ციცინათელები


სხვისი სიგარეტის მოწევისას ტუჩებზე სხვისი სიტკბო მედება.

ნესტიანი ამინდია და მეც აუღელვებლად ვუშვებ წყლიან ჰაერს ფილტვებში, თან ტუჩებზე შერჩენილ უცხო სიტკბოს ვაგემოვნებ.

ამოუწურავი ემოციების ნაფლეთები მეშლება ძარღვებში და ლპობას ვგრძნობ, თუმცა ვიცი რომ ლპობა სინამდვილეში რთული აზოტშემცველი ნივთიერებების დაშლაა ლპობის ბაქტერიების შემწეობით.

„მწუხრზე დამარხეს მზე მწყემსებმა უფოთლო ტყეში

და მებადურმა ბალნიან ბადით

ამოზიდა გაყინული ტბორიდან მთვარე.“

მგონია რომ უფოთლო ტყეში ნიადაგი სასვეა გაცვენილი ფოთლებით, ნესტისგან სიშავეში გადასული ფერი დაჰკრავთ და ლპობის ბაქტერიების შემწეობით რთული აზოტშემცველი ნივთიერებების დაშლის პროცესში არიან.

სიგარეტის მოუთოკავი სურვილი მახრჩობს და წყლიანი ჰაერით სავსე ფილტვებით მივუყვები დერეფანს, აგრესია გალურჯებული ფრჩხილებით მესობა ხელის გულებში და გაბრტყელებულ ფილტრს ვაწვები ტუჩებით, ერთმანეთს ვეჯიბრებით სულის ამოხდაში. გამარჯვება კუპრის, ნიკოტინისა და მხუთავი აირისგან შედგება, ჰაერში კვამლად იკლაკნება, გაღვივებული ფილტრი კი წყლით სავსე საფერფლეში ცხრება შიშხინით.

ყოველთვის მიყვარდა სიტყვა „სარკმელი“, ჩემი ნება რომ იყოს ლექსიკონში იმედის სინონიმად შევიყვანდი და ვიტყოდი რომ იმედიდან მონაბერი სიო მივსებს წყლით სავსე ფილტვებს.

სიტყვებისგან მახინჯ წინადადებებს ვაწყობ და აბზაცებზე დავხტუნავ, წერის სურვილი მაშინ მეძალება როდესაც დასაწერი არაფერი მაქვს და აგრესიას ხელის გულებში ვიკლავ გალურჯებული ფრჩხილებით.

ერთხელ, ზაფხულის ერთ ღამეს აუცილებლად დავჯდები ციცინათელებით სავსე ბაღში და აკვიატებულ სიმღერას მოვუსმენ.

“Bir yaz gecesi otururken bahçede Ateş böceklerini seyredaldım”

Advertisements

10 thoughts on “ციცინათელები

  1. შენ წარმოიდგინე,ამჯერადაც მეგონა ჩემზე წერდნენ. “სიტყვებისგან მახინჯ წინადადებებს ვაწყობ და აბზაცებზე დავხტუნავ, წერის სურვილი მაშინ მეძალება როდესაც დასაწერი არაფერი მაქვს და აგრესიას ხელის გულებში ვიკლავ გალურჯებული ფრჩხილებით”- +1 ყველაზე მაგარი ადგილია

    Like

      1. საერთოდ სულიერი სამყარო ამოუცნობი რამე, ბევრ დამთხვევებს ვპოულობ მეც და ზოგჯერ მგონია ყველას ერთნაირი ტკივილი აწუხებს-თქო..
        ბოლო წინადადებაზე ცემი ეო გამახსენდა სოფელში, იქ ყოველთვის ბევრი ციცინათელაა.

        Like

  2. ჰმ, არ მომწონხარ შენ… ნუ, პოსტი მომწონს, ემოციები ზუსტად ჩანს, მარა „კაკრაზ“ ეს ემოციები არ მომწონს…
    „მწუხრზე დამარხეს მზე მწყემსებმა უფოთლო ტყეში
    და მებადურმა ბალნიან ბადით
    ამოზიდა გაყინული ტბორიდან მთვარე.“ – ძალიან ლამაზია ❤

    Like

    1. ჰო, რაღაც მძიმედ ვიყავი, მაგრამ მგონი გამოვდივარ 🙂

      მეც მომეწონა ძალია, იმ დღეებში არმოვაჩინე ეს პოეტი 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s