ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“.
ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით.
რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ გავიფიქრე მეცნობა მეთქი. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, თუმცა დამავიწყდა რომ ჩემი ბედნიერების მაცნე კოჭლია, რომ სიმთვრალეში მეორე სართულიდან გადავარდა, თუმცა იღბლიანი იყო და გადარჩა, შემდეგ ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა და ჯოხი გადააგდო.
ნაბიჯები ვახსენე, მას შემდეგ რაც 00:00 საათი ოფიციალურად შესრულდა და 3 ივლისი დადგა, ყოველი ახალი წამი დანიშნულების პუნქტთან მაახლოვებს, სულ ცოტაც და მყარად დავდგები, წინსვლას შევწყვეტ და გავიყინები.
თავი უკან მაქვს გადახრილი და გაშლილი ხელებით ვტრიალებ, ბრუნებს ვაკეთებ და ყოველ წერტილს თავიდან ვუბრუნდები, ემოციებიც ისე ცოცხლდება თითქოს არასდროს გამნელებია. წარმოიდგინე მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე რომ ატარებდე, ბრუნავდე დაუსურლებლად და ამასობაში კედლები იცვლებოდეს, ახალი ფერები, ნახატები, სურათები, დეტალები ჩნდებოდეს, ცვლილებებს ეძახდე მაგრამ მაინც იმავე ადგილზე ტრიალებდე სადაც პირველად დადექი და ნელა აიღე „სტარტი“, ნიადაგი მოსინჯე და შემდეგ სისწრაფეს მოუმატე. ერთხელ თუ დაიწყე ვეღარ გაჩერდები, რომც გაჩერდე ყველაფერი მაინც განაგრძობს ტრიალს და გულის რევის სპაზმს გაგძნობინებს.
დღეს მე და იღბალი ვერ შევხვდით ერთმანეთს, მე მისი სახლის კარები ვიცი და საღამოს უნდა ვესტუმრო, თუ სხვა გამიღებს უნდა ვთხოვო დაუძახონ, სახელს თუ მკითხავენ ოდნავ გავწითლდები და ვეტყვი რომ არ ვიცი, იმედი მაქვს პასუხად გამიღიმებენ და ცხვირწინ არ მომიხურავენ კარებს, დღეს ყველაზე მეტად მჭირდება ბედნიერების მაცნე, დანიშნულების პუნქტთან პირისპირ აღმოჩენამდე აუცილებლად უნდა ვნახო. ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, ალბათ ამით გაუფასურების განაჩენი გამომაქვს, ვაუფასურებ და თავად არ იცის.
მორიგ ბრუნამდე რჩება საათები.
რაღა ვთქვა? კოჭლი? კი, მასეა, თანაც ორივე ფეხით, ან უფრო სწორად სავარძელში მარადიულად მჯდომ-ჩაჯაჭვული… მაგარია :*
LikeLike
როგორ მიხარია ხოლმე რომ ზუსტად გესმის 🙂 ჰო, კოჭლი 🙂
LikeLike
მეოცნებე თინიკო, ჰაჰა, კოჭლი, ოღონდ რაც ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა, ჯოხი გადააგდოო, გულიანად ვიცინე. წერისას შენც გაგეღიმა?
სწორედ გამიგე, უიღბლობაზე არ მეცინება, უფრო მისი ასახვის იუმორისტულ ხერხზე. არა და თითქოს იღბალი და იუმორი პროპორციული უნდა იყოს, თუმცა..
LikeLike
ჰო, მეც ვერთობოდისავით ამის წერისას 🙂
გამეღიმა “მეოცნებეო” რომ დაწერე 🙂
LikeLike
:))) ახლა დავფიქრდი, მე მისი სახლიც კი არ ვიცი და ხომ არ დაგემგზავრო? 🙂
LikeLike
არც მე წავსულვარ, როგორც აღმოჩნდა მისამართის ცოდნა ბევრს არაფერს ცვლის 🙂
LikeLike
ეეჰ, იღბლიან ვარსკვლავზე ერთეულები იბადებიან
LikeLike
ჰო, ალბათ 🙂
LikeLike