ზეროები


„რამდენიმე წითელი ლაქა ჩემს თეთრ საყელოზე და კვამლით გვარიანად გაჯერებული ტუჩები“. – მომწერა და თითქმის ვიგრძენი როგორ შეწყვიტა სუნთქვა პასუხის მოლოდინში. მაშინ მივხვდი რომ არსებობს შემთხვევები როდესაც პასუხი აუცილებელია, თუმცა შეუძლებელი.

მე როგორც წესი არც საუბრის დაწყება ვიცი, არც დაწყებულ საუბარში ჩართვა და არც ჩართვის შემდეგ მისი დასრულება. თავის ქნევა და უადგილო ღიმილი კი იცოცხლე, შესისხლხორცებული მაქვს და ამ ჟესტების ჭეშმარიტი პროფესიონალი ვარ.

დახურული სივრცის არ მეშინია და ვერც ინტელექტუალის სახით ვიტყვი „კლაუსტროფობია“ მჭირს მეთქი, თუმცა დახურულ სივრცეში სხვა ადამიანებთან ყოფნას ვერ ვიტან, რატომღაც ყოველთვის მგონია რომ ვალდებული ვარ გავართო სანამ ერთად ვიქნებით, თან ერთმანეთი კი არ უნდა გავართოთ, არა, როგორ გეკადრებათ?! მე უნდა ვიტვირთო საუბრის წამომწყების, გამგრძელებლისა და დამსრულებლის როლი, თუმცა ვინაიდან არც ერთი მეხერხება, არც მეორე და თქვენ წარმოიდგინეთ არც მესამე მხოლოდ უცნაურად ვცმუკავ ხოლმე და ზოგჯერ გასაღებს ვაჩხრიალებ ხელში, ჩემ გატეხილ ბრელოკს ვუყურებ, უფრო სწორად სამ ფეხიან ეიფელის კოშკს და ნაძალადევად ვიხსენებ როგორ ვიყიდე ის პარიზში. პარიზი რომ ნაძალადევად გასახსენებელი გაგიხდება ადმიანს…

მწირი მოგონებების მქონე ადამიანებს მოგონებებში ქექვა განსაკუთრებულად უყვართ და დიდ ძალისხმევასაც ხარჯავენ რომ ერთი და იგივე ფაქტი რამდენჯერმე არ მოყვნენ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, იმათ კი ვისაც მწირი მოგონებები და ფრიად ვიწრო საზოგადოება ყავთ, სხვა გზა არ რჩებათ და ფიქრობენ რომ „მთვრალზე განმეორებით მოყოლილი ისტორიაც წავა“ რა თქმა უნდა განახლებული დეტალებით, მაგ. იმ დღეს გადასარევი ამინდი და ლურჯი ცა კი არ იყო, არა რაღაც გერევათ, ქარი უბერავდა სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით და ღრუბლებს ნაგლეჯ–ნაგლეჯ მიერეკებოდა თქვენს თავზე.

ამინდის ხსენებას არ ვაპირებდი, მაგრამ რახან სიტყვამ მოიტანა არ შემიძლია ამას არ შევეხო, ამინდი რომ არ არსებობდეს ჩემნაირებს არაფერი ეშველებოდათ, ლიფტში მეზობელთან აღმოჩენისას, გმინვის შემდეგ ნამდვილი ხსნაა იმის თქმა თუ როგორ დაცხა, ან რომ შარშან ამ დროს კიდევ უფრო ცხელოდა ან კიდევ უკეთესი „ამბობენ ხვალ უფრო ცხელი დღე იქნებაო“, ჰო ეს უკანასკნელი ნამდვილად ყველას ჯობია, ამ დროს აუცილებლად უნდა შემოგხედოს „თანამოსაუბრემ“ ნაძალადევად გაფართოვებული თვალებით და კიდევ უფრო ნაძალადევად შეწუხდეს შენ მიერ ყურით მოთრეულ ინფორმაციაზე. ყურით მოთრეული ეძახეთ და მზად ვარ დავიფიცო, რომ ვისგანაც ეს გავიგე მან თავად ნახა ამინდის პროგნოზი. აჰ, ახალ თემასაც მივადექით, უხერხულობის მოსაკლავად იუმორი ხომ საერთოდ გადასარევი რამაა, ჰოდა იხუმრებ „ამ ბოლო დროს სინოპტიკოსები დიდი სიზუსტით გამოირჩევიანო“ (აქ მთავარია ინტონაცია იყოს სწორად შერჩეული, რას გაუგებ ამ ხალხს, ვაი და სერიოზულად მიიღონ), ისიც გაგიღიმებს საპასუხოდ და თუ ძალიან გაგიმართლებს პირზე ხელსაც მიიფარებს ზრდილობიანი გადაკისკისებისთვის. არადა არ ეცინება, ვის ატყუებს საერთოდ ეს ნაძირალა და ეს კომუნისტების გადმონაშთი ლიფტიც რომ ძლივს მიათრევს სხეულს (ჩვენ სხეულებზე რომ აღარაფერი ვთქვა).

