პიტნის არომატი


დილა ტუჩების უაზრო მოძრაობით იწყება უნებლიე ღიმილის მოლოდინში. ჯერ ერთი ყურისკენ უნდა გაქაჩო ტუჩები, შემდეგ მეორე ყურისკენ, ბოლოს კი გაუცნობიერებლად უნდა ჩაგეღიმოს საკუთარ სისულელეზე. დღეს არ გამეღიმა. ასე იცის ხოლმე ზოგჯერ სახემ, არ უნდა ღიმილი და არც ეღიმება, რამდენიც არ უნდა აწვალო მაინც.

ასეთ დღეებში სისხლძარღვები მიფართოვდება და პიტნის არომატი დამკრავს. ერთ წინადადებიანი ვხდები არასწორად დასმული სასვენი ნიშნებით. არც ჰაერში იგრძნობა ხოლმე სიგრილე და არც სიგარეტის კვამლით დამძიმებულ ფილტვებს ყოფნით ჟანგბადი.

სული მეხუთება, ის სული რომლის არსებობასაც ათეისტები ეჭვქვეშ აყენებენ.

უცნობი ადამიანების ტყავს ვერასოდეს ვირგებ, ხან ზედმეტად დიდი მაქვს და ხანაც ზედმეტად პატარა. საათი თუ მოვიხსენი ე.ი. დასაწერი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვწერ. თუ საათის მოხსნას არად ვაგდებ და წერას ვაგრძელებ ნაწერს აუცილებლად ვშლი და ისევ ერთ წინადადებიანი ვხდები, არასწორად დასმული სასვენი ნიშნებით და გაფართოვებული სისხლძარღვების თვალიერებას ვიწყებ.

პიტნის არომატი გამომრჩა. ვერსად ჩავაკვეხე და გადავწყვიტე გვერდი ამევლო, არადა უკვე კარგად ვიცი რომ მოხსნილი საათით წერისას პიტნის არომატის გამოტოვება დიდი ვერაფერი წარმატების მომტანია ხოლმე.

სასაცილოა, ვერავინ იპოვნის ჩემ ერთ ნაწერსაც კი სადაც თუნდა გაკვრით მაქვს ნახსენები ეს უკვე ყბად აღებული პიტნის არომატი. ეს იმას ნიშნავს რომ მოხსნილი საათით წერისას გამომცხვარი ჩანაწერი ყოველთვის იშლება.

სანამ კომპიუტერს მოიგონებდნენ უფრო მეტს ფიქრობდნენ ადამიანები, ნაწერის უკვალოდ წაშლა დიდი ფუფუნებაა ალბათ, არც ზედმეტად გიწევს გონების დაძაბვა და არც თითოეულ ფრაზაზე განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტვა, არ მოგეწონა? წუნი უპოვნე? რა პრობლემაა, Backspace ღილაკი მუდამ შენ სამსახურშია. ასე რომ არ იყოს ჩემი სანაგვე ყოველთვის სავსე იქნებოდა დაკუჭული ქაღალდებით, ერთ დღეს კი აუცილებლად მომადგებოდა ბუნების დამცველთა მცირე ჯგუფი და არც თუ ისე უსაფუძვლოდ დამდებდა ბრალს ტყეების უნებლიე გაჩანაგებაში.

დღეს ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ მწვანეების მოსვლის არ მეშინია.

ახალგაზრდა გოგო გავიცანი, ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ფლეგმაა. სიტყვის მნიშვნელობა ვიცოდი და მაშინვე მწვანე ჟელატინი დამიდგა თვალწინ. საკუთარი ასოციაციებით ვერ დავკმაყოფილდი და ზუსტი მნიშვნელობის პოვნა გადავწყვიტე. ძიებას დიდი დრო არ წაუღია, 3–5 წამამდე პერიოდში უკვე ვიცოდი რომ ფლეგმა ზუსტი თარგმანის შემთხვევაში ლორწოს ნიშნავდა, ჰიპოკრატეს აზრით კი ლორწოს სიჭარბე ორგანიზმში განსაზღვარვდა ადამიანის ტემპერამენტს. აი თურმე რა იგულისხმა, მის ორგანიზმში ზედმეტად დიდი დოზით ლორწოაო მითხრა ერთი სიტყვით.

მე „ფლეგმა“ არ ვარ, გაფართოვებული სისხლძარღვები მაქვს და პიტნის არომატი დამკრავს. გულგრილობის დროსაც კი ვნებები მახრჩობს.

ხვალ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში აუცილებლად დავიწყებ ტუჩების ყურების მიმართულებით ქაჩვას უნებლიე ღიმილის მოლოდინში.  

