ისევ შავებს დავუბრუნდი. ნამდვილებიც და ყალბებიც გაშავდნენ, ჯერ ცარცს არავინ გახახუნებია და ლაქებიც შეუდარებელი ოსტატობით ჩაყლაპა ფერმა. ხელთათმანები დაგვავიწყდა ბატონებო ხელთათმანები, ხელებზე დაგვემჩნევა ის ლაქები ტანსაცმელმა რომ დაფარა.

არადა ვერ ვიტან მათ ვინც ვერ იტანს იმას რისიც მე მჯერა, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან მათ ვინც ვერ იტანენ მათ ვისაც სხვა რაღაცის სჯერათ, ამ აგრესიასაც ვერაფერს ვუხერხებ და გაოფლილ ხელებს ვიწმენდ შავზე, რომელსაც არაფერი ემჩნევა. ისევ უნდა ვაღიარო ბრალი, ზედმეტად დამაწვა გულზე, ძალების მოსაკრებად აუცილებლად მჭირდება შვება, თორემ ასე თუ გაგრძელდა აგრესიის ახალი ტალღისთვის, აღშფოთებისთვის აღარ დამრჩება ადგილი.

ყოველ დღე რომ აღებინებდე და დამლაგებელს შენი ნარწყევის სუნზე პასუხად ერეოდეს გული დამლაგებლის ბრალი იქნება? ალბათ!? ახალი დამლაგებელი უნდა მოძებნო დაუყოვნებლივ!!!  იქნებ იმან მაინც შეიკავოს თავი?!

ან.. ან იქნებ ხორხში თითების გაყრას უნდა მორჩე ოთახში პასუხად რომ არავინ გირწყიოს?!

Advertisements

8 thoughts on “შავებში

  1. სხვა ემოცია ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა… ზოგისთვის შვება სხვისი დადანაშაულებაა და საკუთარის არდანახვა. მე პირიქით ვარ, ყველაფერში საკუთარ შეცდომას ვეძებ. მშვენიერი რემედეოსი გამახსენდა: “ყარს, ყველაფერი ყარს!”

    Like

    1. ეს მუდამ საკუთარი შეცდომის ძებნაც ზოგჯერ სენია ხოლმე (მეც ვარ მაგ სენით ავად). თუმცა უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებლობის აცილების საშუალებას არ გაძლევს და მუდმივად სხვებისკენ არ იშვერ თითს ან არ უშენ ქვებს.

      Like

      1. ხო, ზედმეტად ჰუმანურია სხვის მიმართ და სასტიკი საკუთარი თავის მიმართ. ვისაც ეს აქვს, ის გადამეტებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა, კოლეგა 🙂

        Like

    1. დიდ ხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა, დაწერის შემდეგ გამომექვეყნებინა თუ არა. მიხარია რომ აზრი გადმოვეცი, ესეც მეეჭვებოდა მოლი, გმადლობ.

      Like

  2. საუკეთესო პოსტია, რაც წავიკითხე მოცემულ ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

    “რომ შავების საყოველთაო ღებინება მოეწყოს”<< შენში ფაქტების ისეთი ასახვა მომწონს, სადაც ფაქტი არ არსებობს, მხოლოდ დამოკიდებულება მათდამი. არც ერთ პოსტში არ წერ რა მოხდა, არამედ, რა დარჩა მომხდარისგან. და მე მომწონს, რომ შენი სტილი გაქვს, იმდენად სახასიათო, რომ კოპი–რაითის გარეშეც გაგარჩევ, ჩახლართულო 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s