რა მაგის პასუხია და ჩემი მეგობარი ამბობდა ადამიანები ორ ტიპად იყოფიანო, გვიან აღმოვაჩინე რომ ადამიანებზე კი არა კონკრეტულად მდედრობით სქესზე საუბრობდა, მითხრა არსებობენ პირველები და სათადარიგოები. ვკითხე მე რომელი ვარ მეთქი და მიპასუხა „არც ერთიო“, ყოველთვის ასეა უჯგუფოდ უნდა დამტოვონ ხოლმე, სადღაც გამაკვეხონ, წრეში ჩამაყენონ და თაყვანი მცენ იმის გამო რომ ყველაფერზე მაღლა ვდგავარ. მე რომ მკითხოთ თუ არც პირველი ხართ და არც სათადარიგო უეჭველად ზეროების ჯგუფში გაგაერთიანეს. ჰოდა, რომში მეორე კაცად ყოფნა ჯობია თუ სოფელში პირველობა? მე რომ მკითხოთ ზეროების ჯგუფის დედოფლობა დანარჩენ ორ მსხვილ ჯგუფში გაერთიანებას აშკარად ჯობია, ჰო კიდევ უფრო მეტს თუ მკითხავთ ხშირად სათადარიგოები იმაზე მეტად არიან პირველები ვიდრე თავად პირველები, ან ეს პირველები რომის პიველებთან საერთოდ რა მოსატანები არიან.

Advertisements

15 thoughts on “ზეროები

  1. დედოფლობის რა გითხრა, თორემ ისე მეც ზეროების ჯგუფში ვარ 🙂 კლაუსტროფობია არც მე მაწუხებს, თუ მარტო ვარ იმ ჩაკეტილ სივრცეში, აი გაშლილი სივრცის კი მეშინია, სიმაღლისაც, დიდი სახლების, მოგლეჯილი, მუსკულებიანი კაცების და ღია კარების :). ამინდზე საუბარი კი მართლაც გამოსავალია ხშირად.

    Like

    1. ოჰ, დედოფლობაზე თავს ვერც მე დავდებ, ერთი ეგაა თითქმის ყველა შემთხვევაში ზეროების ჯგუფში ვარ ხოლმე და ეს უპირატესობა მექნება 🙂

      მუსკულებიანი კაცები მაგარი იყო 🙂
      ამინდზე საუბრით ვსულდგმულობ მე 🙂

      Like

  2. ზედმეტად გამოსაინტერესოებული პოსტია ^_^
    საბედნიეროდ მე მეხერხება საუბრის წარმართვა, მაგრამ მეწყვილეც კარგი მოლაყბე უნდა იყოს. 🙂
    ისე ჩაკეტილი სივრცის და სიმაღლის შიში დამყვება ბავშვობიდან ასე რომ.. 🙂

    Like

    1. კარგი სიტყვაა “გამოსაინტერესოებული” 🙂

      კარგია როდესაც საუბრის წარმართვის ნიჭი გაქვს, ცხოვრება ასე უფრო მარტივია ალბათ 🙂

      სიმაღლის არ მეშინია, ერთადერთი ფობია დამყვა – კალიების ენით აღუწერელი შიში მაქვს 🙂

      Like

      1. ჰო მეც მომწონს ეგ სიტყვა..
        კიდევ ერთი უაზრო შიში მაქვს, მწერის მოკვლა არ შემიძლია, საერთოდ არ მეშინია, მაგრამ საქმე მოკვლაზე რომ მიდგება ძალიან ამიფანცქალდება ხოლმე გული..
        ისტერიულად მეშინია ტარაკნების და ხოჭოების :დ ბევრი რამის მეშენია :დდდ

        Like

  3. ფინიკი, რაც უფრო ხშირად გკითხულობ აქ ან თვალს გადევნებ fb-ზე უფრო ხშირად ვპოულობ უცნაურ საერთოებს…
    პოსტს რაც შეეხება, რა მეთქმის, შეუდარებლად კარგია

    Like

  4. მომწონს ზეროების იდეა 🙂
    პ.ს. მომენატრა შენი ბლოგი და შენ…
    მაგარია როცა დაგროვილ პოსტებს ერთდროულად კითხულობ 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s