Advertisements

17 thoughts on “პიტნის არომატი

  1. როგორი ზუსტი აღწერაა ჩემი ახლანდელი ყოფის… არც ვიცი, როგორ და რა ვთქვა, მერამდენედ გადავიკითხე, არ იცი… რამდენჯერ მინატრია, ფლეგმა ვიყო-მეთქი…გულში გამიარე ამ ჩანაწერით, სადღაც შვებაა, როცა ხედავ, მარტო შენ არ ხარ ასეთი :*

    Like

    1. მეც მინატრია სრული გულგრილობა, თუმცა ვიცი რომ ასეთი ვერასოდეს გავხდები და ალბათ ეს კარგია.
      ნამდვილად შვებაა როცა ხედავ რომ მხოლოდ შენ არ ხარ და ზუსტად ეს ნაცნობობის გრძნობა მქონდა რამდენიმე წუთის წინ შენ ბლოგზე 🙂

      Like

  2. ვიღაცა ჩემს თრეშში იქექებოდა. წუხელ ვწერდი ტემპერამენტის ტიპებზე, მეთქი მერე გავაგრძელებ. უფრო ადრე რომ დამეწერა, ჩემგან გაიგებდი 🙂 ეე
    ჰოდა, მე მგონი ფლეგმა ხარ. ყოველ შემთხვევაში, გულგრილობა ისაა, რასაც არ ვინატრებ.
    ჰოდა, დასაწყისში ზუსტად ისე ვიღიმოდი, შენ რომ აღწერე, ოღონდ მე გავიღიმე 🙂

    Like

      1. ანეგდოტები, რომელიმეზე იქნებ გაგეღიმოს:

        “კარზე კაკუნია და ფოსტალიონის ხმა:
        -დეპეშა მოგიტანეთ. მამა გარდაგეცვალათ.
        -არ მცალია, ბლოგზე დაპოსტეთ.”

        ”გიყვარდეს მეგობრები და არა მათი ძმები. გიყვარდეს ძმები და არა მათი მეგობრები.”

        ”ქალმა უნდა იცოდეს 70 რამ.
        კუხნა და 69”.

        ”-გაიგე, თურმე ცხოვრება ინტერნეტის გარდაც არსებობს.
        -ჰოო?დამილინკე.”

        თუ აღნიშნულმა წამალმა არ გიშველა, სხვა მეთოდებიც მაქვს 🙂

        Like

  3. უცებ დავფიქრდი… ფინიკი ფლეგმა რომ იყოს-მეთქი… არა… არა… წარმოდგენის დროსაც კი უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
    მერე ყველა ფლეგმა შემეცოდა 😦

    Like

    1. გულგრილობა ზოგადად ცუდი თვისება არ უნდა იყოს, თუმცა სიტუაციებს გააჩნია. მე ემოციების ნამდვილი შადრევანი ვარ 🙂

      Like

  4. რა ამის პასუხია და ეხლა პიტნის ჩაის ვსვამ და ოთახში არაჩვეულებრივი სურნელია ❤
    რაც შეეხება გულგრილობას, ეს ინდივიდუალური და სიტუაციურია. გეთანხმები. მე ჯერ ვერ გავარკვიე ვარ თუ არა ემოციური. თან კი, თან არა. ისე, ვინმემ რომ მკითხოს, ვერც კი ვუპასუხებ ამ კითხვაზე.

    Like

    1. კარგია ალბათ ეგ, ე.ი. ოქროს შუალედი გაქვს არჩეული. არც ზედმეტი ემოციურობა ვარგა მგონი და არც ზღვარგადასული გულგრილობა.
      მე შუალედური თითქმის არაფერი შემიძლია.

      მომინდა პიტნის ჩაი, მიყვარს 🙂

      Like

      1. ჰო შეიძლება ეგრეც ითქვას.. საერთოდ ვაკვირდები და ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო დროს ყველაფერი შუალედურია. მოსაბეზრებელია….

        Like

  5. ფინიკ, რამდენიმე ბოლოს შეთხზული პოსტი წავიკითხე და კომენტარი ვერ დავტოვე, შემრცხვა ბანალური ვიქნები-თქო და უბრალოდ დალაიკება ვარჩიე. ეს პოსტი არ წამიკითხავს და ვერც წავიკითხავ, მერე კომენტარის შემრცხვებოდა მაგიტომ… და კიდე ჩემისაყვარელი ბლოგია ეს და თუ ჩემს კომენტარს გადააწყდი, არ იფიქრო, რომ პოსტები გააფუჭე და მეც დაგიკომენტარე, უბრალოდ ჩათვალე რომ ჩემი ბანალურობის კომპლექსი დავამარცხე.
    მადლობა …..

    Like

    1. დავიბენი ამ კომენტარის წაკითხვისას 🙂 დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს ის რასაც ვწერ 🙂 როგორც შენთვის იქნება მარტივი ისე მოიქეცი ხოლმე 🙂 კომენტარების წერა ზოგადად მეც მიჭირს.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s